fbpx

მასკი Twitter-ის თანამშრომლებს “რთული პერიოდისთვის” ამზადებს

მასკი Twitter-ის თანამშრომლებს “რთული პერიოდისთვის” ამზადებს

ელონ მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს პირველი ელ.ფოსტა გაუგზავნა, სადაც მათ აფრთხილებს, რომ უნდა მოემზადონ დისტანციური მუშაობის დასასრულისთვის. გარდა ამისა, მასკმა ისინი გააფრთხილა, რომ აშშ-ში სუსტი ეკონომიკური გარემო სირთულეებს გამოიწვევს კომპანიის სარეკლამო ბიზნესისთვის. „გულწრფელად რომ ვთქვათ, წინ ეკონომიკური სურათი მძიმეა, განსაკუთრებით ისეთი კომპანიისთვის, როგორიც ჩვენია, რომელიც რთულ ეკონომიკურ კლიმატში რეკლამაზეა დამოკიდებული“, – წერს ის.

მასკმა თქვა, რომ კომპანიის “უმაღლესი პრიორიტეტი” არის Twitter Blue, მისი განახლებული გამოწერა თვეში 8 დოლარი, რომელიც ამატებს დამოწმებულ ნიშანს მომხმარებლის პროფილზე და განბლოკავს დამატებით ფუნქციებს. „ხელსაყრელი შემოსავლის გარეშე, დიდი შანსია Twitter ვერ გადაურჩეს მომავალ ეკონომიკურ ვარდნას“, დაწერა მან.

მან ასევე უთხრა თანამშრომლებს, რომ 10 ნოემბრიდან ისინი სავარაუდოდ ოფისში იქნებიან კვირაში მინიმუმ 40 საათის განმავლობაში. „ცხადია, თუ ფიზიკურად ვერ ახერხებთ ოფისში მოსვლას ან გაქვთ კრიტიკული პირადი ვალდებულებები, მაშინ თქვენი არყოფნა გასაგებია“, – წერს ის.

Twitter-ს ადრე გააჩნდა „მუშაობა-ნებისმიერი-ადგილიდან“ პოლიტიკა, რომელიც მან მიიღო პანდემიის დროს. მასკმა გამოხატა წინააღმდეგობა Tesla-ში დისტანციური მუშაობის მიმართ, მაგრამ ივნისში ტვიტერის თანამშრომლებთან კითხვა-პასუხის დროს თქვა, რომ „გამონაკლის“ მუშაკებს მიეცემათ უფლება გააგრძელონ მსგავსი პრაქტიკა.

მისი, როგორც ტვიტერის ახალი მფლობელის ერთ-ერთი პირველი ქმედება იყო ნახევარი მუშახელის უცერემონიოდ გათავისუფლება.

ილონ მასკს Twitter-ის თანამშრომლების უმეტესობის გათავისუფლება სურს

ამჟამად Twitter-ში დაახლოებით 7,500 ადამიანი მუშაობს და მათგან 75%-ს შეიძლება, გათავისუფლების საფრთხე დაემუქროს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post