fbpx

ფეისბუქი News Feed კონფიგურაციას აახლებს

ფეისბუქი News Feed კონფიგურაციას აახლებს

Facebook ახალ ფუნქციებზე მუშაობს, რითაც მომხმარებელს თავად შეეძლება, ინტერესებიდან გამომდინარე, დაარეგულიროს News Feed-ი. ახალი ღილაკები უკვე გაჩნდა კიდეც, რომლის მიხედვითაც, გვაქვს არჩევანის უფლება, კონკრეტული გვერდისგან მოვითხოვოთ მეტის ან ნაკლების ჩვენება. ფუნქციები გამოიყურებიან ზუსტად ასე: “show more” ან “show less”. აღსანიშნავია ის, რომ ახალი ფუნქციის ტესტირებას სოციალური ქსელი reels-ით აპირებს.

ამ ფუნქციებს გავლენა ექნებათ Facebook პოსტების რეიტინგზეც. მაგალითად, თუ დააჭერთ ღილაკს “მეტის ჩვენება” ის დროებით გაზრდის რეიტინგის ქულას რომელიმე კონკრეტული პოსტისთვის. ასევე, შემოგთავაზებთ მსგავსი შინაარსის მასალებსაც. პირიქით მოხდება, თუ მიუთითებთ ნაკლების ჩვენებას ანუ, შემცირდება რეიტინგის მაჩვენებელი. ჯერ-ჯერობით აღნიშნულ ფუნქციებს Facebook-ი პერიოდულად უჩვენებს მომხმარებლებს. მალე კი, ყველას ექნება მათზე წვდომის შესაძლებლობა.

გარდა ამისა, სოციალური ქსელი მალე დაამატებს ახალ ინსტრუმენტებსაც უკეთესი ინტერაქციისთვის სხვების პოსტებზე და მათივე თქმით, ეს ძალიან რელევანტური სიახლე იქნება, რადგანაც მომხმარებელს შეეძლება პირდაპირ გაეცნოს უკუკავშირს და შეფასებებსაც.

Facebook-ი საუბრობს ახალ პარამეტრებზეც, რომლის საშუალებითაც მომხმარებლებს შეეძლებათ თავად განსაზღვრონ ამა თუ იმ კონტენტის ხილვადობა მათივე მეგობრების, გვერდების, ჯგუფების თუ სხვადასხვა საჯარო ფიგურის გაზიარებული მასალებიდან. ახალი პარამეტრებით ექნებათ წვდომა არჩევანზე, თუ რისი ნახვაც სურთ. მაგალითად, შეგიძლიათ დაარეგულიროთ ისე, რომ მეგობრების პოსტების მეტი რაოდენობა იხილოთ, ვიდრე ინფლუენსერების ან კონკრეტული გვერდების.

„მსგავსი ფუნქციები დაგეხმარებათ, აღმოაჩინოთ თქვენთვის ღირებული შინაარსი. ანუ, შეგიძლიათ ნახოთ მეტი ინფორმაცია, რაც მართლა ფასეულია თქვენთვის და ნაკლებად შეაჩეროთ ყურადღება მასალებზე, რომლებიც თქვენს ინტერესებში არ შედის” – თქვა კომპანიამ ბლოგ პოსტში.

შესაძლებელია უამრავი უკმაყოფილო მომხმარებელია, რომელთაც არ მოსწონთ სიახლეების პანელზე ყველა კატეგორიის ინფორმაციის ხილვა. ამიტომაც ცვლილებები, რომლებიც მალე განხორციელდება სოციალურ ქსელში, ნამდვილად მოაგვარებს ამ საკითხს და ადამიანები შეძლებენ მეტი კონტროლის აღებას news feed შინაარსზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეისბუქს სურს გააუმჯობესოს ალგორითმიც, იმისათვის, რომ გაიგოს რომელი პოსტი და Reels-ია უფრო საინტერესო ხალხისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობელი კომპანია Meta კონკურენციას უწევს TikTok-ს, რომელიც ცნობილია ადაპტირებადი და ბევრად მოქნილი ალგორითმით.

თავადაც შეამჩნევდით, რომ Facebook-ს reels-ის ინტერესიც გაუჩნდა და სავარაუდოდ, ამ მხრივაც ეძებს ახალ გზებს, რათა მეტი ადამიანი ჩართოს ახალ პროდუქტშიც.

Youtube ფასიან ფუნქციას ამატებს

YouTube

YouTube-ი ფასიან ფუნქციას ამატებს, რომელიც განკუთვნილი იქნება პრემიუმ მომხმარებლებისთვის. მათ ექნებათ სხვადასხვა უპირატესობა.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post