ყველაფერი კონტაქტებია – რას სთავაზობს ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამა მომავალ მაგისტრებს?
მაგისტრატურა განათლების ის საფეხურია, როცა საკუთარი ცოდნის გამყარება ან სულაც ახალ დონეზე აყვანა გვსურს. სწორედ ამიტომ, კომპეტენციის გასაღრმავებლად, სამაგისტრო პროგრამის შერჩევა საკმაოდ მნიშვნელოვანი, საპასუხისმგებლო და რთული პროცესია.
„ყველაფერი კონტაქტებია“ – ეს არის ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია, რომელიც არამხოლოდ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებაზე, არამედ მაგისტრანტების საკონტაქტო წრის სასარგებლოდ გაფართოებაზე აკეთებს აქცენტს. ახალი და მნიშვნელოვანი კონტაქტების მოპოვებას კი უზრუნველყოფენ, როგორც ბიზნეს სკოლის ლექტორები, ასევე – თავად ალტე უნივერსიტეტის დამფუძნებლები და 200-ზე მეტი პარტნიორი დამსაქმებელი. შესაბამისად, ისინი მაგისტრანტებზე იზრუნებენ არამხოლოდ ცოდნის გაზიარებით, არამედ – საჭირო ადამიანების გაცნობითაც.
და მაინც, ვის იხილავთ ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის აკადემიური გუნდის რიგებში? ჩვენ მათზე დეტალურად მოგითხრობთ:
ნანა მიქაშავიძე
იგი “ალტე უნივერსიტეტის” ბიზნეს სკოლის დეკანი და კომპანია Wizard-ის დამფუძნებელია. ნანას კარიერა ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიან გამოცდილებას მოიცავს. გარდა ამისა, ის სხვადასხვა პერიოდში Financial In Motion GmbH-ის ინვესტიციების მენეჯერისა და თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორის პოზიციებს იკავებდა.
დენ კოგანი
დენი ანტრეპრენერი და სოციალური მეწარმეა ისრაელიდან. ის მსოფლიო მასშტაბით ანტრეპრენერებს აქტიურად უტარებს ვორქშოპებს სხვადასხვა თემაზე. შეიძლება ითქვას, რომ დენი ექსკლუზიურად ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორია.
მარიამ მეღვინეთუხუცესი
დღესდღეობით იგი BOG-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია და მისი გამოცდილება ფინანსურ სექტორში მუშაობის 20-წლიან საქმიანობას მოიცავს. 2009-2014 წლებში მარიამი მუშაობდა “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილის პოზიციაზე. 2015-2019 წლებში კი საქართველოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელობდა. ამავდროულად, ის არის “ალტე უნივერსიტეტის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და საუნივერსიტეტო ფონდის ხელმძღვანელი.
ზურა ფიჩხაია
დღეს ზურა www.shopshop.ge-ის დამფუძნებელია. თუმცა, სხვადასხვა დროს იგი იკავებდა “თიბისი ბანკის” რისკის მართვის დირექტორის მოადგილისა და ფინანსური დირექტორის მოადგილის პოზიციებს. მას განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტის უორტონის ბიზნეს სკოლაში აქვს მიღებული.
ვასილ რევიშვილი
ვასილი Thales Investments-ის მმართველი პარტნიორია. 2004 წლიდან კი უმსხვილესი შვეიცარიული საფინანსო ჯგუფის – PICTET ASSET MANAGEMENT-ის გუნდის წევრი იყო. საწყის ეტაპზე იგი კომპანიის რისკის მმართველის პოზიციას ფლობდა, ხოლო შემდეგ საქმიანობა გააგრძელა, როგორც საინვესტიციო რისკის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟენევასა და ლონდონში, $120 მილიარდის ღირებულების პორტფელის რისკის მართვით. საბოლოოდ, საინვესტიციო მენეჯერის უფროსი გახდა და მართავდა 3-მილიარდიან საინვესტიციო ფონდს. 2008 წლიდან, საქართველოში დაბრუნებული”საქართველოს ბანკის” აქტივებისა და დაგროვილი ქონების მართვის ბიზნესს ჩაუდგა სათავეში. ასევე, იგი გახლდათ “თიბისი ბანკის” საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი.
ვანო ბალიაშვილი
გარდა იმისა, რომ ვანო ბიზნეს კონსულტანტია, იგი ასევე “ალტე უნივერსიტეტის” თანადამფუძნებელია. ვანოს მიღებული აქვს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი პროექტის მენეჯმენტში. იგი მუშაობდა “თიბისი ბანკის” ოპერაციების დირექტორად და ამჟამად, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ბიზნეს კონსულტანტად აგრძელებს საქმიანობას.
გიორგი ბარკალაია
დღესდღეობით ის საკონსულტაციო კომპანია On Point-ის პარტნიორია. მას აქვს მარკეტინგულ, საკონსულტაციო და საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. სხვადასხვა დროს გიორგი იყო “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას”, “არტი ჯგუფის”, “საქართველოს ბანკის” ჯგუფის, ბელორუსიის სახალხო ბანკის, “ალდაგი ბი-სი-აი”-ისა და “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მარკეტინგის დირექტორი და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი სპეციალისტი. იგი არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის ავტორია და მისი საქმიანობა ყველა ამ კომპანიაში სხვადასხვა წარმატებულ პერიოდს უკავშირდება.
ნათია მეფარიშვილი
ნათია მარკეტინგისა და კომუნიკაციების ექსპერტია. ის არაერთი წლის განმავლობაში იკავებდა სავაჭრო-სამრეწველო პალატის მარკეტინგისა და PR-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციას, ის ასევე გახლავთ “ევროკავშირი საქართველოს” ექსპერტი და “მეწარმე ქალთა საბჭოს” თავმჯდომარე. ამჟამად, ნათია ხელმძღვანელობს პროექტს “ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენა”. ამავდროულად კი, გახლავთ “ალტე უნივერსიტეტის” ბიზნეს სკოლის ასოცირებული პროფესორი და აქტიურად არის ჩართული სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში.
ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე რეგისტრაცია კვლავ მიმდინარეობს. დაინტერესებულმა პირებმა აუცილებლად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.