fbpx

Google Pay და Apple Pay წყვეტენ კავშირს გადახდების სისტემასთან Мир

Мир

Google Pay და Apple Pay წყვეტენ კავშირს გადახდების სისტემასთან Мир

რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყების საპასუხოდ, თვის დასაწყისში რუსული ბანკებისთვის დაწესებული ფინანსური სანქციების გამო, Google Pay-ისა და Apple Pay-ის სერვისები მომხმარებლების დიდი ნაწილისთვის მიუწვდომელი გახდა. თუმცა, რუსული ცენტრალური ბანკის მიერ 2015 წელს შემუშავებული Мир სისტემა კვლავ დაკავშირებული რჩებოდა Apple Pay-სთან, რაც რუს მომხმარებლებს საშუალებას აძლევდა ეს სერვისი კვლავ გამოეყენებინათ. 

ამ ხარვეზის ფონზე, Apple Pay-მა, რომელსაც Мир ბარათების მხარდაჭერა გასულ წელს დაემატა, გაწყვიტა კავშირი გადახდების სისტემასთან. 

,,Apple-მა НСПК-ს განუცხადა, რომ ის აჩერებს Мир ბარათების მხარდაჭერას Apple Pay გადახდის სერვისში. 24 მარტიდან, სერვისზე ახალი  ბარათების დამატება შეუძლებელი გახდა. უკვე ატვირთული ბარათების მუშაობას Apple მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში შეაჩერებს’’, – წერს გადახდების სისტემა ოფიციალურ განცხადებაში. 

Apple-ის მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო Google-მაც. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ შეაჩერა 2021 წლის ოქტომბერში დაწყებული საპილოტე პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემდა Мир ბარათები Google Pay-სთან დაეკავშირებინათ.  

ცნობისთვის, Мир 2015 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ქვეყნის მიმართ მოსალოდნელ სანქციებთან გამკლავებისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით შეიქმნა. ამ პერიოდიდან, შიდა გადახდების ყველაზე დიდ ნაწილს სწორედ Мир ამუშავებდა. 

რუბრიკის წარმდგენია

Share this post