fbpx

Twitter მასკის მფლობელობაშია – რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

მასკმა

Twitter მასკის მფლობელობაშია – რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ?

,,მჯერა, რომ Twitter- აქვს პოტენციალი, მსოფლიოს მასშტაბით სიტყვის თავისუფლების [პრინციპების დაცვის] პლატფორმა გახდეს. სწორედ ამიტომ ჩავდე ინვესტიცია კომპანიაშითუმცა, მას შემდეგ, რაც ინვესტიცია განვახორციელემივხვდი, რომ ამჟამინდელი ფორმით კომპანია ვერც წარმატებას მიაღწევს და ვერც ამ საზოგადოებრივ აუცილებლობას მოემსახურებამე არ ვენდობი მენეჯმენტს და არ მჯერა, რომ საჯარო ბაზარზე საჭირო ცვლილებების განხორციელებას შევძლებეს არ არის მუქარა, უბრალოდ არ არის კარგი ინვესტიცია იმ ცვლილებების გარეშე, რომლებიც აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ეს ცვლილებები კი კომპანიის პრივატიზაციის გარეშე არ მოხდება’’, – ვკითხულობთ ილონ მასკის მიერ დაწერილ, Twitter-ის საბჭოს თავმჯდომარის, ბრეტ ტეილორისთვის განკუთვნილ წერილში, რომლითაც მან კომპანიის დარჩენილი აქციების (მიმდინარე წლის 14 მარტს მან Twitter-ის 9,2%-იანი წილი იყიდა) შესყიდვის სურვილი გამოთქვა.

კომპანიამ შეთავაზება მიიღო, ის მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ხელში გადავიდა და, შესაბამისად, გაჩნდა კითხვაც – როგორ აპირებს ილონ მასკი Twitter-ის შეცვლას? ცხადია, სოციალურ ქსელში კონკრეტული ცვლილებების დანახვამდე მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია. თუმცა, თუ მასკის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში და შესყიდვის დადასტურების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებს დავეყრდნობით, რამდენიმე ძირითადი მიმართულების გამოყოფას შევძლებთ და დაახლოებით წარმოდგენასაც შევიქმნით იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ველოდოთ პლატფორმაზე ახლო ან შორეულ მომავალში.

,,სიტყვის თავისუფლება დემოკრატიის საფუძველი, ხოლო Twitter არის ქალაქის ციფრული საჯარო მოედანი, რომელშიც კაცობრიობის მომავლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხები განიხილება.

მინდა, რომ პროდუქტში ახალი ფუნქციების დამატები, ნდობის გასაზრდელად ალგორითმების გასაჯაროებით, სპამბოტების გაუქმებითა და ყველა ადამიანის ავთენტიფიკაციით Twitter იმაზე უკეთესი გავხადო, ვიდრე ის ოდესმე იყო. მას დიდი პოტენციალი აქვს – მოუთმენლად ველი კომპანიასთან და მომხმარებლებთან მუშაობას მისთვის გასაქანის მისაცემად’’, – თქვა მასკმა შესყიდვის წინადადების დადასტურების შემდეგ.

მასკის საბოლოო განცხადებიდან იკვეთება, რომ იგი ყურადღებას ოთხ ძირითად საკითხზე – სიტყვის თავისუფლებზე, ალგორითმის გასაჯაროებაზე, სპამბოტების გაუქმებასა და ადამიანების ავთენტიფიკაციაზე – გაამახვილებს.

სიტყვის თავისუფლება

Twitter-ზე არსებული სიტყვის თავისუფლების შესახებ ილონ მასკი არც თუ ისე ცოტა ხანია საუბრობს. ჯერ კიდევ კომპანიის აქციების შეძენამდე, მიმდინარე წლის 25 მარტს, მან სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ,,სიტყვის თავისუფლება აუცილებელია დემოკრატიისთვის’’ და იკითხა – ,,მიიჩნევთ, რომ Twitter მკაცრად იცავს ამ პრინციპს?’’, თანაც გამომწერებს მოუწოდა, რომ დაკვირვებით მიეცათ ხმა, რადგან ამ გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვანი იქნებოდა. აღნიშნულ კითხვაზე მომხმარებელთა თითქმის 71%-მა უარყოფითი პასუხი დააფიქსირა. ამგვარი რეზულტატის შემდეგ, ილონ მასკმა ახალი ტვიტი განათავსა.

,,იმის გათვალისწინებით, რომ Twitter დე ფაქტო ქალაქის საჯარო მოედანია, მის მიერ სიტყვის თავისუფლების პრინციპების შეუსრულებლობა ძირს უთხრის დემოკრატიას. რა უნდა გაკეთდეს?’’, – წერდა იგი.

მასკის მიერ კომპანიის შეძენის შემდეგ გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ  სოციალურ ქსელში სიტყვის აბსოლუტური თავისუფლების მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამკვიდრების შემთხვევაში, შესაძლოა პრობლემები წარმოიქმნას ისეთ ქვეყნებში, რომლებიც სიძულვილის ენასა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ზღუდავენ. თუმცა, მილიარდერმა არსებული გაუგებრობა კრის ანდერსონთან, TED-ის ინტერვიუში გაფანტა და აღნიშნა, რომ Twitter ქვეყნის კანონებს უნდა შეესაბამებოდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით სულ რამდენიმე საათის წინ მან სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადებაც გაავრცელა.

სიტყვის თავისუფლებაში ვგულისხმობ იმას, რაც კანონთან არის შესაბამისობაში. წინააღმდეგი ვარ ისეთი ცენზურის, რომელიც კანონს სცილდება. თუ ადამიანებს სიტყვის ნაკლები თავისუფლება მოუნდებათ, ისინი მთავრობას შესაბამისი კანონების მიღებას სთხოვენ. აქედან გამომდინარე, კანონის მიღმა გასვლა ხალხის ნებას ეწინააღმდეგება’’, – თქვა მან.

ღია ალგორითმი

მიმდინარე წლის 24 მარტს ილონ მასკმა Twitter-ზე სოციალური ქსელის ალგორითმის შესახებ გააკეთა განცხადება.

,,შეშფოთებული ვარ „Twitter-ის ალგორითმის“ ფაქტობრივი მიკერძოებით, რომელიც საზოგადოებრივ დისკურსზე ძლიერ გავლენას ახდენს. როგორ უნდა გავიგოთ, რა ხდება სინამდვილეში?”, – წერდა მასკი.

ამავე დღეს მან გამოკითხვაც განათავსა იმის შესახებ, უნდა იყოს თუ არა ამ სოციალური მედიის ალგორითმი ღია წყარო. აღნიშნულ შეკითხვას მომხმარებელთა თითქმის 83%-მა დადებითი პასუხი გასცა.

როგორც იკვეთება, მასკის შეშფოთების ერთ-ერთი საგანი არის სარეკომენდაციო ალგორითმები, რომლებიც ზოგიერთ ტვიტსა და ანგარიშს პოტენციურად მიკერძოებული გზით უფრო ფართოდ ავრცელებენ, ზოგს კი – პირიქით. აღსანიშნია, რომ ის Twitter-ის ალგორითმული დახარისხების სისტემების Github-ზე განთავსების შესახებაც საუბრობდა. ამ გზით, ყველა ადამიანს შეეძლებოდა კოდის ნახვა და კომენტარის საჯაროდ გაკეთება, რაც ,,ყველაზე პოპულარული ტვიტების’’ რეიტინგის სისტემის მუშაობის პრინციპებს უფრო გასაგებს გახდიდა.

თაღლითობის აღმოფხვრა

მასკის თქმით, ბოტების არმიები Twitter-ზე არსებული ყველაზე გამაღიზიანებელი პრობლემაა. გასაკვირი არ არის, რომ მას აღნიშნული საკითხი აწუხებს, რადგან მილიარდერი თავადაც არაერთხელ გამხდარა კრიპტოთაღლითების სამიზნე და მსხვერპლი.

აღსანიშნია, რომ ამჟამად Twitter ყალბ ანგარიშებს შლის და კრძალავს ისეთ ქცევებს, როგორიცაა თუნდაც რამდენიმე ანგარიშიდან იდენტური ან მსგავსი ტიპის ტვიტების ერთდროულად გამოქვეყნება. თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიის მიერ ამ დრომდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გზით აპირებს მასკი სპამბოტებისა და თაღლითების სოციალური ქსელიდან საბოლოოდ მოშორებას.

ადამიანების ავთენტიფიკაცია

შეიძლება ითქვას, რომ მასკის მიერ გაკეთებული განცხადების ყველაზე ბუნდოვანი ნაწილი ყველა ადამიანის ავთენტიფიკაციის საკითხია. ამასთან დაკავშირებით მან შესყიდვის დადასტურებამდეც კი გააკეთა მსგავსი განცხადება, თუმცა არ დააკონკრეტა, ავთენტიფიკაციის მიზანი ან ის, თუ როგორ განხორციელდება.

,,თუ ილონ მასკის შეთავაზება წარმატებით დასრულდება, ის ყურადღებას რეალური პრობლემების მოგვარებაზე გაამახვილებს. პლატფორმის ალგორითმს გაასაჯაროებს, თაღლით ბოტებს მოაშორებს, რედაქტირების ფუნქციონალს [დაამატებს], სიტყვის თავისუფლებას მკაცრად დაიცავს, ვერიფიკაციის უფრო მარტივი პროცესს [დანერგავს]’’,წერდა სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი, რომელსაც ილონ მასკმა გასცა მოკლე პასუხი – ,,დიახ’’.

აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველა რეალური ადამიანის ვერიფიკაციაში მასკი პროცესის გამარტივებას გულისხმობდა. თუმცა, როგორ – ამას უკვე სამომავლოდ გავიგებთ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post