fbpx

Messenger-ში გადასახადის გაყოფა შესაძლებელი ხდება

Messenger

Messenger-ში გადასახადის გაყოფა შესაძლებელი ხდება

რესტორნის ანგარიშის თუ მოგზაურობის ხარჯების გაყოფა სამეგობროსთვის ყოველთვის დამღლელ პროცესს წარმოადგენს ხოლმე. Meta კი უკვე ცდილობს, Facebook Messenger-ის მეშვეობით ინდივიდებს გადასახადის გაყოფა გაუადვილოს. რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ Messenger-ს თანხის გაყოფის ფუნქცია (Split Payments) ემატება. ცნობილია, რომ ეს ფუნქცია გარკვეული პერიოდის განმავლობაში იტესტებოდა და ახლა კი მისი გამოყენება ყველას მარტივად შეუძლია. იგი, სავარაუდოდ, იდეალური იქნება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც რაიმეს ფასს ანაწილებთ ორ ან მეტ ადამიანზე.

თავდაპირველად თქვენ ან თქვენს მეგობრებს გადახდის გაყოფის ფუნქცია გადახდის დეტალებს (სადებეტო ან საკრედიტო ბარათი ან Paypal) მოგთხოვთ.

ამ ფუნქციის გამოსაყენებლად, თავდაპირველად ის ადამიანები, ვისთანაც იყოფთ გადასახადს, ერთ ჯგუფში უნდა გააწევრიანოთ. შემდეგ დააჭიროთ პლუსის ღილაკს მესენჯერის ქვედა მარცხენა კუთხეში და აირჩიოთ “გადასახადების გაყოფა”. შემდეგ უკვე შეგიძლიათ, აირჩიოთ, გსურთ თუ არა გადახდების გაყოფა ჯგუფში ყველასთან, თუ გამორიცხავთ ზოგიერთ ჯგუფის წევრს (მათ შორის, თქვენ თავსაც). შემდეგ მოგეთხოვებათ შეიყვანოთ გადასახადის მთლიანი თანხა. შემდეგ ფუნქცია ავტომატურად ანაწილებს ხარჯებს თქვენ მიერ შერჩეულ ჯგუფის წევრების რაოდენობაზე. თუ ერთ ან მეტ ადამიანს ოდნავ მეტის გადახდა უწევს, თქვენ ასევე შეგიძლიათ ხელით შეიყვანოთ სხვა თანხა.

საინტერესოა, რომ Meta ამ ნაბიჯით ერთგვარ კონკურენციას უწევს გადახდის სხვა აპლიკაციებს. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ადამიანი უკვე იყენებს მესენჯერს ჯგუფური აქტივობების კოორდინაციისთვის, შეტყობინებების აპლიკაციას შეიძლება მალე დიდი უპირატესობა ჰქონდეს მათთან შედარებით.

აქვე გეტყვით, რომ მესენჯერის გადასახადების გაყოფის შესაძლებლობა ამჟამად მხოლოდ აშშ-ში იქნება ხელმისაწვდომი და ჯერჯერობით უცნობია, როდის ისარგებლებენ სხვა ქვეყნები ამ ფუნქციით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post