fbpx

წერა თუ საჯარო გამოსვლები – Paul Graham

paul-graham-about-writing-mvp.ge

წერა თუ საჯარო გამოსვლები – Paul Graham

Paul Graham არის ინგლისელი წარმოშობის ამერიკელი პროგრამისტი, მწერალი, ანტრეპრენერი და ინვესტორი. ის ყველაზე მეტად ცნობილია თავისივე შექმმნილი პროგრამირების ენით, Lisp, მისი ყოფილი სტარტაპით, Viaweb და მსოფლიოში საუკეთესო აქსელერატორის, Y Combinator-ის შექმნით. ასევე, მისი ესეებით და წიგნით, Hacker News.

“მე არ ვარ კარგი მოსაუბრე. ხშირად ვიყენებ შორისდებულებს როგორიცაა: “ჰმ”, “მმ” და ა.შ.  ხანდახან პაუზის გაკეთებაც მიწევს, როცა აზრებს ვკარგავ. რეალურად, ვისურვებდი, რომ უკეთესი სპიკერი ვყოფილიყავი. მაგრამ უფრო მეტად მსურს, კარგი მწერალი ვიყო.

შესანიშნავი იქნებოდა კარგი იდეები მქონოდა, რაც ბევრად უფრო საჭირო უნარია მწერლისთვის, ვიდრე მოსაუბრისთვის”- ამბობს ის.

კარგი იდეების ქონა კარგი წერის გარანტიაა. თუ იცით, რაზე ლაპარაკობთ, შეგიძლიათ დაწეროთ ეს ყველაზე რელევანტური სიტყვებით. შესაბამისად, საზოგადოებაშიც აღიქმებით ადამიანად, რომელსაც კარგი სტილი აქვს. საუბრისას პირიქითაა: კარგი იდეების ქონა არ ნიშნავს იმას, რომ მოსაუბრეც იდეალური იქნებით.

“ეს პირველად რამდენიმე წლის წინ კონფერენციაზე შევნიშნე, სადაც  ერთ მომხსენებელს შევხვდი, რომელიც ჩემზე ბევრად უკეთესი იყო.

კონფერენციის შემდეგ ჩემი სფიჩი გამოვაქვეყნე ონლაინ სივრცეში, როგორც ჩვეულებრივ. ვიპოვე იმ ბიჭის საუბრის ჩანაწერი, შევადარე და მხოლოდ მაშინ მივხვდი, მას ბევრი არაფერი უთქვამს არადა, აშკარად, ჩემზე მეტი ჰქონდა სათქმელი. მაშინ, კიდევ უფრო ნათლად დავინახე თუ რამდენად ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა გადმოცემის უნარს ვერბალური კომუნიკაციის დროს, ვიდრე წერის პროცესში. პირადად, მე რამდენიმე წლის წინ მივხვდი რომ სპიკერობისკენ დიდი ინტერესი არ მქონდა” – ჰყვება Paul Graham-ი.

ადამიანების უმეტესობა საჯარო გამოსვლის წინ წინასწარ ამზადებს მოხსენებას, მეც ანალოგიურად მოვქცეულვარ. თუმცა, ვთვლი ეს ართულებს აუდიტორიასთან ურთიერთობას. თუ მაქსიმალურად გსურთ მიიპყროთ მსენელების ყურადღება, ვფიქრობ, პირველ რიგში, თქვენი ყურადღება არ უნდა “გაყოთ” აუდიტორიასა და სიტყვას შორის. ფაქტობრივად, ასეთ დროს მეტად ფოკუსირებული ხართ წინასწარ მომზადებულ ინფორმაციაზე და არა თქვენს მსმენელებზე.

ხანდახან, ცოცხალ აუდიტორიასთან საუბრის სტიმულირება გიბიძგებს იფიქრო ახალ საკითხებზე, თუმცა ეს ვერ იქნება მთლად ახალი იდეების გენერატორი.

ზოგადად, პრაქტიკა ხომ ყველაფრის გამოსავალია. ამიტომ, თუ რამდენჯერმე გაიმეორებთ დაწერილ ტექსტს. შემდეგ უკვე აუდიტორიასთან კომუნიკაცია ძალიან ბუნებრივად გამოგივათ.

პირველ რიგში, რა თქმა უნდა, კარგად უნდა შეისწავლოთ თქვენი აუდიტორია და სიტუაციაც გიჩვენებთ რა სტილში წარმართოთ თქვენი სფიჩი. შეიძლება გამოიყენოთ ხუმრობები, კითხვების რეჟიმში წაიყვანოთ და ამით კიდევ გაზრდით მათ ინტერაქციას და ა.შ

გარდა ამისა, რეაქციები და განყობაც გადამდებია. ამიტომ თუ ერთი ადამიანი მაინც დააინტერესეთ ან გააცინეთ სხვებისგანაც იგივე რეაქცია მოჰყვება. ამიტომ ნუ დაიძაბებით, უბრალოდ მიჰყევით პროცესებს.

საბოლოოდ ისმის კითხვა: რა დანიშნულება აქვს საუბარს? პირველ რიგში, უნდა ითქვას ის, რომ არ ჩამოუვარდება წერილობით სიტყვას იდეების ინსპირაციისთვის. თუმცა, ხშირად წავსულვართ შეხვედრაზე მხოლოდ იმის გამოც, რომ უბრალოდ სპიკერი გაინტერესებთ მაგალითად, პრეზიდენტი, რომელსაც არ აქვს დრო ყველა ადამიანს სათითაოდ ესაუბროს.

“მიხარია ის, რომ ბევრი საინტერესო საჯარო გამოსვლა არსებობს, რომელიც ძალიან მოტივაციურია”. – აცხადებს პოლი.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post