fbpx

Kikliko-მ Presto Ventures-ისგან $100 000 დაფინანსება მიიღო

Kikliko-მ Presto Ventures-ისგან $100 000 დაფინანსება მიიღო

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ქართულმა სტარტაპმა Kikliko-მ CEE ფონდისგან, Presto Ventures-ისგან $100 000 ოდენობის დაფინანსება მოიპოვა. სტარტაპი გივი ბერიძის მიერ დაფუძნებული ქართული სტარტაპია, რომელიც თავის კლიენტებს შეტყობინებების მონეტიზაციის ახალ გზას სთავაზობს კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოების დარღვევის გარეშე.

უფრო კონკრეტულად კი, სტარტაპი პოპულარული კლიპებისა და ვიდეო მემების ბიბლიოთეკაა, რომელიც სოციალურ ქსელებთანაა ინტეგრირებული. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ნახონ, ჩამოტვირთონ, შექმნან და გააზიარონ მოკლე, საინტერესო კლიპები და მემები.

„ემოციების გამოხატვა ჟღერადობით უკეთესია“, – ამბობს გივი ბერიძე – „მილიონობით ადამიანი ცდილობს, ამოჭრას კლიპები YouTube-ის ვიდეოებიდან და გაუგზავნონ ისინი ადამიანებს, რომლებსაც ესაუბრებიან. KIKLIKO კი აადვილებს ვიდეო კლიპების გამოყენებას ჩატში.”

ცნობილია, რომ სტარტაპის პოპულარობა იზრდება სტაბილური 5-7%-იანი ზრდით და სულ მალე, KIKLIKO მიაღწევს მილიონ ყოველდღიურ აქტიურ მომხმარებელს 2023 წლის მეორე კვარტალში. როგორც Kikliko-ს CTO, ვასკა ჩადუნელი ამბობს, ამჟამად სტარტაპი მუშაობს წამყვან სოციალურ ქსელებთან ინტეგრაციების გასაზრდელად და ახალი ფუნქციების შესაქმნელად.

23 დეკემბერს Future Agro Challenge Georgia-ს პროგრამის დემო დღე გაიმართება

Future Agro Challenge ყველაზე მასშტაბური გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც სტარტაპების აღმოჩენა და მხარდაჭერაა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, საკვები და აგროტურიზმი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post