მარკეტფლეისების მონეტიზაციის რუკა: სირთულე და ასიმეტრია
ბაზრის მონეტიზაცია დამოკიდებულია ორ ფაქტორზე – ტრანზაციის სირთულესა და მოთხოვნისა და მიწოდების ფასების ასიმეტრიაზე.
თავისი არსით, მონეტიზაცია მოიაზრებს საქმიანობიდან მოპოვებულ ფინანსურ მოგებას. მაგალითად, YouTube-დან მონეტიზირება ხდება ვიდეოების ნახვების რაოდენობის ან გამომწერების რაოდენობის მიხედვით.
ზოგადად, ბაზრები ღირებულებას ქმნიან მოთხოვნა-მიწოდების ფასების გათვალისწინებით. ამის შედეგად სრულდება ტრანზაქციები, საიდანაც ხდება გარკვეული ოდენობის თანხის ჩამოჭრა და მისი მონეტიზაცია. ყველა ბაზარზე არსებობს შეზღუდვები, რაც ასევე მონეტარული პოლიტიკის გატარებასაც გულისხმობს. ამგვარად, ბაზრებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ მონეტიზაციის ქვემოთ მოყვანილი ხუთი მოდელით.
ბაზრებზე მონეტიზაცია ხდება შემდეგი ფაქტორების გავლენით:
ტრანზაქციის სირთულე – ეს არის საზომი იმისა, თუ რამდენად რთულია მოთხოვნისა და მიწოდების მხარებისთვის, იპოვნონ ბაზარზე ზუსტი შესაბამისობა და შეასრულონ ტრანზაქცია მონეტიზაციით. ეს სირთულე შეიძლება დამოკიდებული იყოს მიწოდების ბუნებასა და მიწოდების სიმჭიდროვეზე რეგიონის ან კატეგორიის მიხედვით. მაგალითად, Upwork და Preply წარმოადგენენ შრომით ბაზრებს დიფერენცირებული მომარაგების სისტემით. ამასთან, Preply ორიენტირებულია ენის სწავლებაზე, ხოლო Upwork არის „ვერტიკალური აგნოსტიკოსი“, რაც ნიშნავს, რომ Uppwork-ს მოთხოვნის მიმართულებით მეტი ე.წ. ფილტრი აქვს გასათვალისწინებელი, როგორიცაა: სამუშაოს ტიპი, საჭირო უნარ-ჩვევები, პროექტის გამოცდილება და ა.შ. გარდა ამისა, პროცედურული და მარეგულირებელი მოთხოვნები შესაძლოა გაიზარდოს ტრანზაქციის სირთულესთან დაკავშირებული შესაბამისობის პოვნის შედეგადაც კი.
მოთხოვნისა და მიწოდების ფასებს შორის ასიმეტრიის არსებობა – როგორც წესი, ბაზრის მიერ შექმნილი ფასი ასიმეტრიულად ნაწილდება ბაზრის შემადგენელ მომთხოვნისა და მიწოდების მხარეებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბაზრები ხშირად უფრო ღირებულია ერთი ტიპის მონაწილისთვის – ან მიმწოდებლებისთვის ან მომხმარებლებისთვის. თუმცა, ასიმეტრიის დონე არ არის ბაზრებისთვის თანმიმდევრული. მაგალითად, Uber-თვისა და Airbnb-თვის მიწოდება უფრო ძვირად ფასობს, ვიდრე მოთხოვნა. თუმცა, ამ ასიმეტრიის ხარისხი გაცილებით მაღალია Airbnb-თვის, რადგან ყოველი ახალი მასპინძლის მოძიება უფრო რთულია და უფრო მეტი შემოსავალი მოაქვს ბაზარზე, ვიდრე Uber-ის ყოველ ახალ მძღოლს.
მოდით დავაკვირდეთ, როგორ მოქმედებს ეს ფაქტორები მონეტიზაციის თითოეულ პოტენციურ მოდელზე.
1.საკომისიოები
საკომისიო მოდელი განიხილება, როგორც ბაზრის მონეტიზაციის ტიპური მეთოდი. ბაზარი უზრუნველჰყოფს მოთხოვნა-მიწოდებას შორის ტრანზაქციებს, რის შედეგადაც ბაზარს რჩება ტრანზაქციიდან გარკვეული პროცენტი შემოსავლის სახით. საკომისიო შემოსავალს ბაზარი აითვისებს ტრანზაქციის განხორციელებისთანავე, თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკომისიო სისტემა ყველა ბაზარზე არაა მორგებული.
ამ მოდელის ეფექტიანობა დამოკიდებულია სირთულისა და ასიმეტრიის ერთობლიობაზე. ტრანზაციები უნდა იყოს პირდაპირი ხასიათის, ანუ ნაკლებად რთული და ბაზრის მონაწილე მხარეებს (მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს) უნდა ჰქონდეთ შეზღუდული შესაძლებლობები ბაზრისგან დამოუკიდებლად (არა ზედმეტად ასიმეტრიული).
მაგალითად, Uber არის ტრანზაქციების სირთულისა და ასიმეტრიის მიხედვით, დაბალი მაჩვენებლების მქონე კომპანია, რის გამოც მისთვის მოთხოვნისა და მიწოდების თანხვედრა, საკომისიო სისტემის ნაყოფიერად მუშაობას განაპირობებს.
2.„Paywalled” ბაზარი
Paywall არის სტარტაპებისთვის პირველადი ალტერნატივა, რომელიც გულისხმობს, რომ ბაზრებს არ შეუძლიათ განახორციელონ მონეტიზაცია საკომისიოს მეშვეობით. Paywall უხდის მხოლოდ ერთ მხარეს – ან მიწოდებას ან მოთხოვნას – ბაზარზე წვდომისთვის.
იმისთვის, რომ Paywall იყოს ეფექტიანი, ბაზრის, მაგალითად, მიწოდების მხარე უფრო მაღალი მაჩვენებლით უნდა ხასიათდებოდეს, ვიდრე მოთხოვნის. გარდა ამისა, paywall ბაზარზე შესვლისთვის ბარიერებს ქმნის. ამრიგად, მას საუკეთესო გამოყენება მაშინ აქვს, როცა საკმარისი მოთხოვნა და მიწოდება ავტომატურად არ განბლოკავს რთულ ტრანზაქციებს. ამიტომ ეს გზა კარგი ალტერნატივაა იმ ბაზრებისთვის, რომლებსაც არ შეუძლიათ განახორციელონ მონეტიზაცია საკომისიო სისტემის მიხედვით.
3.რეკლამა
ფასიანი რეკლამა შესაძლოა ბაზრებისთვის მონეტიზაციის სახიფათო მოდელი აღმოჩნდეს. ერთი მხრივ, ფასიანი რეკლამით, მაღალი შემოსავლების ნაკადი შეიძლება მიიღოს კომპანიამ, თუმცა ხელი შეეშალოს მიწოდების კურირებას. საკომისიო სისტემაზე დაფუძნებული ბაზრები მიზნად ისახავს, გამოავლინოს საუკეთესო მიმწოდებლები, რათა მაქსიმალურად გაზარდოს კონკურენციის შანსები. შედეგად, რეკლამა ყველაზე ეფექტიანია მაშინ, როდესაც ტრანზაქციის სირთულე და ასიმეტრია საკმარისად მაღალია, რაც ართულებს საკომისიო სისტემის გამოყენებას.
მაგალითად AutoTrader, რომელიც არის მეორეული მანქანების ბაზარი, აკავშირებს როგორც მანქანის დილერებს, ასევე კერძო გამყიდველებს მომავალ მყიდველებთან. აქ კონკურენცია საკმაოდ რთულია. თითოეული მანქანა განსხვავებულია და მყიდველთა მოთხოვნებიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე, კლიენტებს ხშირად ავტომობილების პირადად შემოწმება ურჩევნიათ. კონკურენციაც რთულია, რადგან დილერული კომპანიები ერთმანეთს ეჯიბრებიან ხოლმე, ვის მეტი მყიდველი ჰყავს. ამის გამო, AutoTrader ფულს ორი გზით შოულობს – 1. კერძო გამყიდველების დროებითი რეკლამებით; 2. ფასიანი სარეკლამო პაკეტებით დილერებისთვის.
4.დამატებითი პროდუქტები
სხვა მონეტიზაციის მოდელებისგან განსხვავებით, დამატებითი პროდუქტი არ გამოიმუშავებს შემოსავალს ბაზართან წვდომის ან ურთიერთქმედების შედეგად. ის გულისხმობს დამოუკიდებელი პროდუქტის გაყიდვას საბაზრო ფასის გასაუმჯობესებლად.
მონეტიზაცია ბაზრებს აძლევს საშუალებას, გადატვირთონ ბაზრის ერთი მხარე მეორის გახსნამდე. ეს შესაძლებელია, როდესაც ასიმეტრია მაღალია და ბაზრის ერთი მხარე მაღალი ფასის პრობლემის წინაშე დგას. ამ დროს, დამოუკიდებელი პროდუქტი გაიყიდება ბაზრის ერთ მხარეს და ასე შეიქმნება შემოსავალი.
მაღალმა ასიმეტრიულობამ შეიძლება გამოიწვიოს ბაზრის სუსტი მხარისთვის ფინანსური არასტაბილურობა. ეს ხსნის ბაზარს ფინანსური მომსახურების მისაღებად, რაც ამსუბუქებს არსებულ დისბალანსს.
Docplanner-ის მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ დამატებითი პროდუქტების ჩამონათვალი ლიკვიდურობისთვის და მონეტიზაციისთვის. Docplanner თავის პროდუქტს ყიდის ექიმებზე, რათა დაეხმაროს მათ პაციენტების ჩანაწერების ციფრულ გაფორმებასა და ვიზიტბის დაგეგმვაში. ეს მიდგომა ექიმებს პაციენტების მოზიდვაში დაეხმარა, რადგან პაციენტებს საშუალება მიეცათ, ვირტუალურად დაეჯავშნათ შეხვედრები თავიანთ ექმიმებთან. ჯავშნებისგან კი მონეტიზაცია ხდებოდა.
5.წარმოებული პროდუქტები
წარმოებული პროდუქტები იყენებენ ქსელურ ჩართულობასა და ურთიერთქმედებას ისეთი აქტივების შესაქმნელად, რომლის პირდაპირი წარმოება და მონეტიზაცია შესაძლებელია. ეს კი ერთგვარად ბაზრის დაზვერვის ფორმას იღებს.
წარმოებული პროდუქტები იშვიათად გვხვდება ბაზრებე. ისინი ძირითადად გამოიყენება, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის ან ბრენდინგის ინსტრუმენტი.
მონეტიზაციის რუკა
ქვემოთ შეჯამებულია კავშირი ბაზრის მონეტიზაციის პოტენციურ მოდელებსა და შეზღუდვებს შორის:
დაბალი სირთულისა და ასიმეტრიის მქონე ბაზრებს აქვთ მონეტიზაციის მხოლოდ ერთი ვარიანტი – საკომისიო სისტემა. ეს მოიცავს ისეთ ბაზრებს, როგორებიცაა მაგალითად: Uber და Convoy. ხოლო ბაზრები, რომლებიც არ ავლენენ ამ ორივე მახასიათებელს, ჩვეულებრივ მეტი მოქნილობა ახასითებთ მონეტიზაციის მოდელებთან მიმართებით.
როდესაც მაღალია ასიმეტრიულობაც და სირთულეც, საკომისიო იცვლება paywall-ებზე – მხოლოდ მაღალი სირთულის საკომისიოებზე (Docplanner) ან უფრო მაღალი სირთულის paywall-ებზე.
რეკლამირების ამოქმედება ხდება სირთულისა და ასიმეტრიის უფრო ზომიერ დონეზე, რაც შეიძლება გამოიყენებოდეს ან კლასიფიცირებულად ან კომბინაციურად, ასევე მარტივი საკომისიოებით. დაბოლოს, დაბალი ასიმეტრიისა და მაღალი სირთულის მქონე ბაზრები (Upwork) ერთიანდება პრემიუმ საფეხურის საკომისიო სისტემასთან.
ზოგადად, ბაზრებს ყოველთვის შეუძლიათ, შექმნან ქსელის ეფექტიანობის ახალ-ახალი ფორმები, რათა შეცვალონ თავიანთი პროდუქტის ხასიათი. ეს მათ საშუალებას აძლევს, მემკვიდრეობით მიიღონ ახალი ქსელური თვისებები და შეცვალონ შეზღუდვები, რომლებიც საბოლოოდ ქმნიან მონეტიზაციას.