fbpx

Payze, Kernel, Pulsar AI: საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე

Payze, Kernel, Pulsar AI: საქართველოდან საერთაშორისო ბაზარზე

26 ოქტომბერს Startup Grind Tbilisi მორიგ ღონისძიებას მართავს მათთვის, ვისაც სტარტაპის საერთაშორისო ბაზარზე გასვლის პროცესი, მასთან დაკავშირებული სირთულეები და მოულოდნელობები და სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩენის გზა აინტერესებს.

პანელზე 3 წარმატებული ქართული სტარტაპი წარდგება:

Payze – ქართულ და უზბეკურ ბაზრებს სთავაზობს ულიმიტო საშუალებებს ონლაინ გადახდების მისაღებად;
Kernel – მეწარმეების ცხოვრებას მოქნილი ფინანსური ხელსაწყოების დახმარებით ამარტივებს როგორც საქართველოში, ისე – ინდოეთსა და ფილიპინებში;
Pulsar AI – ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით კვლევასა და ტექნოლოგიების განვითარებაზე მუშაობს ამერიკაში.

ღონისძიების დამსწრეებს საშუალება ექნებათ, პირადად გაესაუბრონ დამფუძნებლებს, რომლებიც მასშტაბირების პროცესის შუაგულში არიან.

ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი; მხარდამჭერები – ტერმინალი, მედიალაბი და მეღვინეობა ჩელთი.

ღონისძიებაზე დასასწრებად წინასწარ რეგისტრაცია სავალდებულოა.

ქართული სტარტაპები: Kernel

kernel

მარტივი ინვოისირებისა და ფინანსური ხელსაწყოების სტარტაპი Kernel 2019 წლის ბოლოს ბექა დალაქიშვილმა და მიხეილ ზღულაძემ დააფუძნეს.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post