fbpx

მოტივაციის შენარჩუნების ხრიკები სტარტაპების დამფუძნებლებისთვის

მოტივაციის

მოტივაციის შენარჩუნების ხრიკები სტარტაპების დამფუძნებლებისთვის

სტარტაპების ყველა დამფუძნებელს ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია განსაკუთრებული შთაგონების მომენტი – უეცრად გაჩენილი იდეა და მასთან ერთად წარმოქმნილი უსაზღვრო მოტივაცია. თუმცა, ალბათ, ასევე ყველასათვის ნაცნობია, რომ აღნიშნული ემოციური მდგომარეობა განუსაზღვრელი ვადით არ გრძელდება და იდეის სტარტაპად ქცევის, შემდგომ კი მისი განვითარების პროცესში კონცენტრაციისა და საქმიანობის ერთგულების შენარჩუნება რთულდება. სწორედ ამიტომ, გიზიარებთ 3 ხრიკს, რომლებიც სტარტაპის წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მოტივაციის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

მიზნების ახლობლებისთვის გაზიარება

AgelList-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ცნობილი სტარტაპინვესტორი ნავალ რავიკანტი საკუთარი კომპანიის დაარსებისგან თავს დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა. ამ ნაბიჯის გადასადგმელად საჭირო მოტივაციის მისაღებად კი გადაწყვიტა, ერთ-ერთ კომპანიაში თავისი კოლეგებისთვის ეთქვა, რომ ის იქ დროებით, – იმ პერიოდამდე, სანამ საკუთარ ბიზნესს არ დაიწყებდა, – იყო დასაქმებული. შედეგად, დროთა განმავლობაში, თანამშრომლები მას ეკითხებოდნენ, რატომ მუშაობდა კვლავ აღნიშნულ კომპანიაში და რატომ არ ტოვებდა პოზიციას. საბოლოოდ კი, რავიკანტი მეწარმე გახდა.

როგორც რობერტ ჩალდინი თავის წიგნში Influence: The psychology of persuasion წერს, ადამიანებს აქვთ ძლიერი სურვილი, რომ სოციალურ სიტუაციებში წარსულში ნათქვამი სიტყვების შესაბამისად მოიქცნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხის აქტიური ინფორმირება იმის შესახებ, თუ რას აპირებთ, ძლიერი მოტივაციის ფაქტორია, რადგანაც ვალდებულებების შეუსრულებლობა გარკვეულ სოციალურ შედეგებს, – რავიკანტის შემთხვევაში, თანამშრომლებისგან ერთი და იმავე შეკითხვის მოსმენას, – იწვევს.

როგორ ავუმაღლოთ გუნდის წევრებს მოტივაცია?

მოტივაცია

სტარტაპის შექმნა და მისი განვითარება ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა, რადგან ეს პროცესი ერთგვარ მარათონს გავს. ასეთ დროს კი გუნდის მოტივაცია სრულად განსაზღვრავს, მიაღწევთ თუ არა სასურველ ფინიშს ხაზს. სწორედ ამიტომ, სტარტაპის შენების დროს, გუნდის მოტივაცია დასახული მიზნების მისაღწევად ლიდერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

მიზნების ჩამოწერა

წარსულში აღებული ვალდებულების ერთგულად დარჩენის სურვილი შესაძლოა მოტივაციის შიდა წყაროდაც გამოვიყენოთ. რობერტ ჩალდინის თქმით, გაყიდვების მიმართულებით მომუშავე ადამიანებმა აღმოაჩინეს, რომ პროდუქტის დაბრუნების მაჩვენებლის შემცირება ერთი მარტივი ხერხით შეეძლოთ – შესყიდვის ხელშეკრულება არა წარმომადგენელს, არამედ მყიდველს უნდა შეევსო. სხვაგვარად რომ თქვათ, გაყიდვის პროცესში პირადი ჩართულობა შემსყიდველების სინანულს ერთგვარად ამცირებდა.

მსგავსი ფსიქოლოგიური ხრიკის გამოყენება საკუთარ თავზეც შეიძლება – თუ საკუთარ ვალდებულებებს ჩამოვწერთ და მათ თვალსაჩინო ადგილას (მაგალითად, სამუშაო მაგიდაზე) განვათავსებთ, მათი შესრულებისადმი უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვიგრძნობთ.

საყვარელი აქტივობებისთვის დროის გამოყოფა

სტარტაპის განვითარების პროცესში, დროის საკმაოდ დიდი ნაწილი არაშთამაგონებელ აქტივობებზე მუშაობას ეთმობა – დამფუძნებლებს იურიდიულ და ბუღალტრულ საკითხებთან გამკლავება, ასევე მრავალი განმეორებითი ოპერაციული ამოცანის შესრულება უხდებათ. ამგვარი დავალებებისგან თავის დაძვრენა შეუძლებელია და იმისათვის, რომ მათ შეუპოვრად გავართვათ თავი, ჩვენი სამუშაო [სტარტაპის დამფუძნებლობა] უნდა გვიყვარდეს.

მუშაობის პროცესი რომ არ შეგვძულდეს, ყოველდღიურად ან მინიმუმ ყოველკვირეულად, გარკვეული დრო ჩვენთვის საინტერესო და სასიამოვნო აქტივობებისთვის უნდა გამოვყოთ. ეს შესაძლოა იყოს ჩვენთვის საყვარელი ნებისმიერი საქმიანობა, თუნდაც სტარტაპის ვებსაიტისთვის მასალების დაწერა, სტრატეგიული დაგეგმვა და ა.შ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post