რა არის ნანომედიცინა?
ნანომედიცინა განისაზღვრება, როგორც ნანოტექნოლოგიის სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება. ნანომედიცინა შეიძლება, მოიცავდეს აპლიკაციების ფართო სპექტრს, მათ შორის: ბიოსენსორებს, ქსოვილის ინჟინერიას, დიაგნოსტიკურ მოწყობილობებს და ა.შ.
ნანოტექნოლოგიის გამოყენება უფრო მეტად ეფექტურია იმიტომ, რომ მათი მეშვეობით დიაგნოსტიკა, მკურნალობა და დაავადებების თავიდან აცილება ბევრად მარტივია. მედიკამენტებმა, რომლებსაც ჩვენ ვიღებთ, შესაძლოა, გამოიწვიონ უსიამოვნო გვერდითი მოვლენები. გარდა ამისა, ხშირად ეს მედიკამენტები თავიანთ ფუნქციას ბოლომდე კარგად ვერ ასრულებენ. ნანოტექნოლოგია ეხმარება ამ მედიკამენტებს, ბოლომდე მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე, რაც შედეგებს გააუმჯობესებს და ნაკლები წამლის საჭიროებას გამოიწვევს.
მაგალითად, კიბოს მკურნალობა ქიმიოთერაპიის მიწოდების ამჟამინდელი ტექნიკით იგივეა, რაც ვარდების ბაღისთვის შეწამვლა მხოლოდ ერთი სარეველა ბალახის გასანადგურებლად. ბევრად უფრო ეფექტური იქნება მცირე რაოდენობით შეწამვლა პირდაპირ სარეველას მიმართულებით, რის მერეც ვარდები გადარჩებიან. ამ ანალოგიით, ქიმიოთერაპიის დროს პაციენტის თმის ფოლიკულები, იმუნური უჯრედები და ეპითელია სრულად იწამლება. ნანოტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია, ქიმიოთერაპია უშუალოდ მეტასტაზების ადგილმდებარეობისკენ მიიმართოს და სხეულის დანარჩენ ნაწილზე ზემოქმედება შემცირდეს.
ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების მნიშვნელობა
ასწლეულების განმავლობაში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ფურცლებზე, ფიზიკური ანკეტებისა და სხვა დოკუმენტების სახით ინახებოდა. 1960-იან წლებში კი, ამ ტიპის ჩანაწერების შექმნისა და მართვის მიმართულებით უდიდესი გარღვევა მოხდა – პირველი EHR (ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემა) გამოჩნდა.
ნანოტექნოლოგიას ასევე შეუძლია შეამციროს მედიკამენტების მიღების სიხშირე. როგორც წესი, ადამიანის ორგანიზმს შეუძლია, ძალიან სწრაფად და ეფექტურად გასუფთავდეს მიღებული მედიკამენტებისგან, რაც მოქმედების ხანგრძლივობას ამცირებს. მაგალითად, ასაკთან დაკავშირებული მაკულარული დეგენერაციის (AMD) მიმდინარე მკურნალობა მოითხოვს კლინიკურ გარემოში ყოველთვიურ ინექციებს თვალში. თუმცა, თუ წამალი ნელა გამოიყოფა ნანონაწილაკებისგან, ინექციის სიხშირე შეიძლება შემცირდეს 6 თვეში ერთხელ. თავად ნანონაწილაკი ასევე ნელ-ნელა ბიოდეგრადირდება კომპონენტებად, რომლებიც ბუნებრივად გვხვდება ორგანიზმში. ისინი ასევე გამოიყოფა ორგანიზმიდან მას შემდეგ, რაც მედიკამენტი თავის სამუშაოს შეასრულებს.
გარდა ამისა, ნანომედიცინას შეუძლია დაეხმაროს ბაქტერიული ინფექციების გამოვლენას, რის მერეც შესაძლებელი გახდება, ანტიბიოტიკები მიზანმიმართულად მიეწოდოს ორგანიზმს. ასევე, სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა კათეტერები და გულის სარქველები, შეიძლება დაიფაროს ნანომასალებით, რომლებიც ბაქტერიებს აფერხებენ, რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უწყობს ინფექციის თავიდან აცილებას.
ასევე, ნანომედიცინა ეფექტურია ზურგის ტვინის ტრავმის დროსაც. ჩვენი ტვინის მსგავსად, ჩვენს ზურგის ტვინს აქვს დამცავი უჯრედების ფენა. ასეთ დროს ექიმები ტრადიციულად იყენებდენ სტეროიდის მაღალ დოზებს. მაგრამ ამ პრეპარატს შეიძლება სერიოზული გვერდითი მოვლენები ჰქონდეს მაღალი დოზების მიღებისას და, გარდა ამისა, ის სწრაფად იშლება. ნანონაწილაკებს შეუძლიათ, გადალახონ ბარიერი, მიაწვდინონ წამლები საჭირო უბნებს და უფრო დიდხანს დარჩნენ ჩვენს სხეულში.