fbpx

მეტავერსი შენს ბრაუზერში – სარა გუო

მეტავერსი შენს ბრაუზერში – სარა გუო

ინტერნეტ ქსელი უდავოდ ხალხის დასაკავშირებლად შეიქმნა მსოფლიოს მასშტაბით. 50 წლიანი ინოვაციების, მათი ათვისების და მასშტაბური გამოყენების შემდეგ, ინტერნეტში ჩვენი ინტერაქცია კიდევ მეტად გაიზარდა, თუმცა, ადამიანური ურთიერთობები უპირატესია.

 

Web3-ი სწრაფად ქმნის ახლებურ გამოთვლით პარადიგმებს, საიდენტიფიკაციო სქემებს, საორგანიზაციო სტრუქტურებს. ინტერნეტი, როგორც მისი ამჟამინდელი, ასევე ბლოკჩეინზე მომუშავე ვერსია, მალე რადიკალურად განაახლებს ადგილისა და ყოფნის შესახებ ინფორმაციას მომხმარებლებზე.

ციფრულ სამყაროში ვხვდებით ახალადდამკვიდრებულ ტერმინს: “მეტავერსი”, რაც არის  ვირტუალურ სამყაროსთან დაკავშირებული პროცესები, რომლებსაც სამომავლოდ უდიდესი გავლენა ექნება რეალობაშიც.

გარკვეულწილად, ჩვენ უკვე დიდ დროს ვატარებთ ონლაინ. ვსაუბრობთ ინტერნეტის საშუალებით, ვუყურებთ ონლაინ სტრიმინგებსა და სხვადასხვა ვიდეოს, შეგვიძლია ფორმალური შეხვედრაც კი ჩავატაროთ ონლაინ და ა.შ აქედან გამომდინარე, ყველა აღნიშნული პროცესი: საკომუნიკაციო და ბრაუზერული ტექნოლოგიების ცენტრალიზება, ციფრული ინვენტარის პორტაბელურობა და ზოგადად, საზოგადოების სრული კოორდინაცია ციფრულ სქემაში კიდევ უფრო მეტ ცვლილებას მოიტანს ონლაინ სივრცეების მეტად განვითარების მიზნით.

დღეს ჩვენ მოხარულნი ვართ გამოვაცხადოთ, რომ ვხელმძღვანელობთ $5 მილიონიან რაუნდს პორტალებში, ინვესტიციებს ვაკეთებთ ჩვენს მეგობრებთან ერთად Solana Ventures-ში, Foundation Capital-ში, Alameda Research-ში, Multicoin-ში, MonkeDAO-ში და სხვა.

მოგახსენებთ, რომ აღნიშნული პორტალები არის ინტერაქტიული, 3D მეტავერსიული პლატფორმებით, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია ბრაუზერის მეშვეობით და არ საჭიროებს ჩამოტვირთვას და ინსტალაციას. მეტავერსი წარმოადგენს ვირტუალური სამყაროს, სადაც შემქმნელებს შეუძლიათ დააპროექტონ და ააშენონ ოთახები, შენობები და ქალაქები მარტივი ტექნიკებით.

უფრო მეტიც, შემქმნელებს შეუძლიათ, მოიწვიონ მეგობრები, უმასპინძლონ წვეულებებს და მოაწყონ შეკრებები, 3D ავატარების სახით აუდიო და ტექსტური ჩატით.

Portals-ის ხედვამ და ადრეულმა გამოცდილებამ სწრაფად მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და გახდა ყველაზე დიდი მეტავერსი: NFT კოლექცია სოლანაზე. ამჟამინდელი საშუალო გასაყიდი ფასია 110 SOL, რაც 72-ჯერ მეტია საწყის ფასზე. ცნობილი პროექტები, როგორებიცაა: Audius, Magic Eden, Raydium, Bonfida, GenesysGo, FTX US და Binanc, აშშ-მა შეიძინა და დაიწყო საკუთარი სივრცეების აშენება Portals-ის ცენტრში. ასევე შეუერთდა პროფესიონალ დეველოპერებს. შესაბამისად, საზოგადოებამ ერთად დაიწყო პორტალების სამყაროს გაფართოება.

ჩვენ პირველად შევხვდით თანადამფუძნებლებს, ადამ გომესს, ჟაკი ჩანგს და კრისტიან ლუნდს, პროექტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში. როდესაც გავიცანით ისინი, ჩვენზე შთაბეჭდილება მოახდინა მათმა ამბიციებმა და შემოქმედებითმა ხედვამ, აეშენებინათ მხიარული, მგრადი, ყოვლისმომცველი მეტროპოლია, რომელიც დაფუძნებული იქნებოდა გამოცდილებაზე, საინტერესო აღმოჩენებსა და კონტაქტებზე.

მოთხოვნა ვირტუალური სივრცების განვითარების შესახებ, საზოგადოების “ინტერნეტ გამოცდილების” შედეგია ადამიანების დაკავშირების მიზნით. ალბათ, გასაკვირიც არ იქნება, თუ  სამომავლოდ ახალი პროდუქტები შეიქმნება ამ მიმართულებით, რაც კიდევ ახალ განზომილებებს შემოიტანს ციფრულ სივრცეში, რასაც შესაძლოა, დიდი აღტაცებით არ შევხვდეთ – აღნიშნავს სარა გუო.

სანამ გაიზრდები – სემ ალტმანი

სტარტაპები

სტარტაპები განისაზღვრება ზრდით, მაგრამ დიდი კომპანიის შესაქმნელად პირველი ნაბიჯი მხოლოდ ზრდისთვის არ უნდა გადადგათ.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post