ახალი წელი და NFT-ს გაზრდილი გაყიდვები
სტატისტიკის მიხედვით NFT გაყიდვები, ახალი წლის პირველ კვირას 2022 წლის ბოლო კვირასთან შედარებით 26,01%-ით გაიზარდა. Cryptoslam.io მეტრიკა აჩვენებს, რომ 400 748 NFT მყიდველს შორის იყო 1,2 მილიონი NFT ტრანზაქცია. ჯამურად $208.99 მილიონის NFT გაყიდვები დაფიქსირდა 19 სხვადასხვა ბლოკჩეინ ქსელში, მათგან Ethereum-ზე დაფუძნებული NFT-ების გაყიდვებმა კი $164.35 მილიონი შეადგინა.
ყოველივე ამას მოჰყვა Solana-ზე (+28.8%), Immutable X-ზე (+20.83%), Cardano-ზე (+35.97%) და BNB-ზე (+71.35%) შექმნილი NFT-ების გაყიდვების ზრდაც. BNB-ს ჰქონდა ყველაზე დიდი ზრდა ბოლო შვიდი დღის განმავლობაში, 71%-იანი ზრდით, რასაც მოჰყვა Theta, რომელიც ამ კვირაში 69.82%-ით გაიზარდა.
გაყიდვების თვალსაზრისით, საუკეთესო NFT კოლექცია გასული კვირის განმავლობაში იყო Bored Ape Yacht Club (BAYC) $19,052,102 გაყიდვებით, რაც 52,82%-იან ზრდას აჩვენებს წინა კვირასთან შედარებით. BAYC-ს მოჰყვა Mutant Ape Yacht Club (MAYC), Azuki, Bored Ape Kennel Club (BAKC) და The Captainz-ის გაყიდვები. Cryptopunks-მა და Mineablepunks-მა დაიკავეს მეექვსე და მეშვიდე პოზიციები შვიდდღიანი NFT გაყიდვების მიხედვით კოლექციების მიხედვით.
ამ კვირაში გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული NFT-ების ხუთეული შეადგინა Mineablepunks NFT კოლექციის ნამუშევრებმა. ხუთეულში შედის Mineablepunks #11,467, #11,755, #11,467, #11,755 და #11,467. Mineablepunks NFT კოლექციის გაყიდვებმა შეადგინა $5,498,938 გასული კვირის განმავლობაში.