fbpx

Meta – ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

Meta – ყველაფერი, რაც უნდა იცოდე

ბოლო პერიოდში ხშირად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Facebook რებრენდინგს გეგმავდა და ეს დროც დადგა.

ბევრი ადამიანი აღნიშნულს საზოგადოებაში ბრენდის მიმართ გაზრდილ უარყოფით დამოკიდებულებას უკავშირებდა და ფიქრობდა, რომ სწორედ ამ ნეგატივის გადასაფარად აპირებდა Facebook რებრენდინგს. ზოგიც კი თვლიდა, რომ უკვე დრო იყო შექმნილიყო ერთი დედა კომპანია, რომელიც არ იქნებოდა კონკრეტულად რომელიმე ერთი პროდუქტის სახელის მატარებელი და თანაბრად წარმოაჩენდა ორგანიზაციის პროდუქტებსა და სერვისებს (ზუსტად ისე, როგორც Google-ს, Youtube-სა და Gmail-ს აერთიანებს კომპანია Alphabet).

უმცა, რეალურად, Facebook-ის რებრენდინგი გაცილებით დიდი რააღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ იმიჯისა და სახელის ცვლილება.

როგორც ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, ეს არა პროდუქტ Facebook-ის, არამედ იმ დიდი კომპანიის რებრენდინგია, რომელიც Facebook-ს, Instagram-ს, Whatsapp-სა და სხვა პროდუქტებს აერთიანებს. შესაბამისად, Meta არის ახალი ბრენდი და ის Facebook-ის ქუდის ქვეშ შემავალ აპლიკაციებსა და ტექნოლოგიებს მოიცავს. Meta-ს მთავარი მიზანი კი იქნება მეტავერსიის შექმნა, რომლის საშუალებითაც ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირებას შეძლებენ, ბიზნესები კი განვითარებას.

რა არის მეტავერსი

ეტავერსი – ანუ ურთიერთდაკავშირებული ციფრული სივრცის ნაკრებისაშუალებას გაძლევგააკეთო ის, რასაც ფიზიკურ სამყაროში ვერ აკეთებ. ეს არის VR და AR ტექნოლოგიების საშუალებით ალტერნატიული ინტერნეტის განვითარება; რაც იმას ნიშნავს, რომ სტატიკურ 2D ვიზუალებს გაცდები და თავს უფრო რეალურ და სივრცულ 3D ვიზუალში ამოყოფ.

მეტავერსში ბევრი რამ დამოკიდებული იქნება VR ხელსაწყო Oculus-ზე, რომელიც 2014 წელს Facebook-მა 2 მილიარდ დოლარად შეიძინა.

,,ჰოლოგრამის საშუალებით ტელეპორტირებას შეძლებთ და მყისიერად აღმოჩნდებით ოფისში მგზავრობის გარეშე, მეგობრებთან ერთად კონცერტზე ან თუნდაც, მშობლების მისაღებ ოთახში. ეს, საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, მეტ შესაძლებლობას მოგცემთ. თქვენ შეგეძლებათ, რომ მეტი დრო დახარჯოთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია; ასევე, შეამციროთ საცობში ყოფნის დრო და ნახშირბადის კვალი’’, – ნათქვამია მარკ ზაკერბერგის გამოქვეყნებულ სტატიაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ Meta დამოუკიდებლად ვერ შეძლებს ვირტუალური რეალობის სრულად გამართვას და ამისთვის საჭირო იქნება მრავალი კონტენტის შემქმნელი ადამიანი.

ამის გარდა, კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, საწყის ეტაპზე ის $50 მილიონიან ინვესტიციას ჩადებს პროგრამებსა და გარე კვლევებში. ამის ფარგლებში კომპანია ითანამშრომლებს ინდუსტრიულ პარტნიორებთან, სამოქალაქო უფლებების დამცველ ჯგუფებთან, მთავრობებთან, არაკომერციულ და აკადემიურ ინსტიტუტებთან, რათა განისაზღვროს ტექნოლოგიის პასუხისმგებლობით შექმნისა და განვითარების გზა.

Connect 2021 – სიახლეები

მეტავერსის პროექტის სრულად ჩაშვება ჯერ კიდევ შორს არის, მაგრამ მისი ზოგიერთი ნაწილი უკვე მზადაა და კიდევ უფრო მეტი ჰორიზონტზეა.

28 ოქტომბერს გამართულ კონფერენციაზე მარკ ზაკერბერგმა ისაუბრა იმ პროდუქტებზე, რომლებზეც კომპანია მუშაობს და დააანონსა სამომავლო გეგმები, რომლებიც მეტავერსიის სრული სოციალური პოტენციალის რეალიზებას შეუწყობენ ხელს. კონფერენციაზე წარმოდგენილი სიახლეები კი ასე გამოიყურება:

1.Horizon Home – სოციალური მედიის გაფართოებული რეალობა, რომლის საშუალებითაც ჩვენ მეგობრებთან ერთად გართობას, ჯგუფურ ზარებს, ვიდეოების ერთობლივად ყურებასა და თამაშს შევძლებთ. ამისთვის კი Oculus-ის გამოყენება იქნება საჭირო.

2.Messenger calls in VR – ამ პროდუქტის განსავითარებლად 2021 წლის დასაწყისში მესენჯერში VR ტექნოლოგიის მხარდაჭერის ჩაშენება გახდა საჭირო, რაც დღეს უკვე საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთს გაფართოებულ რეალობაში ვესაუბროთ.

3.Gaming – კონფერენციაზე გეიმინგ მიმართულებითაც რამდენიმე საინტერესო განახლება დაანონსდა. კომპანიის თქმით, ლეგენდარული Grand Theft Auto: San Andreas-ს Quest 2-ისთვის დამუშავების პროცესშია. ასევე, ყურადღება გამახვილდა Vertigo Games-სთან პარტნიორობასა და ახალ ღონისძიებებზე VR battle royale POPULATION: ONE-ისთვის.

4.Fitness – სულ მალე Quest 2 სპორტული დარბაზის ერთგვარი აღჭურვილობა გახდება. მომავალ წელს კომპანია აქსესუარების ახალი კომპლექტის, Active Pack-ის ჩაშვებას გეგმავს. სიახლე მოიცავს Touch controller-ების ახალ სახელურებსა და ვარჯიშისთვის ოპტიმიზებულ სახის ინტერფეისს.

ამის გარდა, წლის ბოლომდე Supernatural-ის ახალი Boxing რეჟიმი, FitXR ფიტნეს სტუდია და Player 22 by Rezzil-ში ხელით კონტროლირებადი წონის ვარჯიშები იქნება ხელმისაწვდომი.

5.The future of work – კომპანიის თქმით, ისინი მალე Quest for Business-ის ტესტირებას დაიწყებენ. აღნიშნული იქნება სპეციალურად ბიზნესებისთვის შექმნილი ფუნქციების ერთგვარი ნაკრები, რომელზე წვდომაც Quest 2-ით ექნება მომხმარებელს.

ახალი პროდუქტი საშუალებას მოგცემს, Quest 2-ში სამუშაო ანგარიშით შეხვიდე და პირადი Facebook ანგარიშის გამოყენების გარეშე, გქონდეს წვდომა ისეთ აპლიკაციებზე, როგორებიცაა Horizon Workrooms და Gravity Sketch.

2021 წელს Quest for Business-ის შეზღუდული ბეტა ვერსია ჩაეშვება, რომელიც 2022 წელს დამატებით მომხმარებლებზე გაფართოვდება და ყველა ბიზნესისთვის 2023 წელს გახდება ხელმისაწვდომი.

ამის გარდა, ისეთი სერვისები, როგორებიცაა Slack, Dropbox, Facebook, Instagram და სხვები მალე VR-ში იქნება ხელმისაწვდომი. ისინი Horizon Home-ში 2D აპლიკაციებად იქნება წარმოდგენილი.

დაბოლოს, კომპანიამ წარმოადგინა ახალი პერსონალური სამუშაო სივრცე Horizon Home-ში, სახელწოდებით Studio. ოდნავ მოგვიანებით კი Horizon Workrooms-ში დაემატება ფუნქცია, რომელიც სხვადასხვა სამუშაო გარემოს არჩევის საშუალებას მოგცემს.

6.Presence Platform – ეს არის მანქანური აღქმისა და AI შესაძლებლობების კომპლექტი. ის დეველოპერებს საშუალებას მისცემს შექმნან უფრო რეალისტური შერეული რეალობა, ინტერაქცია და ხმოვანი გამოცდილებები, რომლებიც შეუმჩნევლად გააერთიანებენ ვირტუალურ კონტენტს მომხმარებლის ფიზიკურ სამყაროსთან.

როგორც Presence Platform-ის ნაწილი, კომპანიამ ასევე წარმოადგინა Interaction SDK და Voice SDK

7.Project Cambria – აღნიშნული VR მოწყობილობა მომავალ წელს გახდება ხელმისაწვდომი. კომპანიის თქმით, ის არ იქნება არც Quest 2-ის შემცვლელი და არც Quest 3. Project Cambria იქნება მაღალი ღირებულებისა და ფასის მქონე უახლესი ტექნოლოგიებით დატვირთული მოწყობილობა.

8.Spark AR updates – კომპანია ასევე მუშაობს ახალ ინსტრუმენტებზე, რომლებიც Spark AR-ის შემქმნელებს შეუძლიათ გამოიყენონ ციფრული ობიექტების ფიზიკურ სამყაროში განსათავსებლად, რათა ადამიანებს მათთან რეალისტური, სიღრმისეული ურთიერთობის საშუალება ჰქონდეთ.

ხოლო იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს AR კონტენტში წვლილის შეტანა, კომპანიამ შექმნა ახალი აპლიკაცია Polar. ის ხელოვნებაში, დიზაინსა თუ პროგრამირებაში გამოუცდელ ადამიანებს AR კონტენტის შექმნაში დაეხმარება.

9.Educational investmentგართობისა და სოციალური გამოცდილების გარდა, მეტავერსია რადიკალურად გარდაქმნის ჩვენს სწავლების პროცესს. კომპანიის თქმით, ამ ყველაფრისთვის ნიჭიერი ადამიანები და მათი დატრენინგებაა საჭირო, რისთვისაც მან $150 მილიონი აშშ დოლარის ინიციატივა წარმოადგინა.

გამოხმაურება ფორუმებზე

რა თქმა უნდა, სიახლეს ფორუმებზეც გამოეხმაურა საზოგადოება. მათი უმეტესობის რეაქცია დადებითი არ ყოფილა – ზოგიერთი ადამიანი სიახლეს Black Mirror-ის რეალურ ცხოვრებაში გადმოტანად აფასებს, ზოგი კი მარკ ზაკერბერგის რეპუტაციის უფრო მეტად შელახვაზე საუბრობს.

ამის გარდა, მომხმარებლების უმეტესობას გაუჩნდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, კომპანია უფრო მარტივად ხომ არ შეძლებს მეტი მონაცემის შეგროვებას თუნდაც ჩვენს ქცევებზე, მიმიკებსა და ა.შ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post