fbpx

NFT ბევრად მეტია, ვიდრე ციფრული ხელოვნება

nft

NFT ბევრად მეტია, ვიდრე ციფრული ხელოვნება

NFT ის საკითხია, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს. თუმცა, უმეტესწილად, შეუცვლელი ჟეტონები ციფრულ ხელოვნებად უფრო აღიქმება, ვიდრე სხვა ტიპის ციფრულ ობიექტებად. ეს ფაქტი კი, ალბათ იმითაა განპირობებული, რომ ნფტ ბაზარზე უფრო ხშირად ხელოვნების ნიმუშები იყიდება.

თუმცა, ნფტ ხელოვნების სამყაროს მიღმაც არსებობს და თან – მრავალ ინდუსტრიაში. წარმოგიდგენთ მოკლე მიმოხილვას, თუ როგორ იყენებს NFT-ს უნიკალურ ღირებულებას თავის სასარგებლოდ ოთხი ძირითადი ინდუსტრია – მუსიკა, ელექტრონული კომერცია, სპორტი და უძრავი ქონება.

მუსიკა

ნფტ მუსიკოსებისთვის ერთგვარი შემოსავლის წყაროა. მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: Kings of Leon, Shawn Mendes და Grimes, უკვე დაიწყეს მათ მუსიკასთან დაკავშირებული NFT-ების გამოშვება. ზოგიერთ შემთხვევაში, კონცერტის ბილეთებია ნფტ-ს სახით წარმოდგენილი, ზოგში კი – თავად მუსიკა. ყველა შემთხვევაში, არტისტები ქმნიან და ავრცელებენ NFT-ებს შუამავლების გარეშე.

ეს საშუალებას აძლევს მუსიკოსებს, ბევრად უფრო მეტი შემოსავალი იშოვონ. ამ დროისთვის, შემსრულებელთა მხოლოდ 0.8% იღებს 50,000$-ზე მეტს სტრიმინგის მეშვეობით. ახალი, NFT-ზე დაფუძნებული შემოსავალი კი ხელს შეუწყობს მუსიკოსების „საშუალო კლასის“ აღდგენას, რომელიც რეალურად 2000-იანი წლების დასაწყისიდან აღარ არსებობს.

2001 წლამდე მუსიკალური ინდუსტრიის ხერხემალი ჩაწერილი მუსიკის (დისკები, კასეტები) დეფიციტი იყო. ამავე წელს ჩაწერილმა მუსიკამ 23,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი გამოიმუშავა.

შემდეგ უკვე დაიწყო მუსიკის ციფრულად გაზიარების პერიოდი, რამაც ზოგიერთ შემსრულებელს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ამ პროცესში კი მუსიკოსების ნაწილი დაიჩაგრა.

NFT-ები ადგენენ ციფრულ დეფიციტს, რასაც Spotify-ის მსგავსმა სტრიმინგის სერვისებმა ვერ მიაღწიეს. ალბომის ნფტ ვერსიების ციფრული გაყიდვები სასრულია და შემსრულებლებს შეუძლიათ შექმნან წესები ნფტ-სთვის, რათა ყოველთვის მიიღონ შემოსავლის გარკვეული ნაწილი NFT-ების ხელახლა გაყიდვისას.

სად შევიძინოთ NFT მარტივად?

NFT-ებმა ციფრული ხელოვნების ლანდშაფტი სრულად შეცვალეს. ახლა უკვე ყველას შეუძლია, გახდეს ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერი ან ინვესტორი. თუ ეს ბაზარი მართლაც გიზიდავთ, ჩვენ გიამბობთ 5 საუკეთესო პლატფორმაზე, სადაც თქვენი პირველი Non-Fungible Token-ის შეძენას შეძლებთ.

ელექტრონული კომერცია

ისეთი ნფტ პიონერი, როგორიცაა RTFKT Studios, ნფტ-ებს ფიზიკური საცალო ვაჭრობისთვისაც იყენებს. 2021 წლის დასაწყისში, კომპანიამ NFT-ები ფიზიკურ სპორტულ ფეხსაცმელებთან ერთად გაყიდა: მომხმარებლებმა მაშინვე მიიღეს ნფტ-ები, ფიზიკური ფეხსაცმელი კი – დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. ამ კამპანიის მეშვეობით RTFKT-მა 7 წუთში $3.1 მილიონი იშოვა.

სპორტი

ფიზიკურად თქვენ ახლავე შეგიძლიათ შეიძინოთ Willie Mays-ის ბეისბოლის ხელთათმანი დაახლოებით $21,000-ად. მაგრამ NFT-ის მეშვეობით უნიკალური ვიდეოს “The Catch” შეძენაა შესაძლებელი. განსხვავებით ფიზიკური სამახსოვრო ნივთებისგან, რომლებიც ადვილად ყალბდება, ნფტ-ებს უნიკალური ღირებულება აქვთ, რაც შეუძლებელს ხდის მათ გაყალბებას.

უძრავი ქონება

ქონების მფლობელებს შეუძლიათ გამოიყენონ ნფტ საკუთრების უფლებების ტოკენიზაციისთვის – სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დაადგინონ, თვალყური ადევნონ და გაცვალონ საკუთრების უფლება. უძრავი ქონების გაყიდვები ამჟამად უზარმაზარ იურიდიულ ზედამხედველობას და რეგულირებას მოითხოვს. ბლოკჩეინის საშუალებით, NFT-ზე დაფუძნებული ქონების მფლობელობას შეუძლია შექმნას უძრავი ქონების უფრო ლიკვიდური ბაზარი.

ესაა მხოლოდ რამდენიმე გზა, რომლითაც ნფტ-ებმა შეიძლება გავლენა იქონიონ არსებულ ინდუსტრიებზე. ნფტ ბაზარი ჯერ კიდევ ძალიან დაუმუშავებელია და სავსეა პოტენციალით მათთვის, ვინც მას ციფრული ხელოვნების მიღმაც ხედავს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post