Metaverse-ის ეკონომიკა 2030 წლისთვის $13 ტრილიონს მიაღწევს
მას შემდეგ, რაც გასულ წელს ფეისბუქი Meta-ს სახელით შეიცვალა, Metaverse-ის კონცეფციამ გიგანტური ნაბიჯი გადადგა. გლობალური ფირმები, მათ შორის ბევრი ფინანსური სერვისების მქონე კომპანიები, ცდილობენ, გაიგონ, ვირტუალურ სამყაროში გადასვლა როგორ იმოქმედებს ეკონომიკასა და მათ ბიზნესზე.
186 გვერდიან მოხსენებაში, სახელწოდებით „მეტავერსი და ფული, მომავლის გაშიფვრა“, Citi-მ თამაშის ტოკენებიდან დაწყებული, კრიპტოთი და სტაბილური მონეტებით დამთავრებული, ყველა საჭირო საკითხი განიხილა თავის მოხსენებაში.
მასში ნათქვამია, რომ Metaverse-ს ეკონომიკამ, რომელიც მოიცავს კომერციას, ხელოვნებას, მედიას, რეკლამას, ჯანდაცვასა და სოციალურ თანამშრომლობას, 2030 წლისთვის შეიძლება 13 ტრილიონ დოლარს მიაღწიოს.
ამ უზარმაზარ ბაზარს ფულის განსხვავებული ხედვა დასჭირდება, ამბობს Citi: „აღნიშნული განმარტება იმისა, თუ რა ითვლება ფულად Open Metaverse-ში, ასევე, სავარაუდოდ, ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც დღეს რეალურ სამყაროში ითვლება ფულად. მოსალოდნელია, რომ მეტავერსში კრიპტოვალუტის სხვადასხვა ფორმები იქნება დომინანტი.”
ანგარიშში მოყვანილია Second Life-ის მაგალითი, ვირტუალური სამყარო, რომელიც 2003 წელს გაჩნდა და რომლის მშპ-ც 2021 წლისთვის 650 მილიონი დოლარი იყო, ვირტუალური საქონლის, უძრავი ქონებისა და სერვისების 345 მილიონი ტრანზაქციებით. Second Life-მა შეიმუშავა მსოფლიო ვალუტა, ლინდენი დოლარი, რომელიც ნაწილობრივ ტრანზაქციის ხარჯების შესამცირებლად დაინერგა.
თუმცა, Second Life არის ცენტრალიზებული პლატფორმა და იმისთვის, რომ Metaverse-მა ალტერნატიული ეკონომიკა შექმნას, ის მოითხოვს ფულის იმ ფორმატებს, რომლებიც ნამდვილად დეცენტრალიზებული და შემოწმებადია.
ისინი ამტკიცებენ, რომ საფულეები, როგორიცაა Apple Pay და Google Pay, სავარაუდოდ გააფართოვებს გადახდის ტიპების დიაპაზონს დეცენტრალიზებულ სამყაროში ვარიანტების სრულად ინტეგრირებისთვის ისე, რომ ჩვეულებრივ მომხმარებლებს Web3-ის სირთულეებთან შეჭიდება არ მოუწევთ.