fbpx

28 მაისს Presto Ventures -ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება

Presto Ventures

28 მაისს Presto Ventures -ის მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართება

წარმოადგენთ სტარტაპს, რომელიც დაფინანსებას ეძებს? საინვესტიციო კომპანია Presto Ventures პანელურ დისკუსიაზე იწვევს სტარტაპების დამფუძნებლებს, მეწარმეებს, სტარტაპმენტორებსა და ინჟინრებს და მათ კავშირების დამყარების საშუალებას აძლევს. ღონისძიება 28 მაისს, 18:30 საათზე, სასტუმრო სტამბის ეზოში გაიმართება.

მისი მონაწილეები იქნებიან ვოიტა როჩეკი და რომან ნოვაჩეკი (Presto Ventures); სებასტიან სულმა (Depo Ventures); დაჩი ჭოლაძე (Pulsar AI); ნასერ უჯიდანე (Intrro) და მახო კიტუაშვილი (OMOFOX).

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა და მსურველებმა ფორმა მითითებულ ბმულზე უნდა შეავსონ.

ვენჩურული ფონდების შესახებ

Presto Ventures არის 2016 წელს,  პრაღაში დაფუძნებული საინვესტიციო კომპანია, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიურ სტარტაპებზეა ორიენტირებული. ის კომპანიებს ინვესტიციებითა და სხვადასხვა რესურსით უზრუნველყოფს, რათა მათ სწრაფ განვითარებას, ასევე ადგილობრივ და გლობალურ ბაზრებზე ზრდას შეუწყოს ხელი.

2016 წელს, პრაღაში დაარსებული DEPO Ventures სტარტაპებსა და ინვესტორებს აკავშირებს. ის მართავს დამოუკიდებელი ანგელოზი ინვესტორების ქსელსა და Seed საინვესტიციო ფონდს სახელწოდებით Grouport, რომელიც ადრეული ეტაპის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მაღალტექნოლოგიურ პროექტებზეა ფოკუსირებული.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post