fbpx

Mastercard რუსეთს შეზღუდვებს უწესებს

Mastercard

Mastercard რუსეთს შეზღუდვებს უწესებს

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ Mastercard-მა თავისი გადახდის ქსელიდან მრავალი რუსული ფინანსური ინსტიტუტი დაბლოკა. აშშ-ს საკრედიტო ბარათების კომპანიამ არ დააკონკრეტა თუ რომელი ინსტიტუტები შეზღუდა, მაგრამ განაცხადა, რომ რეგულაციების შესაბამისად ისიც გააგრძელებს მოქმედებას.

ამ ყველაფერს წინ უძღოდა უკრაინის ეროვნული ბანკის გუბერნატორის, კირილო შევჩენკოს მოწოდება, რომ Mastercard-სა და Visa-ს შეეჩერებინათ რუსული ბანკების მიერ გაცემული საკრედიტო და სადებეტო ბარათების ტრანზაქციები.

Mastercard-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ მიბეჩმა განაცხადა, რომ კომპანია გაძლიერებულ მზადყოფნაშია კიბერშეტევების წინააღმდეგ.

„ჩვენი კიბერ და დაზვერვისა და კორპორატიული უსაფრთხოების გუნდები მუშაობენ მთავრობებთან და პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, რათა უზრუნველყონ ჩვენი სისტემების სტაბილურობა, მთლიანობა და გამძლეობა,“ – თქვა მან განცხადებაში. „ჩვენ მზად ვართ აქტიური მონიტორინგისა და კიბერთავდასხმებზე სწრაფი რეაგირებისთვის, რომლის საფრთხეც მნიშვნელოვნად გაიზარდა დღევანდელ გარემოში.”

Mastercard-მა ასევე დადო პირობა, რომ უკრაინას ჰუმანიტარული დახმარებისთვის 2 მილიონ დოლარს გამოყოფს. ”რუსული სამხედრო ძალების შეჭრა გასული კვირის განმავლობაში დამანგრეველი იყო უკრაინელი ხალხისთვის,” – თქვა მიებახმა.

აქვე გეტყვით, რომ ცალკე, Visa Inc-მა (V.N) განაცხადა, რომ ის იღებს ზომებს სანქციების დაცვის უზრუნველსაყოფად და ასევე დაიცავს ნებისმიერ დამატებით სანქციას, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post