fbpx

შემქნელების გრაფიკი, მენეჯერის გრაფიკი – Paul Graham

agenda-mvp.ge

შემქნელების გრაფიკი, მენეჯერის გრაფიკი – Paul Graham

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პროგრამისტებს შეხვედრები ასე არ მოსწონთ, არის ის, რომ მათი რეჟიმი სხვებისგან განსხვავებულია. მათ შეხვედრები ძვირად უჯდებათ.

არსებობს გრაფიკის ორი ტიპი – შემქნელების გრაფიკი და მენეჯერის გრაფიკი. მენეჯერის გრაფიკი, იგივე მმართველის გრაფიკი, შეხვედრების წიგნში გაიწერება ყოველდღიურად თითო საათის ინტერვალით. საჭიროების შემთხვევაში, თუ მენეჯერი ხართ, შეგიძლიათ რამდენიმე საათი ერთი ამოცანისთვის გამოჰყოთ, თუმცა ამით თქვენი ჩვეული სტანდარტი ოდნავ დაირღვევა. როდესაც დროს ამგვარად იყენებთ, პრობლემა ის იქნება, რომ ვინმესთან შეხვედრის დანიშვნა გაგიჭირდებათ. იმისთვის, რომ ეს პრობლემა თავიდან აირიდოთ, უბრალოდ, უნდა იპოვოთ თავისუფალი საათები თქვენს განრიგში და ის გამოიყენოთ.

ყველაზე ძლიერ ადამიანებს ისინი წარმოადგენენ, რომლებიც მენეჯერის განრიგით ხელმძღვანელობენ. ეს, ასე ვთქვათ, „ბრძანებების გრაფიკია“, რომელიც ისეთ ადამიანებს ერგება, რომლებიც შემოქმედებითად მუშაობენ, მაგალითად – პროგრამისტებს, მწერლებს. ასეთი ადამიანები მინიმუმ ნახევარ დღეს იყენებენ მუშაობისთვის, რადგან ცხადია, მათი სამუშაო საკმაოდ შრომატევადია.

თუკი შემქმნელის გრაფიკით მუშაობთ, შეხვედრები ერთგვარი კატასტროფაა. ერთ შეხვედრას შეუძლია მთელი შუადღე მოიცვას, რისთვისაც წინასწარ უნდა ემზადებოდეთ კიდეც. თანაც შესაძლოა, ერთ შეხვედრას მეორე მოსდევდეს, რაზეც გამუდმებით გიწევთ ფიქრი, რომ რაიმე არ გამოგრჩეთ.

შემქმნელების გრაფიკის მიხედვით, გარეშე ადამიანებისთვის შეხვედრის დანიშვნა, გამონაკლისის ჩადენას ჰგავს, რადგან ეს ცვლის იმ რეჟიმს, რომელშიც თქვენ სტანდარტულად გიწევთ მუშაობა.

ზოგჯერ, ერთი შეხვედრა მთელ დღეზე იქონიებს ხოლმე გავლენას. არსებობს ტერმინი „კასკადური ეფექტი“,  რომლის მიხედვითაც, თუ ვიცით, რომ შუადღისას ჩანიშნული შეხვედრა იშლება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დილას ამბიციებით დავიწყებთ. ნამდვილად ასეა, რადგან თუ დაფიქრდებით, როცა იცით, რომ მთელი დღე თავისუფალი გაქვთ სამსახურში და შეხვედრებისგანაც ისვენებთ, თითქოს, დეპრესიული მომენტი გიპყრობთ, რადგან თქვენთვის პროდუქტიული დღე ბევრად ღირებულია.

 

რომელი უფრო მუშაობს?

რეალურად, ორივე ტიპის გრაფიკი კარგად მუშაობს, მაგრამ შეხვედრები ყველაფერს თავდაყირა აყენებს. მას შემდეგ, რაც ყველაზე ძლიერმა ადამიანებმა მენეჯერის გრაფიკის განრიგით ხელმძღვანელობა დაიწყეს, მათი ძლიერება თითქოს რეზონანსულიც კი გახდა, რადგან მათ გარშემო მყოფი ადამიანებიც ბევრად პროდუქტიულები გახდნენ.

დღეს, თითქმის ყველა ინვესტორი მენეჯერის გრაფიკის შესაბამისად მუშაობს, მაგრამ არიან გამონაკლისებიც, რომლებიც შემქმნელების გრაფიკს ანიჭებენ უპირატესობას, გამომდინარე მათი საქმიანობის სპეციფიკიდან.

როგორია რეალურად სტარტაპცხოვრება – Paul Graham

Y combinator-ის თანადამფუძნებელმა პოლ გრეემმა თავისი სტატიების გადამოწმების ერთი მარტივი ხერხი მოიფიქრა – მან სტარტაპების დამფუძნებლებს გაუგზავნა ელ.ფოსტა კითხვით, თუ რა იყო მათთვის ყველაზე მოულოდნელი სტარტაპზე მუშაობის პერიოდში.

არ იქნება გასაკვირი, თუ ზოგიერთმა ბიზნესმენმა მენეჯერის გრაფიკის შესაბამისად მუშაობას წინააღმდეგობა გაუწიოს და ამას მუდმივად აკეთებდეს, ეს, თითქოს, იმას ჰგავს, რამდენიმე ათეული წლის წინ ჯინსიდან კოსტიუმებზე გადასვლას რომ აპროტესტებდნენ ხოლმე.

დღეის მდგომარეობით, სტარტაპებისთვის უკეთესია, შემქმნელების გრაფიკზე ააწყონ თავიანთი სამუშაო რეჟიმი, რადგან დატვირთული პერიოდის განმავლობაში, მათი სამუშაო საათები ზოგჯერ საკმაოდ გრძელი ხდება, რისთვისაც რეჟიმულობა ბევრად მომგებიანია.

შემქმნელების გრაფიკზე მომუშავე პროგრამისტებმა სამუშაო დღე შეიძლება შემდეგნაირად დაჰყონ, თუ ეს მათ ხელს არ შეუშლით: შუადღიდან გვიანობამდე იმუშაონ, ისე, რომ თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობდნენ, ხოლო ყოველ მეორე დღეს იმუშაონ მენეჯერის განრიგის შესაბამისად.

როდესაც მენეჯერის გრაფიკით მუშაობთ, შეგიძლიათ ისეთი რამ გააკეთოთ, რის გაკეთებასაც არასოდეს მოისურვებდნენ შემქმნელების გრაფიკით მომუშავენი: შეგიძლიათ აწარმოოთ სპეკულაციური შეხვედრები ანუ შეგიძლიათ დანიშნოთ გაცნობითი პაემნები ყავაზე. თუ თქვენს გრაფიკში ფანჯარაა, რატომაც არა? იქნებ სამომავლოდ თქვენთვის საკმაოდ ღირებულ ადამიანს გადააწყდეთ.

მაგალითად, სილიკონის ველის ბიზნესმენებს სპეკულაციური შეხვედრები ხშირად აქვთ, რადგან საკმაოდ ეფექტიანია და იაფია მენეჯერის გრაფიკით მომუშავე ადამიანებისთვის, თუმცა ამავდროულად ძალიან ძვირია შემქმნელების გრაფიკის მოყვარულთათვის.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post