fbpx

თებერვალში NFT გაყიდვებმა $2 მილიარდი შეადგინა

NFT

თებერვალში NFT გაყიდვებმა $2 მილიარდი შეადგინა

DappRadar-ის მონაცემების მიხედვით, NFT გაყიდვების მოცულობა თებერვალში გაიზარდა და სულ მალე თავის მაქსიმუმს მიაღწევს, მსგავსი შედეგი კი გასული წლის გაზაფხულში, კრიპტოზამთრის დაწყების შემდეგ არ ყოფილა.

გასულ თვეში ვაჭრობამ 2,04 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 117%-ით მეტია იანვარში 941 მილიონი დოლარისგან. ეს მაჩვენებლები თებერვალს საუკეთესო თვედ წარმოაჩენს, როგორიც NFT ბაზარს გასული მაისის შემდეგ აღარ უნახავს.

ახალმა NFT ბაზარმა, Blur-მა, რომელმაც მხოლოდ ამ თვეში გადააჭარბა OpenSea-ს ვაჭრობის მოცულობით, ხელი შეუწყო დომინირების სწრაფ აწევას იმ სტიმულით, რომელიც ფინანსურად აჯილდოებს ლოიალურ მომხმარებლებს სხვა პლატფორმაზე ვაჭრობისგან თავის შეკავებისთვის და, რაც მთავარია, მაღალი ღირებულების NFT-ით ვაჭრობისთვის. Blur-ის ვაჭრობის მოცულობამ თებერვალში 1,13 მილიარდ დოლარს გადააჭარბა წინა თვესთან შედარებით.

მიუხედავად კონკურენციისა, რომელიც გამოწვეული იყო Blur-ის ფეთქებადი ზრდის შედეგად გასულ თვეში, კონკურენტმა OpenSea-მ განაგრძო წინსვლა თებერვალში. OpenSea-ს ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობა გასულ თვეში 18%-ით გაიზარდა და 587,22 მილიონი დოლარი შეადგინა.

რა არის Wash Trading და რა გავლენა აქვს მას კრიპტოინდუსტრიაზე?

Wash

უკანონო კრიპტო ტრანზაქციებმა 2022 წელს საგრძნობლად მოიმატა, როცა თაღლითებმა და ჰაკერებმა მილიარდობით დოლარი მოიპარეს, მაგრამ ინდუსტრიაში სხვა ტიპის თაღლითობაც იმალება – ვაჭრობა, თაღლითური პრაქტიკა, რომლის გამოყენებაც ზოგიერთ მოვაჭრე და კრიპტო ფირმას შეუძლია გამოიყენოს ფასების ასაწევად და ინვესტორების მოსატყუებლად. სწორედ ამ ტიპის თაღლითობას ეწოდება Wash Trading.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post