fbpx

Nike NFT თამაშში ჩართვას კვლავ ცდილობს

Nike NFT თამაშში ჩართვას კვლავ ცდილობს

Nike ჯერ კიდევ გეგმავს შეუცვლელი ტოკენის (NFT) თამაშში მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ NFT ბაზარი მკვეთრად იკლებს და კრიპტოვალუტის სიდიდით მესამე ბირჟა გასულ კვირას გაკოტრდა.

ნაიკი ამ ყველაფერს Web3 პლატფორმით – .Swoosh-ით გეგმავს, რომელიც რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემს მომხმარებლებს, იყიდონ, გაყიდონ და ივაჭრონ ვირტუალური ფეხსაცმლითა და ტანსაცმლით.

Nike-მა არ შემოგვთავაზა ბევრი დეტალი იმის შესახებ, თუ რას უნდა ველოდოთ ამ ამბისგან. მაგრამ ბრენდი გვეუბნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევძლებთ, გამოვიყენოთ მისი აქტივები, როგორც ჩასაცმელი ნივთები ციფრულ თამაშებში და „სხვა იმერსიულ გამოცდილებაში“. მომხმარებლები ვერ შეძლებენ რაიმეს ყიდვას 18 ნოემბრამდე – სანამ პლატფორმაზე რეგისტრაცია არ გაიხსნება. .Swoosh-ის პირველი ციფრული კოლექცია მომავალ იანვრამდე არ გამოვა. როგორც კი ეს მოხდება, Nike ამბობს, რომ ის საშუალებას მისცემს კრეატორებს, “მოიპოვონ შესაძლებლობა შექმნან ვირტუალური პროდუქტი Nike-თან ერთად“ და მიიღონ ჰონორარი ნებისმიერ გაყიდვაზე.

ეს განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც Nike-მა შარშან იყიდა RTFKT Studios, Web3 კომპანია, რომელიც ქმნის NFT-ებს „მეტავერსისთვის“. იმ დროისთვის ეს ალბათ სტრატეგიულ შესყიდვას ჰგავდა, რადგან კრიპტო პიკზე იყო გასული წლის დეკემბერში და ამ წლის დასაწყისში, Nansen.ai-დან მიღებული მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ თვიური NFT გაყიდვები შემცირდა იანვრის შემდეგ.

„ჩვენ ვაყალიბებთ მომავლის ბაზარს ვებ3-ცნობისმოყვარეებისთვის ხელმისაწვდომი პლატფორმით“, ამბობს რონ ფარისი, Nike Virtual Studios-ის ვიცე პრეზიდენტი.

რას გულისხმობს Mastercard-ის Pay by Link გადახდის მეთოდი?

Mastercard-მა ივნისში გადახდების უახლესი ფუნქციის შესახებ, Pay by link, განაცხადა, რომელსაც მისი ევროპული ღია ბანკინგის პიონერი Aiia ხელმძღვანელობს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post