fbpx

Netflix-ს პროფილის შეცვლის ფუნქცია ემატება

Netflix-ს პროფილის შეცვლის ფუნქცია ემატება

Netflix-მა ორშაბათს ახალი ფუნქციის შესახებ განაცხადა, რომელსაც Profile Transfer ერქმევა. ეს ფუნქცია მან რამდენიმეთვიანი ტესტირების შემდეგ გახადა ხელმისაწვდომი. ფუნქცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, გადაიტანონ თავიანთი „პერსონალიზებული რეკომენდაციები, ნახვის ისტორია, სია, შენახული თამაშები და სხვა პარამეტრები“ ახალ ანგარიშზე, ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

ამ ფუნქციის არსებობის ორი მიზეზი არსებობს. არსებობენ მომხმარებლები, რომლებიც უზიარებენ ანგარიშს ოთახის მეზობელს, პარტნიორს ან მათ მშობლებს, შემდეგ კი, როცა ისინი ერთმანეთს შორდებიან, დისტანცია უხერხულობას იწვევს და ჩნდება კითხვა – ისევ აქვთ მათ მომხმარებლის პაროლისა და ანგარიშის გამოყენების უფლება? შესაბამისად, ნეტფლიქსს სურს, ეს უხერხულობა თავიდან აარიდოს ნაცნობებს და ახალ, სოლო პროფილზე გადასვლას უფრო მარტივს ხდის.

მეორე მიზეზი არის ის, რომ Netflix ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ყველა მომხმარებელს საკუთარი ანგარიში ჰქონდეს. პაროლის გაზიარების შეჩერება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი დირექტივაა, რომელიც მომავალში აბონენტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. Netflix-მა ცოტა ხნის წინ შეაფასა, რომ 100 მილიონზე მეტი ოჯახი სარგებლობს სერვისის საერთო ანგარიშებით.

ორივე შემთხვევაში, Profile Transfer მომხმარებლებს ახალი Netflix ანგარიშის შექმნისკენ უხელმძღვანელებს.

პროფილის ტრანსფერი ტესტირებაშია მარტიდან ჩილეში, კოსტა რიკასა და პერუში. ახლა კი, ის უფრო ფართოდ გავრცელდება. ეს მხოლოდ Netflix-ის ერთ-ერთი ნაბიჯია იმისთვის, რომ კომპანიამ მეტი ფული გამოიმუშაოს.

ასეა თუ ისე, თუ სხვისი Netflix-ის ანგარიშით სარგებლობ, კომპანია აუცილებლად აღმოგაჩენს.

Netflix-მა 970 000-მდე მომხმარებელი დაკარგა

ბოლო სამი თვის განმავლობაში Netflix-მა 970,000-მდე აბონენტი დაკარგა. გასულ კვარტალში კომპანიას მეორე კვარტალზე სუსტი პერსპექტივა ჰქონდა და ორი მილიონი აბონენტის წმინდა დანაკარგი იწინასწარმეტყველა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post