fbpx

5 მითი კრიპტოვალუტების შესახებ

მითი

5 მითი კრიპტოვალუტების შესახებ

კრიპტოვალუტები უკვე 10 წელზე მეტია არსებობს და თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ისინი სიახლე ნამდვილად არ არის. თუმცა, მიუხედავად ციფრული ვალუტების ფართოდ დამკვირდრებისა და ღირებულების მნიშვნელოვნად ზრდისა, მათ შესახებ მრავალი მითი დღემდე ვრცელდება.

მითი 1

Data Source Hub-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეიმი ნაიტის თქმით, კრიპტოვალუტების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი წარმოდგენა არის ის, რომ იგი მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მქონე ადამიანებისთვისაა.

,,ეს, მრავალი მიზეზის გამო, მცდარი რწმენაა. ფაქტობრივად, ნებისმიერს შეუძლია კრიპტოს გამოყენება ნივთების ონლაინ შესაძენად და გადახდის მხოლოდ რამდენიმე დაწკაპებით განხორციელება. ადვილია მისი გამოყენების სწავლაც – ინტერნეტში უამრავი რესურსი არსებობს’’, – ამბობს იგი.

მითი 2

ციფრულ ვალუტებზე გავრცელებული კიდევ ერთი მითი არის ის, რომ კრიპტო ტრანზაქციები სრულიად ანონიმურია, შესაბამისად, ინსტიტუციებსა და მთავრობებს კვალის დადგენა არ შეუძლიათ.

„კრიპტოვალუტის შესახებ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მითი, არის ის, რომ კრიპტო ტრანზაქციებს ხელისუფლება ვერ მიაკვლევს, რაც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ტრანზაქციები ანონიმურია და პირდაპირ პიროვნებას არ უკავშირდება, ყველა ტრანზაქცია ბლოკჩეინზეა ჩაწერილი და საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გამომძიებლებისთვის თვალყურის დევნება მარტივია’’, – აღნიშნავს ნიკ რანგა, კრიპტოვალუტისა და ფორექსის უფროსი ანალიტიკოსი AskTraders.com-ზე.

მითი 3

ციფრული ვალუტების შესახებ ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული მითი არის ის, რომ ისინი ყველაზე ხშირად უკანონო საქმიანობისთვის გამოიყენება. მართალია, კრიპტოვალუტებს ამ დანიშნულებითაც იყენებენ, თუმცა იმავეს თქმა ფულის ნებისმიერ ფორმაზე შეიძლება.

აღსანიშნია, რომ Chainalysis-ის უახლესი, 2020 წლის ანგარიშის თანახმად, უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული კრიპტოვალუტების ტრანზაქციების რაოდენობა 2020 წელს 0.34%-მდე დაეცა. ამ მცირე რაოდენობის ტრანზაქციების 54%-ს კი კრიპტო თაღლითობები წარმოადგენს.

კრიპტოინვესტიციაზე ყოყმანობთ? – 1 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ

კითხვა

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტების რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა და მათ მნიშვნელოვანი პოპულარობა მოიპოვეს. თუმცა, ბოლო პერიოდში ბაზარზე მიმდინარე მოვლენებმა და არასახარბიელო მდგომარეობამ ბევრ ინვესტორს (არსებულსა თუ პოტენციურს) საკუთარი პოზიციების გადახედვა აიძულა.

მითი 4

Bankless Times-ის დირექტორის, ჯონათან მერის თქმით, არსებობს გავრცელებული არასწორი შეხედულება იმის შესახებ, რომ ბევრ კომპანიას კრიპტოვალუტის გამოყენება არ შეუძლია, რადგანაც უკანასკნელის კანონიერი პერიმეტრი შეზღუდულია. თუმცა, რეალურად, სულ უფრო მეტი სექტორი გამოხატავს კრიპტოსა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის მიმართ ინტერესს.

„მსოფლიოს მსხვილი ბანკები უფრო და უფრო მეტ ინვესტიციას დებენ კრიპტო და ბლოკჩეინ სტარტაპებში. ამ ტექნოლოგიების გამოყენებას კი ინდუსტრიების ფართო სპექტრი იწყებს’’, – ამბობს იგი და დასძენს, რომ Blockdata-ს ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 100 საუკეთესო ბანკის 55%-ს ბლოკჩეინთა და კრიპტოსთან შეხება აქვს.

მითი 5

ყველასთვის, ვისაც კრიპტობაზრისთვის თვალი ერთხელ მაინც შეუვლია, ცნობილია, რომ ციფრული ვალუტების ფასები მერყევია და მკვეთრი (დ)აღმავლობა ახასიათებს. ზოგიერთი ადამიანი კი მიიჩნევს, რომ ამგვარი არასტაბილურობის გამო, კრიპტოვალუტა რეალური ინვესტიცია ვერ იქნება.

„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტის ღირებულება შეიძლება მართლაც მკვეთრად მერყეობდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს სიცოცხლისუნარიანი ინვესტიცია არაა. ბევრმა ცნობილმა ინვესტორმა ბიტკოინსა და სხვა ციფრულ ვალუტაში ინვესტირებით გამოიმუშავა ფული. მთავარია კვლევა ჩაატაროთ და ინვესტიცია გონივრულად ჩადოთ’’, – ამბობს Mortgageable-ის მმართველი დირექტორი კევ ტილი.

რუბრიკის წარმდგენია
საქართველოს ბანკი

Share this post