ამიერიდან Youtube Music-ში პოდკასტებიც შეგვხვდება
მიუხედავად იმისა, რომ YouTube ვიდეო პოდკასტების კერაა, Google-ის მფლობელობაში მყოფი პლატფორმა ჯერ არ უშვებს პირდაპირ აუდიომასალებს. YouTube პოდკასტინგის ხელმძღვანელმა კაი ჩუკმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ პოდკასტი მალე დაემატება YouTube Music-ს.
„მალე დავიწყებთ როგორც აუდიო, ასევე ვიდეო პოდკასტების YouTube Music-ში ჩაინტეგრირებას, რაც პოდკასტებს უფრო შესამჩნევს და ხელმისაწვდომს გახდის, უფრო მეტ რეგიონში“, – განაცხადა YouTube-ის წარმომადგენელმა.
პოდკასტები ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.
როგორც ცნობილია, YouTube არ არის განსაკუთრებით დაინტერესებული პოდკასტერებთან ექსკლუზიური გარიგებების გაფორმებით, რაც Spotify-ის მთავარი სტრატეგია იყო. როგორც ჩანს, YouTube-ს სურს, გააერთიანოს პოდკასტების მოსმენის გამოცდილება ვიდეოსა და აუდიოზე – ასე რომ, თუ ვინმე უყურებს პოდკასტს ვიდეოზე, მას შეუძლია, აუდიოზე გადაერთოს ეპიზოდის შუაში, რათა გზაში მოსმენაც შეძლოს.
ცნობილია ისიც, რომ შემქმნელებს ექნებათ წვდომა პოდკასტების ხელსაწყოებზე YouTube Studio-ში, რაც გააადვილებს ვიდეოების პოდკასტებად გარდაქმნას.