fbpx

ავტობუსის ბილეთის თეორია გენიალურობის შესახებ – Paul Graham

ავტობუსის ბილეთის თეორია გენიალურობის შესახებ – Paul Graham

მოცემულ ბლოგში გავეცნობით Y Combinator-ის თანადამფუნებლის, პოლ გრეემის, კიდევ ერთ საინტერესო სტატიას გენიალურობისა და ფენომენალური აღმოჩენების შესახებ ავტობუსის ბილეთის თეორიაზე.

ყველასთვის ცნობილია, რომ დიდებული საქმეებისთვის ორი ძირითადი კომპონენტია საჭირო: ბუნებრივი შესაძლებლობა და მიზანდასახულობა. მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც არც ისე კარგად არის საზოგადოებაში გაცნობიერებული – ეს არის გარკვეული საკითხის აკვიატებული ინტერესი.

ამ კონცეფციის ასახსნელად მოვიშველიებთ ავტობუსის ბილეთების კოლექციონერების მაგალითს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძველი ავტობუსის ბილეთებს აგროვებენ. სხვა კოლექციონერების მსგავსად, მათაც ახასიათებთ შესაგროვებელი ნივთების აკვიატებული ინტერესი. შეუძლიათ განასხვაონ სხვადასხვა ტიპის ავტობუსის ბილეთები, რაც ჩვენთვის მაგალითად რთული დასამახსოვრებელი იქნებოდა, იმიტომ რომ ეს საკითხი საკმარისად არ გვაღელვებს. რა აზრი აქვს ძველი ავტობუსის ბილეთებზე ფიქრში ამდენი დროის დახარჯვას?

ამგვარი აკვიატების კიდევ ერთი მახასიათებელი ისაა, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა არ დევს მასში. ავტობუსის ბილეთების კოლექციონერის გატაცება საინტერესო არ არის. ისინი ამას არა სხვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად ან ფულის გამოსამუშავებლად აკეთებენ, არამედ საკუთარი სიამოვნებისთვის.

როდესაც ვაკვირდებით იმ ადამიანების ცხოვრებას, რომლებმაც საოცარ წარმატებას მიაღწიეს, ვხვდებით მოქმედების ერთსა და იმავე სტილს. ისინი ხშირად იწყებენ ავტობუსის ბილეთების კოლექციონერის მსგავსი აკვიატებული ინტერესით რაიმე საკითხისადმი, რაც მათი თანამედროვეებისთვის უაზროა. დარვინის (Charles Darwin) წიგნი გემ ბიგლით მოგზაურობის შესახებ, გამოხატავს მისი ბუნების ისტორიისადმი ინტერესის სიღრმეს. ასეთივე მნიშვნელობის იყო რამანუჯანისთვის (Srinivasa Ramanujan) უსასრულობის თემაზე მუშაობაც.

ამ საქმეს არცერთი მათგანი დიადი აღმოჩენებისთვის საფუძველის ჩასაყრელად არ აკეთება. ავტობუსის ბილეთების შემგროვებლის მსგავსად, დარვინიც და რამანუჯანიც იმას უთმობდნენ დროს რაც მოსწონდათ. თუმცა რამანუჯანის შემთხვევაში, მისი ინტერესეის ობიექტი უმნიშვნელო არ ყოფილა.

გენიალურობის მარტივი რეცეპტის დაწერა რომ გვინდოდეს, ალბათ ასე ჩამოვაყალიბებდით: უმიზნო აკვიატება ისეთი რამის, რაც მნიშვნელოვანია.

დანარჩენი ორი ინგრედიენტი ხომ არ გვავიწყდება? სულაც არა. თემის აკვიატებული ინტერესი უნარების ფლობის დამადასტურებელი საბუთიც არის და მიზანმიმართულობის შემცვლელიც. თუ არ გაქვთ საკმარისი მათემატიკური შესაძლებლობები, უსასრულობის კონცეფცია თქვენთვის არ იქნება საინტერესო. ხოლო როდესაც აკვიატებული გაქვთ საკითხი, მიზანმიმართულობა აღარც გჭირდებათ. საკუთარი თავის მოტივირების ადგილი არ არის იქ სადაც ცნობისმოყვარეობა არ გასვენებთ.

აკვიატებული ინტერესი იღბალსაც მოგიტანთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია. როგორც ლუი პასტერი ამბობს: „იღბალი სწყალობს მხოლოდ მომზადებულ გონებას“. შეპყრობილი გონება კი ყოველთვის მზად არის.

აკვიატების საგნის საზოგადოებისთვის უინტერესოობა ნიშნავს ამკვიატებლის გულწრფელობას, რაც მას ახალი ხედვის აღმოჩენაში ეხმარება.

იღბალი სწყალობს მხოლოდ მომზადებულ გონებას. შეპყრობილი გონება კი ყოველთვის მზად არის.

მეთოდები, რომლებსაც ახალ იდეებამდე მივყავართ, ძირითადად არც თუ ისე პერსპექტიულად გამოიყურებიან. საპირისპიროდ რომ ყოფილიყო, კვლევას სხვები უკვე დაიწყებნდნენ. შესანიშნავი ნაშრომების ავტორები როგორ პოულობენ ისეთ მეთოდებს რომლებიც სხვებისთვის უმნიშვნელოდ გამოიყურება?  ამ კითხვას ძირითადად იმით პასუხობენ, რომ გამომგონებლებსა თუ დიდ მკვლევარებს უბრალოდ სხვებისგან განსხვავებით, ბევრად უკეთესი ხედვა აქვთ. განსაკუთრებული ნიჭის დახმარებით ისინი ხედავენ გზებს, რომლებიც გარშემომყოფებისთვის ამოუცნობია. მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით გრანდიოზულ აღმოჩენებს,  დავინახავთ მათ უკან მდგარ სრულიად სხვა რეალობას. დარვინი განსაკუთრებულ ყურადღებას ინდივიდუალური სახეობების განვითარებას იმიტომ კი არ აქცევდა რომ იცოდა რაოდენ დიდ აღმოჩენამდეც მივიდოდა, არამედ იმიტომ რომ ეს თემა მას ძალიან აინტერესებდა.

დარვინს არ შეეძლო ამ აკვიატებისთვის თავის დანებება, არც რამანუჯანს. მათ ფარული გზები იმიტომ არ აღმოუჩენიათ რომ ისინი განსაკუთრებულად პერსპექტიულად  ეჩვენებოდათ, არამედ იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეეძლოთ.  სწორედ ამ დაუოკებელმა ინტერესმა უბიძგა თითოეულ ასეთ ფენომენალურ მეცნიერს იმ მიდგომების გამოყენებისკენ, რომლებსაც ნაკლებად ამბიციური სხვები აუცილებლად ყურადღების მიღმა დატოვედნენ.

რომელი ნორმალური ადამიანი გადაწყვეტდა ნოველის დასაწერად, წინასწარ, არარსებული ელფების ენის შექმნისთვის წლების დათმობას ტოლკინის (J. R. R. Tolkien) გარდა? ან ვინ მოივლიდა სამხრეთ-დასავლეთ ბრიტანეთის ყველა ოჯახს, თუ არა ტროლოპი (Anthony Trollope) ? –  არავინ, არც ტოლკინი და არც ტროლოპი.

ავტობუსის ბილეთების თეორია გარკვეულწილად ჰგავს კარლაილის ცნობილ განმარტებას, რომ გენიალურობა არის ტკივილის ატანის უსასრულო შესაძლებლობა. თუმცა, არის რამდენიმე განსხვავებაც. ამ ტკივილის უსასრულო ამტანობის მიზეზი, ავტობუსის ბილეთის თეორიაში არ არის შრომისმოყვარეობა, როგორც ეს კარლაილს აქვს აღწერილი. ამ შემთხვევაში, მიზეზი უსასრულო ინტერესია, რაც კოლექციონერებს აქვთ. ასეთი განმარტება ამდიდრებს კიდეც მთელს კონცეფციას, რადგანც გენიალურობა ხდება ტკივილის ატანის უსასრულო შესაძლებლობა, იმისთვის რაც მნიშვნელოვანია.

და რა არის რეალურად მნიშვნელოვანი? ამაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. წინასწარ ვერავინ გეტყვით, რომელი გზა არის აღმოჩენების ყველაზე მაღალი პოტენციალის მქონე იმ საქმეში რომელიც გაინტერესებთ.

ამ კუთხით არსებობს ევრიტიკული მიდგომების მთელი კასკადი, რომლებმაც შესაძლოა მიგვახვედროს არის თუ არა აკვიატება მნიშვნელოვანი. მაგალითად, უფრო პერსპექტიული რამეს თავად ქმნიდეთ ვიდრე სხვების მიერ შექმნილი პროდუქტის უბრალო მომხმარებელი იყოთ. აგრეთვე პოტენციალი მეტია თუ რთული საკითხები გაინტერებთ, განსაკუთრებით მაშინ თუ ისინი გარშემომყოფებისთვის კომპლექსურია თქვენთვის კი არა. ნიჭიერი ადამიანების აკვიატებებს კი ყველაზე დიდი პოტენციალი აქვს. როდესაც განსაკუთრებული უნარების მქონე ადამიანს რაიმე შემთხვევითი საკითხი აინტერესებს, ეს რეალურად სულაც არ არის შემთხვევითი.

ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ფენომენალური საქმის გასაკეთებლად დიდი დროის გაფლანგვა მოგიწევთ.  მიმართულებების უმეტეს ნაწილში წარმატება რისკის პროპორციულია. თუ ამ მიდგომას მოცემულ საკითხებს მივუსადაგებთ, გამოვა რომ დიდი მიღწევებისთვის ბევრი იმედგაცრუების და არაპერსპექტიული იდეების გამოვლა დაგჭირდებათ.

გენიალურ მეცნიერებს რამდენიმე წამყვანი გატაცება აქვთ. მათ საოცარ მიგნებებზე რამდენად აქვს გავლენა ყველა ასეთ ინტერესს საკმაოდ ბუნდოვანია. მაგალითად, ნიუტონს სამყაროს მათემატიკის მიდგომებით ახნის გარდა ალქიმია და თეოლოგია აინტერესებდა განსაკუთრებით. მის კვლევებზე მოახდინა თუ არა ამ ორმა აკვიატებამ გავლენა, დღემდე უცნობია.

როდესაც კონკრეტულ გეზს ირჩევთ, შეუძლებელია იწინასწარმეტყველოთ ის რას მოგიტანთ. შესაძლოა ერთმა არასწორმა გადაწყვეტილებამ ისტორიისთვის უცნობ ადამიანად გაქციოთ. თუნდათ დარვინი რომ ერთი საუკუნით ადრე დაბადებულიყო, შესაძლოა მის შესახებ არაფერი გაგვეგო. მისი ცხოვრების პერიოდში ბუნების ისტორიის ინტერესი საკმაოდ პოპულარული იყო.

როგორ დავიზღვიოთ თავი ერთი მცდარი ნაბიჯით გამოწვეული კრახისგან? პირველი და მარტივი გამოსავალი არის ცალსახად პერსპექტიული გზის არჩევა და მისი მიყოლა, პირადი აკვიატებების ნაცვლად. მაგრამ რისკის შემცირებასთან ერთად ჯილდოს ღირებულებაც დაიწევს. ხოლო თუ საკუთარ ამბიციებს ბოლომდე გაყვებით, შეიძლება ბევრი საოცარი შესაძლებლობის მიღმა აღმოჩნდეთ. ამ შემთხვევაში პრობლემა მრავალი პარალელური ინტერესის არსებობით მოაგვაროთ. ეს მოგცემთ საშუალებას ერთი თემიდან მეორეზე გადაერთოთ და შეარჩიოთ მთავარი ფოკუსი თანამედროვე ტრენდების შესაბამისად. მთავარია ძალიან ბევრ მიმართულებას არ შეეჭიდოთ ისე, რომ ვერცერთში ვერ მიაღწიოთ სასურველ სიღრმეს.

ავტობუსის ბილეთების თეორია კარგად ხსნის რატომ არიან განსხვავებული ადამიანები სხვადასხვა საქმიანობით დაკავებულები. ინტერესები კიდევ უფრო არათანაბრად არის განაწილებული სოციუმში ვიდრე უნარები და თუ მხოლოდ უნარებია წარმატების მისაღწევად საჭირო, ხოლო ნიჭი თანაბრად არის განაწილებული ადამიანებში, მოგიწევთ კომპლექსური თეორიის შექმნა, რომელიც ახსნის შესაძლებლობების არათანაბარ პროპორციებს ფენომენალურ მეცნიერებში. მათში ვინც სრულიად განსხვაებულ სფეროებში მიაღწიეს აღიარებას. ამ ყველაფერს უმეტესობა იმით ხსნის რომ ყველა სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ინტერესები აქვთ.

ეს კონკრეტული თეორია იმასაც ხსნის თუ რატომ მცირდება დიდი წარმატების მიღწევის შანსები მათთვის ვისაც შვილები ჰყავს. ამ შემთხვევაში ინტერესები და გარემოებები ერთმანეთს უპირისპირდება. სამსახურის პოვნაც ხომ საკმაოდ რთულდება თუ უკვე მშობელი ხართ? ან იქნებ ოჯახის გამო დასაქმება სულაც აღარ გინდათ?

სასარგებლო და საზიანო პროკრასტინაცია – Paul Graham

პროკრასტინაცია პოლ გრეემი

თუ ამ დრომდე პროკრასტინაციის შესახებ სტატიები წაგიკითხავს, უმეტეს მათგანში მისგან ,,განკურნებაზე’’ საუბარს შეხვდებოდი. პირდაპირები რომ ვიყოთ, ეს შეუძლებელია. თუმცა, აუცილებელია კი მასთან ბრძოლა? იქნებ საქმის გადადება სხვა სამუშაოთი დასაკავებლად ყოველთვის ცუდი არ არის? – სწორედ ამ კითხვას სვამს Y combinator-ის თანადამფუძნებელი პოლ გრეემი.

ავტობუსის ბილეთის თეორია აგრეთვე გვთავაზობს გზებს, იმისათვის რომ წავახალისოთ ფენომენალური ნაშრომების შექმნა.  თუ გენიალურობისთვის მხოლოდ ნიჭი და შრომაა აუცილებელი, მაშინ ისღა დაგვრჩენია ვიმედოვნოთ რომ გვაქვს საკმარისი შესაძლებლობები და შევუდგეთ შრომას. მაგრამ, თუ კრიტიკული მნიშვნელობა ინტერესს ენიჭება, ჩვენ შევძლებთ გავზარდოთ ინტერესი და შესაბამისად გენიალურობაც. მძიმე შრომა აღარ იქნება აღმოჩენებისთვის აუცილებელი კომპონენტი. ინტერესი ხომ რაღაცების მხოლოდ გასართობად კეთებასაც გულისხმობს. ამ პროცესში თუ აღმოაჩენთ დაბრკოლებას, შესაძლოა სწორედ ეს იყოს გადამწყვეტი წერტილი თქვენი წარმატების გზაზე.

პოლს ყოველთვის მოსწონდა ემინგის ორაზროვანი შეკითხვა: რა არის თქვენს მიმართულებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები და რატომ არ მუშაობთ რომელიმე მათგანზე? – ეს გამოფხიზლების მშვენიერი მეთოდია. თუმცა ანალოგიურად პროდუქტიული შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი შეკითხვაც, როგორიც არის: რომ შეგეძლოთ 1 წლით სამსახურის მიტოვება, იმისთვის რომ არც ისე მნიშვნელოვან მაგრამ თქვენთვის ძალიან საინტერესო საკითხზე გემუშავათ, რა იქნებოდა ის?

მოცემული თეორიის პერსპექტივიდან, ასაკის მატებასთან ერთად სამუშაო ტემპის შენელების მთავარი მიზეზი, ის კი არ არის რომ დროთაგანმავლობაში ადამიანი კონკურენტუნარიანობას კარგავს, არამედ ის რომ იგი სტაბილურობას ზედმეტად ეჩვევა და ვეღარ რისკავს ისეთ პროექტებზე მუშაობას, რომლებზეც ახალგაზრდობაში უარს არ იტყოდა.

ამგვარი სიტუაციებიდან თავის დაღწევის გზა საკმაოდ მარტივია, უნდა შეინარჩუნოთ ახალგაზრდული უდარდელობა. ეს რთული პროცესი იქნება, რადგან შემთხვევით პროექტებზე მუშაობა იმისათვის რომ ტემპი არ შეანელოთ, სხვებისთვის შესაძლოა თქვენს წარუმატებლობას ნიშნავდეს. ვერც თქვენ იქნებით დარწმუნებული იმაში, რამდენად ცდებიან ასეთი გარშემომყოფები. მაგრამ ერთი რამ ნათელია, ყოველთვის ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება თქვენთვის იმ საკითხებზე მუშაობა რომლებიც რეალურად გაინტერესებთ.

რეალურად ინტელექტუალური „ავტობუსის ბილეთების“ შეგროვების ჩვევა შეგვიძლია საკუთარ შვილებს გამოვამუშავებინოთ. სტანდარტული სასწავლო გეგმა სკოლაში, ორიენტირებულია თავდაპირველად ფართო სპექტრის ცოდნის მიღებაზე და შემდეგ ფოკუსის კონკრეტიზაციაზე. რადგან ზოგად განათლებას სკოლა ფარავს, პოლ გრეემი მის შილებს კონკრეტული თემების სიღრმეებს აცნობს.  როგორც კი ისინი რაიმე საკითხით დაინტერესდებიან, არ აქვს მნიშნელობა რამდენად მნიშნელოვანი იქნება თავად თემა, პოლი შვილებს მხარს უჭერს ამის განვითარებაში, დაახლოებით ავტობუსის ბილეთების კოლექციონერის დონემდე.

პოლი ასეთ მიდგომას იმით ხსნის, რომ უნდა საკუთარ შილებს სასიამოვნო სწავლის პროცესის გამოცდილება მისცეს. ეს კი მიღწევადი არ არის თუ რამეს დააძალებს მათ. თემა აუცილებლად მათთვის საინტერესო უნდა იყოს. პოლი მიჰყვება მათი აზრების განვითარების დინებას, მინიმალური წინააღმდეგობით და უბიძგებს მეტი სიღრმისკენ. მისი აზრით, როდესაც შვილს სწავლის პროცესით სიამოვნების მიღებას აჩვევ, სიღრმისეული ანალიზის განვითარებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

თქვენ ალბათ იკითხავთ, აქვს კი ამ ყველაფერს შედეგი? – პოლი გიპასუხებთ რომ ჯერ არ იცის. ეს გაურკვევლობა მისთვის ყველაზე საინტერესო ნაწილია. ჯერ კიდევ იმდენი რამ გვაქვს შესასწავლი, იმისთვის რომ გავიგოთ როგორ იქმნება გენიალური ნაშრომები. რაც არ უნდა ძველი გვეგონოს ადამიანური ცივილიზაცია, ის ჯერ მაინ ახალგზარდაა თუ საფუძვლები ბოლომდე შესწავლილი არ არის. ნამდვილად ამაღელვებელია იმაზე ფიქრი, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ არის აღმოსაჩენი.

Powered by Stepan Parunashvili 🦾

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post