ხელოვნება და ინოვაციები: PechaKucha Night Tbilisi vol. 16-ის თემა ცნობილია
ხელოვნება და ინოვაციები – სწორედ ამ თემას შეეხება PechaKucha Night Tbilisi-ის მე-16 გამოშვება, რომელიც 18 მარტს, 19:00 სთ-ზე Art House-ში (ლადო გუდიაშვილის #18) გაიმართება.
ღონისძიებაზე პრეზენტაციას 7 სპიკერი წარადგენს. შვიდივე მათგანი გამორჩეული ფიგურაა საქართველოში ხელოვნებისა და ინოვაციების სფეროში:
- Jacob Shedevrs, კონცეპტუალური არტისტი
- Nancy Woland, მხატვარი, გრაფიკული დიზიანერი
- ანა ჩუბინიძე, ილუსტრატორი ანიმაციური ფილმების რეჟისორი
- Teodora Techie, Programmer Loves-ის დამფუძნებელი
- გვანცა კიკალიშვილი, ონლაინ გალერეა Wally-ს დამფუძნებელი
- ბესო კაჭარავა, საუნდ არტისტი
- მაია ბიჭიკაშვილი, ArtTent-ის დამფუძნებელი
PechaKucha Night Tbilisi vol. 16 ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ, ხოლო ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერიაა.
ღონისძიებაზე დასწრება უფასოა, თუმცა მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გაიღონ შემოწირულობა, რაც სრულად გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად.
დასწრება შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით.
ფორმატის შესახებ
PechaKucha Night-ის მოძრაობა 2003 წლის თებერვალში ტოკიოში დაიწყო. ეს იყო ღონისძიებათა სერია ახალგაზრდა დიზაინერების ერთმანეთთან დასაკავშირებლად. იაპონურად PechaKucha (ペチャクチャ) ბლა-ბლა-ბლას ნიშნავს.
PechaKucha Night ახლა უკვე 1200-ზე მეტ ქალაქში მიმდინარეობს. ის არის არაფორმალური და სახალისო შეხვედრების პლატფორმა, სადაც შემოქმედი ადამიანები, ინოვატორები, მეწარმეები, ჩეინჯმეიქერები იკრიბებიან და ერთმანეთს იდეებს, პროექტებსა და ნამუშევრებს უზიარებენ. ისინი ცვლიან აზრებს PechaKucha 20×20 ფორმატში.
PechaKucha 20×20 მარტივი პრეზენტაციის ფორმატია, სადაც სპიკერი 20 სლაიდს წარმოადგენს. თითო სლაიდისთვის მომხსენებელს 20 წამი აქვს. სლაიდები ავტომატურ რეჟიმში იცვლება.
სპიკერების შესახებ
Jacob Shedevrs კონცეპტუალური არტისტია. ის არის პირველი ქართველი ხელოვანი, რომელმაც NFT გაყიდა.
ნენსი ვოლანდი მხატვარი და გრაფიკული დიზიანერია. ის არის Nancy Woland’s studio-ს დამფუძნებელი. გარდა ამისა, მას ცოდნის გაზიარებაც უყვარს და ხატვის სწავლებით არის დაკავებული.
ანა ჩუბინიძე მრავალი ჯილდოს მფლობელი ილუსტრატორი და ანიმაციური ფილმების რეჟისორია. Მისი დაფუძნებული “ჯიბის სტუდია” ქმნის თოჯინურ ანიმაციურ ფილმებს, და ატარებს ღონისძიებებს, რომლებიც საქართველოში ამ სფეროს განვითარებას ემსახურება.
Teodora Techie (თეონა ფორჩხიძე) front-end დეველოპერია. Მისი შექმნილი Programmer Loves, non-fungible.ge-ს მონაცემებით, ქართულ ბაზარზე ყველაზე დიდი გაყიდვების მქონე NFT კოლექციაა.
გვანცა კიკალიშვილი ონლაინ გალერეა wally-ის დამფუძნებელი, კომუნიკაციის კონსულტანტი და არტ ენთუზიასტია. მისი მიზანია, ქართველი არტისტები ლოკალურ და გლობალურ აუდიტორიას გააცნოს.
ბესო კაჭარავა postred-ის დამფუძნებელი, საერთაშორისოდ ცნობილი საუნდ არტისტი და წარმატებული ანტრეპრენერია. მას უმუშავია უამრავ გლობალურად აღიარებულ მხატვრულ თუ დოკუმენტურ ფილმზე, ანიმაციასა და მულტიმედიურ თუ ტრანსმედიურ ინსტალაციაზე.
მაია ბიჭიკაშვილი სამხატვრო გალერეა “არტტენტი”-ს დამფუძნებელია. პროფესიით ის ფილოლოგი, მარკეტერი, საჯარო მმართველობის სპეციალისტი და ეკონომისტია, რომელმაც ბოლო 20 წლის განმავლობაში 12-მდე სხვადასხვა ინდუსტრიაშია იმუშავა.