fbpx

მარცხი, როგორც ახალი დასაწყისი – ანდრეას ანტონოპულოსი

მარცხი, როგორც ახალი დასაწყისი – ანდრეას ანტონოპულოსი

შეერთებულ შტატებს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამეწარმეო კულტურა, სადაც მილიონობით ადამიანი იწყებს მცირე ბიზნესს, ქმნის ახალ პროდუქტებს და ტექნოლოგიას. სტარტაპის კულტურის ნაწილია მარცხიც, რომელიც შეიძლება ხშირად განიცადო, მაგრამ მთავარი იდეა აქ შეცდომებზე სწავლაა.

 

წარუმატებლობა ბიზნესში არ უნდა იყოს დასჯის საგანი. იქ, სადაც მსგავსი სტიგმა არსებობს, ნაკლებლად სავარაუდოა, ჰქონდეთ ხელშეწყობა მეწარმეებს, სიახლეებს და თუნდაც ექსპერიმენტებს სამეწარმეო საქმიანობაში. რისკი აუცილებელია იმისათვის, რომ დაინახო, ამართლებს თუ არა კონკრეტული ვარიანტი, ან თუნდაც განსაზღვრო, რისი შეცვლა გჭირდება წარმატებისთვის.

ცოტა ხნის წინ ამერიკაში აბსოლუტურად საპირისპირო იდეები წამოვიდა – ადამიანებმა აიტაცეს ფრაზა “მარცხი არ არის ვარიანტი” და ყველაფერის 100%-იანი კონტროლი, გარანტია და უსაფრთხოება აუცილებელია, რაც, რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა, რადგან პრაქტიკული მაგალითებიდან კარგად სჩანს,  მარცხი სწორედაც რომ გვიბიძგებს ახალი, უკეთესი ვარიანტისთვის.

კაპიტალიზმი და სამეწარმეო ინოვაცია მოითხოვს რისკს, რადგან ის ბიზნესის ევოლუციის ფუნდამენტური კომპონენტია. თუ სწორად გვესმის, გაგვიადვილდება რისკის ფაქტორის აღქმაც ბიზნეს საქმიანობაში. მაგალითად, როდესაც კომპანიებს აქვთ შეცდომის უფლება, დიდი ალბათობით  მათი რესურსები მარცხის შემდეგ უკეთესად აკუმულირდება ბაზარზე. რისკზე თავის არიდება კი ნამდვილად ზრდის წარუმატებლობას და  ლოკალიზებულ რისკს სისტემურ რისკად აყალიბებს.

გასულ კვირას ბიტკოინის ბირჟა Mt.Gox ჩაიშალა. ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ რა მოხდება, მაგრამ არსებობს გარკვეული გარკვეული პროგნოზები:

Gox-ი ვერ გაუძლებს გამოწვევებს; Gox-ის კონკურენტები მხარს არ დაუჭერენ გოქსის ინვესტორებსა და მომხმარებლებს; ბიტკოინის სხვა ბირჟებზე მოგებიანი არ იქნება ამ 0%-იანი სესხების მოძიება ინოვაციის ნაცვლად; Gox-ს არ მიეცემა უფლება, შეიძინოს მცირე კომპანიები, რათა დააბალანსოს ზარალი, Gox-ის აღმასრულებლები არ დაჯილდოვდებიან ბიტკოინის ინფლაციისა და დაბეგვრის შედეგად გადახდილი ბონუსებით და სამწუხაროდ, ეს კიდევ არ არის ყველაფერი, რაც ხდება „რეალურ“ ეკონომიკაში, სადაც რისკის შემცირება ათწლეულის ტოქსიკური ტრენდია და რასაც შესაძლოა, ზედმეტად დიდი წარუმატებლობა მოჰყვეს.

თუმცა, მოდით არ ვიდარდოთ თავად გოქსის წარუმატებლობაზე. მიუხედავად ბევრი მარცხისა, რადგან ეს არ ნიშნავს უშუალოდ ბიტკოინის ვალუტის მარცხს ან კაპიტალიზმის მარცხს. აღნიშნულმა პრობლემებმა, შესაძლოა, სამომავლოდ მეტი ასწავლოს გოქსს და ბევრად წინ წაწიოს, ვიდრე აქამდე იყო.

ის ფაქტი, რომ ასეთი წარუმატებლობა ტრაგედიად და არასასიამოვნოდ გამოიყურება, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად შორს ვართ ჭეშმარიტი კონკურენციისა და კაპიტალიზმისგან – ყოველ შემთხვევაში, ბიტკოინში მარცხი ნიშნავს ახალ ვარიანტს! Gox-ის მარცხი კარგია და ეს ისევ ბიტკოინს გააძლიერებს.

წარუმატებლობასთან ერთად მოდის რისკი, მაგრამ ასევე ინოვაციები და მზაობა, გამოგონებისა და ახალი დასაწყისისთვის.

ჰოდა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თავისუფალ ბაზარზე, სადაც წარუმატებლობა ყოველთვის ახალი გზაა!

ეს არჩევანია: გაიზარდო ბიზნესი თუ დაასრულო.

დისტანციურად მუშაობის პრობლემები – რაიან ჰუვერი

დისტანციურად მუშაობის

სახლიდან დისტანციურად მუშაობა არათვითდასაქმებულ მუშაკთა შორის 140%-ით გაიზარდა 2005 წლიდან 2018 წლამდე. დღეს აშშ-ს კომპანიების 63%-ს ჰყავს დისტანციური მუშაკები.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post