fbpx

ცხოვრებისეული რჩევები მაქს ლევჩინისგან

მაქს ლევჩინი

ცხოვრებისეული რჩევები მაქს ლევჩინისგან

მაქს ლევჩინი არის სან ფრანცისკოში დაფუნძებული სტარტაპის Affirm, თანადამფუძნებელი. Affirm  ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ოპერირებს და თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შეძენილი საქონლის საფასური ყიდვისთანავე სრულად არ დაფაროს, არამედ – ეტაპობრივი შენატანებით გადაიხადოს.
Affirm-ამდე მაქსი PayPal-ის თანადამფუძნებელი და ტექნიკური დირექტორი იყო. შემდეგ კი მან Yelp-ში ჩადო ინვესტიცია და 11 წლის განმავლობაში მას თავმჯდომარეობდა. მაქსმა ასევე დააარსა და იყო Slide-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც Google-მა 182 მილიონ დოლარად შეიძინა და სულ მალე, 2002 წელს, როდესაც ის სულ რაღაც 26 წლის იყო, MIT Technology Review-მ მას “წლის ნოვატორის” ტიტული მიანიჭა.

მისი ამ მრავალფეროვანი გამოცდილებიდან გამომდინარე კი, ლოგიკურია, რომ მაქსს ბევრი ადამიანი ეკითხება რჩევას. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, მისი რამდენიმე ცხოვრებისეული რჩევა თქვენც გაგიზიაროთ.

წიგნები და ფილმები, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მაქს ლევჩინზე

ერთ-ერთი პირველი საკითხი, რომელსაც მაქსი ეხება არის წიგნები და ფილმები. ისინი ხომ ადამიანის მსოფლმხედველობაზე დიდ გავლენას ახდენენ და სწორედ ამიტომ, მაქსი ასახელებს სწორედ იმ ნაწარმოებებსა და ფილმებს, რომლებმაც ერთგვარად შეცვალა მისი ცხოვრება.

პირველი არის მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, რომელიც, მისი თქმით, გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მხატვრული ნაწარმოებია. ესაა მოკლე რომანი, გამორჩეული თავისი განსაკუთრებული სიღრმით, რომელიც იკვლევს ყველაფერს ქრისტიანული ფილოსოფიის საფუძვლებიდან დაწყებული მე-20 საუკუნის საბჭოთა სოციალიზმის სულის გამანადგურებელი ფანტასტიკური (და მხიარული) სატირით.

სამსახურში ჩემს სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის არის რამდენიმე ეგზემპლარი, იმ შემთხვევაში, თუ ვინმეს მოუნდება მისი თხოვება.

შემდეგ უკვე ის ასახელებს კუროსავას ფილმს – კლასიკურ „შვიდ სამურაის“, რომელიც მაქსს 100-ზე მეტჯერ აქვს ნანახი. მაქსი ამ ფილმის ნახვას ურჩევს ახალ მენეჯერებსა და აღმასრულებელ დირექტორებს, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ის ფუნდამენტურად ეხება ლიდერობას.

ჩემთვის ეს მარადიული ისტორია თითქმის სრულყოფილი მეტაფორაა სტარტაპებისთვის.

საყვარელი ციტატები/გამონათქვამები

“თუნდაც არსებობდეს რაიმე ეჭვი, რეალურად ის არ არსებობს,“ – ამ სტრიქონს მაქსი ამერიკელი დრამატურგისგან, დევიდ მამეტისგან სესხულობს. ეს ფრაზა მისთვის ერთგვარად იმის დადასტურებაა, რომ უკუვაგდოთ ჩვენი ეჭვები ყოველთვის და მალევე შევძლოთ გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ბრძოლასა და ბიზნესში; მისი აზრით, სწორედ ესაა ჭეშმარიტი გზა, ვენდოთ ჩვენს გულებს.

“განსხვავება მოგებასა და წაგებას შორის ყველაზე ხშირად არდანებებაა,” – უოლტ დისნეის ეს ცნობილი ფრაზა ნებისყოფის საკითხს ეხება და ის მნიშვნელოვნად ეხმიანება ბიზნეს სფეროს. „ერთადერთი პროგნოზირებადი რამ სტარტაპებთან დაკავშირებით არის მათი არაპროგნოზირებადობა, და იმისთვის, რომ სტარტაპი წარუმატებელი იყოს, ყურადღებისა და ნებისყოფის სულ მცირედად მოდუნებაც კი საკმარისია. სწორედ ამიტომ, ისინი, ვინც არ ნებდებიან, აღწევენ წარმატებას,“ – ამბობს მაქსი.

მაქსის მესამე ყველაზე საყვარელი ფრაზა ველოსიპედისტ იენს ვოიგტის ეკუთვნის – „როცა ფეხები მტკივა, მე ვამბობ: „გაჩუმდი, ფეხებო! გააკეთე ის, რასაც გეტყვი!”. როგორც მაქსი ყვება, ეს ადამიანი ცნობილია თავისი მზადყოფნით, დაუღალავად იმუშაოს საკუთარ თავზე, რაც არ უნდა დაღლილი ან ტრავმირებული იყოს.

სტარტაპის შექმნა გამძლეობის სპორტია და სწორედ ამიტომ, იენსის ეს ფრაზა, ვფიქრობ, ძალიან შეეფერება დამწყები ბიზნესების სამყაროს.

„მოძებნეთ პარტნიორი, რომლის მოხიბვლასაც  ყოველდღიურად შეეცდებით და ასევე, ისიც შეეცდება თქვენზე შთაბეჭდილების მოხდენას,“ – მაქსის აზრით,  საუკეთესო, ყველაზე მდგრადი პარტნიორობა ბიზნესში (და ცხოვრებაში) იმ ადამიანებს შორის წარმოიშვება, რომლებიც ერთად მუდმივად იზრდებიან და ვითარდებიან.

თუ ადამიანი, რომელსაც პარტნიორად ირჩევთ, სწავლასა და საკუთარი თავის სრულყოფას მუდმივად ცდილობს, თქვენც გაგიჩნდებათ ყოველივე ამის სურვილი.

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განვითარებული ახალი რწმენები და  ჩვევები, რომლებმაც მაქსის ცხოვრება გააუმჯობესა 

მაქსი ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი კარგი ჩვევა, რომელიც ბოლო პერიოდში შეიძნა, მისსავე ძლიერ მხარეებზე ფოკუსირებაა. მან გააცნობიერა, თუ რა დიდ ბედნიერებას ანიჭებდა PayPal-ში მუშაობა იმ პერიოდში, სანამ ის ძალიან ცნობილი გახდებოდა და სხვა კომპანიის მფლობელობის ქვეშ მოექცეოდა. ახლა ის იმავეს განიცდის Affirm-ში და კმაყოფილია, რომ აკეთებს იმას, რისი კეთებაც სიამოვნებს თავისთვის, დამოუკიდებლად და სწორ მიმართულებას აძლევს თავის

რჩევა სტუდენტებს, თუ როგორ ეზიარონ რეალურ სამყაროს

ჩემი რჩევაა, გარისკონ ახლა. უპირატესობები, რაც კოლეჯის სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს აქვთ, არის მათი ახალგაზრდობა, სწრაფვა, მნიშვნელოვანი ვალდებულებების ნაკლებობა და, რაც მთავარია, კომფორტის ნაკლებობა, რომელსაც ადამიანი დროთა განმავლობაში იძენს. ამ პერიოდში არაფერია დასაკარგი, პირიქით – ყველაფრის მოპოვება ამ ასაკშია შესაძლებელი. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სტუდენტებმა ახლავე გარისკონ!

მისივე თქმით, მან საქმიანობა 20 წლიდან დაიწყო და უამრავი მარცხიც იგემა. თუმცა, ის მზად იყო, იმდენჯერ ეცადა, რამდენჯერაც საჭირო იქნებოდა გასამარჯვებლად. მსგავსი შეცდომებით კი ყველაზე უფრო კარგი გამოცდილება მიიღო. მისივე თქმით, სწორედ ამიტომაა საჭირო, გამოვიდნენ ახალგაზრდები კომფორტის ზონიდან და რეალური სამყაროს სირთულეებს შეეჭიდონ – მანამ, სანამ მართლაც არაფერი აქვთ დასაკარგი.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post