fbpx

სტარტაპერობიდან ინვესტორობამდე – ნოდო ივანიძის კარიერული გზა

სტარტაპერობიდან ინვესტორობამდე – ნოდო ივანიძის კარიერული გზა

ბიზნესის სფეროში გამოცდილი ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ კარგი სტარტაპის ჩამოსაყალიბებლად გლობალური ხედვაა საჭირო. ნოდო ივანიძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც ეს გლობალური ხედვა ჯერ კიდევ მეთორმეტე კლასში ამერიკაში პროცესებსა და ადამიანებზე დაკვირვებით შეიძინა და ის საქართველოში საინტერესო პროდუქტებისა და სტარტაპების შექმნისთვის გამოიყენა.

მისი კარიერისა და გამოცდილების შესახებ ნოდოს დეტალურად გავესაუბრეთ:

– ნოდო, როგორ გახსენდება ბავშვობა და რა ინტერესები გქონდა იმ პერიოდში?

ბავშვობაში ახალციხის სკოლაში ვსწავლობდი და ამ ქალაქში, ფაქტობრივად, არაფერი ხდებოდა. იმპერიოდში ყველაზე მეტად მათემატიკა და ხალხთან ურთიერთობა მიყვარდა – ეს კი განპირობებულიიყო ტრენინგებით, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები ხშირად ატარებდნენ ახალციხეში.

სწორედ ამ ტრენინგების მეშვეობით გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი და შევიძინე მეგობრები, რომლებისგანაც შემდეგ Flex-ის შესახებ გავიგე. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლაში გერმანულსვსწავლობდი, არ ვიცოდი ინგლისური ენა და მისი სწავლა მეთერთმეტე კლასიდან აქტიურადდავიწყე, მივიღე პროგრამაში მონაწილეობა და მეთორმეტე კლასი უკვე ამერიკაში დავამთავრე.

ამ პერიოდში აღმოვაჩინე ჩემი ძლიერი მხარეები ისეთ საქმიანობებში, როგორიცა: გაყიდვები, მოლაპარაკებები, ნეთვორქინგი და ა.შ ამ ყველაფრის შესაძლებლობა სკოლის პერიოდში დიდად არმქონია და როცა საკუთარ თავთან მარტო დავრჩი, ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე.

– გარდა იმისა, რომ ამერიკაში დამოუკიდებლად ცხოვრების გამოცდილება მიიღე,კარიერულად როგორ დაგაფიქრა ამერიკამ და როგორ განსაზღვრა მან შენი მომავალისაქმიანობა?

შეიძლება ითქვას, რომ ჩემი კარიერული მომავალი ამერიკამ მთლიანად ამოატრიალა და შეცვალა. ჩემი ხედვები და არეალი სკოლაში სწავლის პერიოდში, უფრო მეტად მიმართული იყო იმისკენ, რომუნდა წავსულიყავი თბილისში, ჩამებარებინა ეკონომიკურზე და ალბათ ბანკში უნდა მემუშავა. ამერიკაში გამიმართლა და ისეთ ოჯახში მოვხვდი, რომლის საქმიანობაც დიდწილად ბიზნესსა დააქციებით ვაჭრობისკენ იყო მიმართული და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე იმ კუთხით, რომსულ სხვა არეალიდან შევხედე სამყაროს. დავრწმუნდი, რომ მეც შემეძლო ახალი იდეებისგენერირება და ამ იდეების სხვებისთვის მიყიდვა. ამიტომაც, მიზნად დავისახე, რომ საქართველოშიდაბრუნებისას ბევრი ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სრულიად ახალი დაინოვაციური იქნებოდა.

მაშინ უკვე, როცა ამერიკაში ამხელა გამოცდილება მიიღე, საქართველოში დაბრუნება და შენიიდეების აქ რეალიზაცია რთულ გადაწყვეტილებად არ მოგეჩვენა?

იმ პერიოდში მქონდა არჩევანი, ჩამებარებინა ამერიკის რომელიმე უნივერსიტეტში, მეშოვასამსახური და გამეგრძელებინა იქ ცხოვრება. თუმცა, ამის გაკეთება ნებისმიერ დროს შემეძლო. ჩემმა მენტორმა, რომელთანაც ვცხოვრობდი, ჩემს ქვეყანაში დაბრუნება მირჩია, რადგანსაქართველოში ბევრი შესაძლებლობა იყო, მეკეთებინა ის, რაც ქვეყნისთვის სრულიად უცხო იყო. საკმაოდ რთული იყო ამ გადაწყვეტილების მიღება და, მით უფრო, მაშინ, როცა ჩემი მშობლებიც დამეგობრებიც საწინააღმდეგოს მირჩევდნენ. თუმცა, სწორი მენტორი შემხვდა და ამან, საბოლოოდგამიადვილა არჩევანის გაკეთება.

როდესაც საქართველოში დაბრუნდი, განაგრძე თუ არა სწავლა?

აქ რომ ჩამოვედი, მინდოდა, ინგლისურადვე გამეგრძელებინა შემეცნება და ამიტომაც ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ჩავაბარე. თუმცა, ეს გადაწყვეტილება უფრო იმიტომ მივიღე, რომჯარში არ წავსულიყავი. ზოგადად ვფიქრობ, რომ ფორმალური განათლება მაინც ბევრი დროისკარგვაა და დღესდღეობით ძალიან ბევრი შესაძლებლობაა იმის, რომ შენთვის საჭირო ცოდნაუნივერსიტეტს გარეთ მიიღო. მაგალითად, ჩემი თანამშრომლების 60%-ს არ აქვს საუნივერსიტეტოგანათლება მიღებული. თუმცა, ეს არ ვრცელდება, რა თქმა უნდა, ისეთ პროფესიებზე, როგორიცაა: ექიმი, იურისტი და ა.შ ამ შემთხვევაში უფრო ბიზნესისა და პროგრამირებისკენ მაქვს ორიენტირიმიმართული.

როცა ჩამოხვედი, რა გახდა შენი პირველი საქმიანობა? რა ტიპის სტარტაპი დაარსე?

2010 წელს ჩემს მეგობართან ერთად გავაკეთე Potters Digital Agency და კაფე-რესტორნებს Facebook-ისგვერდების აწყობას ვთავაზობდით. ეს ის პერიოდი იყო, როცა ქართულ ბაზარზე ყალიბდებოდნენისეთი სააგენტოები, როგორებიცაა: Leavingstone, Singular და ა.შ Facebook-ის გვერდების აწყობიდანშემდეგ უკვე გადავედით კომპანიებისთვის ინოვაციური პროდუქტების შეთავაზებაზე, რაც უფროკრეატიულ იდეებში გამოიხატებოდა. შემდეგ უკვე შევძელით, აგვეყვანა დეველოპერები, Potters-ისგუნდი 40 კაციანი გახდა და უკვე დიდ კომპანიებთან თანამშრომლობა დავიწყეთ. მიუხედავად იმისა,რომ ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა, მაინც წინ სვლას ვაგრძელებდით და არ ვნებდებოდით.

როცა უკვე გავაცნობიერეთ, რომ საინტერესო იდეებზე მუშაობა გამოგვდიოდა, გადავკეთდით სხვატიპის კომპანიად და შიდა სტარტაპების შექმნაზე ვორიენტირდით. თუმცა, როცა სტარტაპებზემუშაობა დავიწყეთ, დელეგირებაში დიდი გამოცდილება არ გვქონდა და ვისაც გადავაბარეთსააგენტოს მართვა, არ გამოუვიდა მას ეს საქმე და სააგენტო გაკოტრდა. რის შემდეგაც, მთლიანადვფოკუსირდით უკვე არსებულ სტარტაპებზე.

შენი სტარტაპები WiFisher და Eventer.ge იმ პერიოდისთვის ერთგვარი ინოვაცია იყო. როგორმიიღო ისინი საზოგადოებამ და როგორ განვითარდნენ ისინი, როგორც სტარტაპები..

2014 წელს შევქმენით eventer.ge და მაშინ მსგავსი პლატფორმა მხოლოდ biletebi.ge იყო. ზოგადადძალიან გვიყვარდა მეც და ჩემი გუნდის წევრებსაც ელექტრონული მუსიკა და ივენთებზე სიარული. თან, იმ პერიოდში საქართველოში აქტიურად ტარდებოდა ელექტრონული მუსიკის ფესტივალები. რადგანაც სააგენტოში დეველოპერები გვყავდნენ, შევქმენით ვებგვერდი, რომელზეც მხოლოდელექტრონული მუსიკის ღონისძიებების ბილეთები განთავსებოდა. მოხდა ისე, რომ ექვს თვეშიავიღეთ ბაზრის 90% და სტარტაპი გადაკეთდა ბიზნესად. შემდეგ უკვე, როცა პლატფორმამ თავისმაქსიმუმს მიაღწია, გავყიდეთ ის ქართულ ბაზარზევე და მთლიანი პლატფორმა ერთ-ერთი დიდიივენთის ორგანიზატორს მივყიდეთ.

შეიძლება ითქვას, რომ eventer-ზე ინტერესი WiFisher-მა დაგვაკარგინა. ეს ამბავიც სახალისოდ დაიწყო- ერთ-ერთმა ჩვენმა დამკვეთმა გვთხოვა, Wi-Fi-ზე რეკლამა გაგვეკეთებინა ერთ-ერთ კაფეში. როცაეს შევძელით მივხვდით, რომ მსგავსი სერვისი სხვა ბიზნესებისთვისაც ხელსაყრელი იქნებოდა. აქტიურად ჩავერთეთ ამ საქმიანობაში და საბოლოოდ WiFisher-ი გახდა პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც 2017 წელს აიღო $500 000 ინვესტიცია ამერიკიდან, რის შემდეგაც დავიწყეთ უცხოეთშიგაფართოება.

სტარტაპერობასთან ერთად, Angel Investment-ის მიმართულებითაც საქმიანობ..

ეს არის ჩემი კარიერის ძალიან ახალი მიმართულება და მსურს, რომ ინვესტორის პოზიციიდანსტარტაპებს ჩემი გამოცდილება და ცოდნა შევთავაზო. სანამ ინვესტორი გავხდებოდი, მანამდევმენტორობდი კიდეც და სხვადასხვა სტარტაპს რჩევებს ვაძლევდი. ხოლო მას მერე, რაც ჩემმამეგობარმა, გური ქოიავამ დააარსა ანგელოზ ინვესტორთა ნეთვორქი (AXEL), შემომთავაზა, რომგავწევრიანებულიყავი. ფაქტობრივად მე და გურიმ ერთად გავაფართოვეთ ეს ქსელი დადღესდღეობით მასში უკვე 60 ადამიანია ჩართული. აქსელთან ერთად, გავიარე World Bank-ის მიერდაფინანსებული ძალიან კარგი კურსები, სადაც ამერიკელმა ანგელოზმა ინვესტორებმა გვასწავლეს, თუ როგორ ხდება სტარტაპის შეფასება, მათთან მოლაპარაკება, დეტალებზე ყურადღებისგამახვილება, რის მერეც 4 სტარტაპში გავაკეთე ინვესტიცია 1 წლის განმავლობაში.

გარდა სტარტაპებისა და Angel Investment-ისა, კიდევ თუ ხარ რაიმე პროექტში ჩართული?

დიახ, 7 თვეა, რაც საერთაშორისო პროექტზე ვმუშაობ, რომელიც სრულად მეტავერსთანაადაკავშირებული. ესაა Advertising Marketplace მეტავერსში, რომელიც საქართველოს ბაზრისთვის არიქნება განკუთვნილი.

ვცდილობ, დავაბალანსო ჩემი საქმიანობები და თან პროდუქტის შექმნაზე ვიზრუნო, თან – გამოცდილი ცოდნა სხვებს გავუზიარო.

და ბოლოს, დაუტოვე სტარტაპებს სამი რჩევა..

არასდროს დანებდნენ

მოიძიონ სწორი პარტნიორი

სხვა ადამიანების რჩევები გაითვალისწინონ და ჩამოიყალიბონ მოსმენის კულტურა

მარიამ გაგუას, როგორც Product Owner-ის კარიერული გზა

ის, ვისზეც ახლა უნდა გიამბოთ, შესაძლოა, სოციალურ მედიაში უკვე არაერთხელ შეგხვედრიათ. ეს გოგონა ხომ სხვადასხვა პლატფორმის მეშვეობით უამრავ რჩევას გვიზიარებს პროფესიების

რუბრიკის წარმდგენია

Share this post