fbpx

რა ხდება კრიპტობაზარზე – როგორ უნდა იმოქმედონ ინვესტირების მსურველებმა?

კრიპტობაზრის

რა ხდება კრიპტობაზარზე – როგორ უნდა იმოქმედონ ინვესტირების მსურველებმა?

ბოლო პერიოდის განმავლობაში კრიპტობაზარზე არასახარბიელო მდგომარეობაა – მაკროეკონომიკური ფაქტორებითა (აშშ-ში არსებული ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა) და გეოპოლიტიკური მდგომარეობით (რუსეთ-უკრაინის მიმდინარე ომი) გამოწვეული გაურკვევლობის გამო, ინვესტორები კრიპტოვალუტებისგან თავს შორს იჭერენ და დიდი ზარალის თავიდან აცილების მიზნით, აქტივებს პანიკურად ყიდიან, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების შემცირებას იწვევს. მაგალითად, გასულ კვირაში BTC-ის ფასი უკანასკნელი 10 თვის განმავლობაში არსებულ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, რაც გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ფასთან, $69,000-სთან შედარებით, 50%-ზე მეტით იყო შემცირებული.

მართალია, კრიპტობაზარზე შედარებითი დასტაბილურების ნიშნები შეიმჩნევა, თუმცა, ამ ეტაპზე, ფასების კლების საერთო ტენდენცია მაინც ნარჩუნდება. CoinMarketCap-ზე განთავსებული 16 მაისის მონაცემების მიხედვით, ყველაზე მაღალი საბაზრო კაპიტალის მქონე 10 კრიპტოვალუტის ფასები არსებული დროისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

• Bitcoin (BTC)-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $29,593.08-ად არის შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.29%-ით, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 11.63%-ით შემცირდა.
• Ethereum (Eth) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $2,009.38-ად არის შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.01%-ით, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 17.84%-ით შემცირდა.
• Tether (USDT) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $0.999-ად არის შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.02%-ით გაიზარდა. თუმცა, ბოლო 7 დღის განმავლობაში 0.08%-იანი კლება ჰქონდა.
• Solana (SOL) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $52.91-ად არის შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.09%-ით გაიზარდა. თუმცა, ბოლო 7 დღის განმავლობაში 28.70%-იანი კლება ჰქონდა.
• Binance USD (BUSD) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $1.00-ად არის შესაძლებელი. აღსანიშნია, რომ მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.12%-ით, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 0.15%-ით გაიზარდა.
• Shiba Iny (SHIB) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $0.00001203-ად არის შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.09%-ით, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 30.31%-ით შემცირდა.
• Cronos (CRO) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $0.1885-ად არის შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 0.90%-ით გაიზარდა. თუმცა, ბოლო 7 დღის განმავლობაში 23.10%-იანი კლება ჰქონდა.
• Litecoin (LTC) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $66.21-ად არის შესაძლებელი. შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.52%-ით, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 27.17%-ით შემცირდა.
• Tezos (XTZ) )-ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $1.76-ად არის შესაძლებელი. მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 4.69%-ით, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 28.24%-ით შემცირდა.
• Terra (LUNA) -ის შეძენა ამჟამად [16 მაისს] $0.0002216-ად არის შესაძლებელი. ამ კრიპტოვალუტას  ყველაზე დიდი ვარდნა ჰქონდა – მისი ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 30.41%-ით, ხოლო ბოლო 7 დღის განმავლობაში 100%-ით დაეცა.

ბიტკოინის ფასი დავარდა – რას ნიშნავს ეს ინვესტორებისთვის?

ბიტკოინის

ბიტკოინის ფასის ვარდნის რამდენიმე გამომწვევი ფაქტორის გამოყოფა შეიძლება. თუმცა, ყველა მათგანი შეიძლება შეჯამდეს ერთ სიტყვით – გაურკვევლობა. სწორედ ეს უბიძგებს ინვესტორებს კრიპტოვალუტებისგან თავის შორს დაჭერასა და არსებული აქტივების გაყიდვას, რაც, საბოლოო ჯამში, ფასების დაცემას იწვევს.

როგორ უნდა იმოქმედონ ინვესტირების მსურველებმა?

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც კრიპტობაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა ფიქსირდება და უფრო ფართო სურათს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში კრიპტოვალუტების გარკვეული ნაწილის ფასები მაინც ახერხებდა მაღალ ნიშნულებზე ასვლას. თუმცა, დანამდვილებით არავინ იცის, რომ კრიპტოვალუტები აღდგენას ამ შემთხვევაშიც მოახერხებენ – არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ ისეთი ძირითადი ვალუტებიც კი, როგორებიცაა ბიტკოინი და ეთერიუმი, ძველ მდგომარეობას დაუბრუნდებიან.

კრიპტოვალუტებში ინვესტიციის ჩადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მნიშვნელოვანი რაოდენობის თანხის გამომუშავებაა. თუმცა, აქ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი – მაღალი პოტენციური მოგება მაღალ რისკებს უკავშირდება. ფასების ბოლოდროინდელი ვარდნა, განსაკუთრებით კი LUNA-ის ფიასკო ნათელი მაგალითია იმისა, რომ ამ ტიპის ინვესტიციები არასტაბილური და სარისკოა.

თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ინვესტირებისგან თავი უნდა შეიკავოთ. განახორციელებთ თუ არა ინვესტირებას კრიპტოში ახლა, რამდენიმე ძირითად ფაქტორზეა დამოკიდებული – სამომავლო ხედვა, ფინანსური მდგომარეობა და რისკის ამტანობა. მაგალითად, თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე კონკრეტულ კრიპტოვალუტას გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი პოტენციალი აქვს, მისი შეძენა მაშინ, როდესაც ფასები დაბალია, ბევრად მოგებიანია. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რამდენად მზად ხართ მატერიალურად – გონივრული იქნება, თუ კრიპტოვალუტაში მხოლოდ იმ რაოდენობის ინვესტიციას ჩადებთ, რომლის დაკარგვასაც გადაიტანდით. ამის გარდა, უნდა იფიქროთ იმაზე, თუ რამდენად ამტანი ხართ რისკის მიმართ – იმ შემთხვევაშიც კი, თუ კრიპტოვალუტის დიდი ხნით შენარჩუნებას აპირებთ, მისი ფასის მოკლევადიანმა ცვლილებებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გასულ კვირაში ბიტკოინის ფასი გასული წლის ნოემბერში დაფიქსირებულ რეკორდულად მაღალ ფასთან, $69,000-სთან შედარებით, 50%-ზე მეტით იყო შემცირებული. ამ ტიპის ცვლილებები კი იშვიათი არაა და თუ ფასების ამგვარი ვარდნა თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე იმოქმედებს, მაშინ სჯობს, ინვესტირება არა კრიპტობაზარზე, არამედ სხვა მიმართულებით სცადოთ.


შენიშვნაინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენსტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post