fbpx

პროცესი VS პროდუქტი – ჯეფ მორისი

პროცესი VS პროდუქტი – ჯეფ მორისი

ჩვენ ვმუშაობთ ინდუსტრიაში, სადაც ძალიან უყვართ სამუშაო პროცესი, რომლის შედეგადაც იქმნება პროდუქტი. ასევე, შეპყრობილი ვართ შექმნილი პროდუქტებით: საგზაო რუკებით, მეთოდოლოგიებით, აკრონიმებითა და ინსტრუმენტებით – გამოდის, რომ, რეალურად, პროდუქტის ხალხი ვართ, თუმცა, პროცესიც მნიშვნელოვანია ცხოვრებაში. “უდავოა, ის რომ უნდა ვაშენოთ მაღალი ხარისხის ეფექტური პროდუქტები” – აღნიშნავს ჯეფ მორისი.

 

პროდუქტის მენეჯერებსა და დიზაინერებს უყვართ სამუშაო პროცესი, რომელიც პროდუქტების შექმნას ემსახურება. თუმცა, უნდა გვახსოვდეს უფრო მნიშვნელოვანი: მომხმარებლებს რეალურად არ აინტერესებთ, თუ როგორ ვაშენებთ ჩვენს პროდუქტებს, ან როგორია სამუშაო პროცესი.  მათ მხოლოდ აინტერესებთ ის შედეგი, რასაც ხედავენ, ან პროდუქტები, რაც მათ ხელშია.

მათ ხიბლავთ ის მომენტი, როდესაც აპების გამოყენებთ გაურბიან რეალობას რამდენიმე წუთით, როდესაც აღმოაჩენენ რაღაც ახალს. ამიტომ, ნაკლებად უნდა გვაინტერესებდეს პროცესი და მეტად ვფოკუსირდეთ იმაზე, რაც რეალურად მეტად მნიშვნელოვანია.

• მთავარია ის, რომ ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც კლიენტებში ღიმილს იწვევს.

• მთავარია ის, რომ ვქმნით პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებლების ცხოვრებას უფრო სრულყოფილად აქცევს და უამრავ ადამიანს აძლევს წვდომის საშუალებას განათლებასა და სხვადასხვა რესურსზე.

• მთავარი ის არის, რომ ჩვენ ვქმნით პროდუქტებს, რომლებზეც მომხმარებლები ამბობენ: “ვერ წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება, ამ აპის გარეშე”.

ჩვენი სამიზნე ამოცანაა გავახაროთ მომხმარებლები სასარგებლო პროექტებით. ვფიქრობ, ვთანხმდებით, რომ პროცესი მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, მომხმარებლებს რა ურჩევნიათ..

პროდუქტი, რა თქმა უნდა.

რას ნიშნავს მეგობრული დამფუძნებელი? – აარონ ჰარისი

ბევრი VC საუბრობს დამფუძნებლების მეგობრობულ თვისებებზე. მე შევამჩნიე, რომ დამფუძნებლებს ხშირად არასწორად ესმით, როგორ მუშაობს ეს სინამდვილეში.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post