Microsoft OpenAI-ში 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს
Microsoft აპირებს 10 მილიარდი დოლარის ინვესტირებას OpenAI-ში, კომპანიაში, რომელმაც შექმნა პოპულარული ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი ChatGPT.
გარიგება კომპლექსურია და ის მოიცავს Microsoft-ის მხრიდან OpenAi-ს მოგების 75 პროცენტის მიღებას მანამ, სანამ ის საკუთარ ინვესტიციას არ დაიბრუნებს. ამის შემდეგ, მაიკროსოფტს სტაბილურად ექნება Open AI-ში 49 პროცენტიანი წილი, სხვა ინვესტორები კი სხვა 49 პროცენტს მიიღებენ, ხოლო OpenAI-ის არაკომერციული მშობელი კომპანია 2 პროცენტიანი წილის მფლობელი იქნება.
Microsoft-ი უკვე ფლობს OpenAI-ის ნაწილს და The Information-ის ანგარიშში, ნათქვამია, რომ OpenAI ცდილობს მეტი დაფინანსების მოზიდვას Microsoft-ისგან. ბოლო მოხსენებაში ნათქვამია, რომ Microsoft ცდილობს თავისი საძიებო სისტემის Bing გამდიდრებას ChatGPT-ით.
არც ერთი მათგანი არ დარჩენილა შეუმჩნეველი Google-ისთვის, რომელიც დომინირებს საძიებო სივრცეში ბაზრის 90 პროცენტით. New York Times-მა 2022 წლის დეკემბერში გაავრცელა, რომ Google, რომელიც მუშაობს საკუთარ ჩატბოტებზე, ChatGPT-ს სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს საკუთარი ბიზნესისთვის.
OpenAI ასევე დგას DALL-E-ის უკან, AI-ზე დაფუძნებული აპლიკაციის, რომელსაც შეუძლია შექმნას ფოტორეალისტური სურათები ტექსტური მოთხოვნის საფუძველზე. კომპანია ასევე მუშაობს უამრავ სხვა ინსტრუმენტზე, მათ შორის Point-E, რომელსაც შეუძლია შექმნას 3D ობიექტები მარტივი ტექსტის შეყვანის საფუძველზე.
რაც შეეხება ChatGPT-ს, მისი პოპულარობა, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ იზრდება, ადამიანები ყოველდღიურად ქმნიან ბოტის გამოყენების ახალ გზებს. ეს მოიცავს სტუდენტებს, რომლებიც იყენებენ მას სასკოლო დავალებებისთვის ესეების დასაწერად და ჰაკერებს, რომლებიც ქმნიან მავნე პროგრამას ChatGPT-ის დახმარებით.