fbpx

რა არის პროდუქტის განვითარების გეგმა (Product Roadmap)

product roadmap

რა არის პროდუქტის განვითარების გეგმა (Product Roadmap)

Product Roadmap არის სამოქმედო გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება პროდუქტი ან გადაწყვეტილება დროთა განმავლობაში. ის გუნდის წევრებს პროდუქტის ან პროექტის მოკლე და გრძელვადიანი მიზნების გარშემო აერთიანებს.
Atlassian-ის განმარტებით:

პროდუქტის განვითარების გეგმა ხშირად აჩვენებს რას ქმნით, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია იმის დანახვებაც, თუ რატომ ქმნით. მისი შემადგენელი ნაწილები მკაფიოდ უნდა იყოს დაკავშირებული თქვენი პროდუქტის სტრატეგიასთან. ხოლო თავად გეგმა უნდა ეხმაურებოდეს ცვლილებებს მომხმარებელთა უკუკავშირსა და კონკურენტულ ლანდშაფტში.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ პროდუქტის განვითარების გეგმის (Product Roadmap) შემუშავება განმეორებადი პროცესია და გეგმა კვარტალში ერთხელ მაინც უნდა გადაიხედოს.

რატომ გჭირდებათ Product Roadmap

პროდუქტის განვითარების გეგმის ყველაზე დიდი სარგებელი არის სტრატეგიული ხედვა, რომელსაც ის ყველა დაინტერესებული მხარისთვის ნათელს ხდის.
შიდასტრუქტურული მხრიდან თუ შევხედავთ, Product roadmap მაგალითად დეველოპერებს ფართო სურათის დანახვის საშუალებას აძლევს. ამის შედეგად გუნდის წევრები ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანებზე ფოკუსირდებიან და სწრაფ, ავტონომიურ გადაწყვეტილებებს იღებენ.
სარგებლის კომპანიის გარე მხრიდან განხილვის შემთხვევაში კი, ის (პროდუქტის განვითარების საჯარო გეგმა) მომხმარებლებს ამოტივირებს და მათ პროდუქტის ადვოკატებად აქცევს.

რა უნდა გაითვალისწინოთ Product Roadmap-ის შექმნისას

პროდუქტის განვითარების გეგმის შექმნამდე პროდუქტის ხედვა (Product Vision) და პროდუქტის სტრატეგია (Product Strategy) უნდა გქონდეთ ჩამოყალიბებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას რეალური კონტექსტი არ ექნება, რაც პრობლემებს წარმოშობს. Product Roadmap-ს ეს ხედვები, გეგმები და სტრატეგიები მოქმედებებამდე დაჰყავს, რომელთაც სხვადასხვა გუნდი ახორციელებს.

რა არის პროდუქტის სტრატეგია

ნებისმიერ სტარტაპში პროდუქტის მენეჯერის როლი, მარტივად რომ ავხსნათ, არის მეცნიერებისა და ხელოვნების კომბინაცია. კი, არ მოგეჩვენა. ახლა კი, ორივე მათგანი ავხსნათ – მეცნიერებაში იგულისხმება ბაზრის, მომხმარებლის, გუნდისა და ტექნოლოგიის შესწავლა, ხოლო ხელოვნებაში – ინტუიცია, გამოცდილება და შემოქმედებითობა.

კარგი გეგმა იგება Product discovery-ის განხორციელების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. უკანასკნელი გულისხმობს მომხმარებელთან საუბრის და მათი უკუკავშირის მოსმენის პროცესს. ანუ, პროდუქტის განვითარების გეგმა უნდა შეეხებოდეს ადამიანების პრობლემების გადაჭრას.

როგორ უნდა შექმნათ Product Roadmap

Product Roadmap-ის შექმნისას უნდა გაითვალისწინოთ ბაზრის ტრაექტორია, მომხმარებლის ღირებულების წინადადება (Customer Value Proposition), სტრატეგიული მიზნები და თქვენი ძალისხმევის შემზღუდველები. ამ ფაქტორების გააზრების შემდეგ, შეგიძლიათ გუნდთან ერთად ინიციატივებისთვის პრიორიტეტების მინიჭება დაიწყოთ Product Roadmap-ზე.
გეგმის შინაარსი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ვისთვის ქმნით მას. მთავარი კი ისაა, რომ მკითხველისთვის გასაგებ ენაზე დაწეროთ იგი და შესაბამისი რაოდენობის დეტალი ჩართოთ.

Product Roadmap-ის ტიპები

• შიდა Product Roadmap დეველოპმენტის გუნდისთვის –  ის შეიძლება რამდენიმე გზით შეიქმნას იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოსწონს თქვენს გუნდს მუშაობა. ზოგიერთი ფართოდ გავრცელებული ვერსია მოიცავს დეტალებს იმ ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს უნდა მიეწოდოს; ჩაშვების თარიღებსა და ეტაპებს.

• შიდა Product Roadmap აღმასრულებლებისთვის ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორ უწყობს ხელს გუნდების მუშაობა კომპანიის მიზნებისა და სასურველი შედეგების მიღწევას. ამ ტიპის გეგმის ორგანიზება ხშირად თვეების ან კვარტლების მიხედვით ხდება, რათა გარკვეული დროის განმავლობაში ამ მიზნებისკენ წინსვლის პროგრესი აჩვენოს.

• შიდა Product Roadmap გაყიდვების გუნდისთვის – ის ფოკუსირებულია ახალ ფუნქციებსა და მომხმარებლის სარგებელზე, რათა ხელი შეუწყოს პოტენციურ შემსყიდველებთან საუბრებს.

• საჯარო Product Roadmap –  მან მომხმარებელში მღელვარება უნდა გამოიწვიოს იმ ფუნქციების ირგვლივ, რომლებიც თქვენს პროდუქტს მომავალში დაემატება. საჯარო გეგმა უნდა იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და ადვილად წასაკითხი. მან უნდა წარმოადგინოს ზოგადი ხედვა ახალი ფუნქციებისა და პრიორიტეტული სფეროების შესახებ, რათა მომხმარებლები დაინტერესდნენ პროდუქტის სამომავლო მიმართულებით.

როგორ უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები Product Roadmap-ში?

პროდუქტის განვითარების გეგმის შედგენისას აუცილებელია პრიორიტეტების განსაზღვრა, რადგან აღნიშნულს დიდი გავლენა აქვს პროდუქტის წარმატებაზე. მისი შექმნისას მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოქმედება თქვენს მთავარ მიზანთან იყოს შესაბამისობაში.ახლა კი გაგაცნობთ სტრუქტურებს, რომლებიც პრიორიტეტების დალაგებაში დაგეხმარებათ.

RICE

RICE-ის დახმარებით ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქციების კომპლექტის გამოყოფას შეძლებთ. თავად აბრევიატურა კი შემდეგნაირად იშიფრება:

მიღწევა (Reach) – რამდენ მომხმარებლამდე მიაღწევს ეს ინიციატივა?
გავლენა (Impact) – რამდენი მომხმარებელი მიიღებს ღირებულებას მისგან?
თავდაჯერებულობის დონე (Confidence level) – რამდენად დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ ინიციატივა იმუშავებს?
ძალისხმევა (Effort) – რა ძალისხმევაა საჭირო მის შესაქმნელად?

პროდუქტის განვითარების გზა

MoSCoW

ეს მოდელი ინიციატივებს პრიორიტეტს იქიდან გამომდინარე ანიჭებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ისინი მომხმარებლის მიერ პროდუქტისგან სარგებლის მისაღებად.
მნიშვნელობის დონეები შემდეგ კატეგორიებად იყოფა:

Must have – ესაა იმ ფუნქციების ნაკრები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ მომხმარებელმა პროდუქტისგან ღირებულება მიიღოს.
• რა მოხდება, თუ ეს ფუნქცია პროდუქტის ჩასაშვებ ამ ვერსიაში არ იქნება?
• იმუშავებს თუ არა პროდუქტი ამ ფუნქციის გარეშე?

Should have – ფუნქციები, რომლებიც მნიშვნელოვანია მომხმარებლისთვის, თუმცა ღირებულების მიწოდებისთვის – არააუცილებელი. (მაგალითად: ხარვეზის გასწორება.)
• რა მოხდება, თუ ეს ფუნქცია პროდუქტის ჩასაშვებ ამ ვერსიაში არ იქნება?
• შეიძლება თუ არა ეს საკითხი შემდეგ ჩაშვებამდე გადავდოთ?

Could have – ამ ფუნქციებს ძალიან ცოტა გავლენა აქვთ და პროდუქტის ფუნქციონირებისთვის არ არის აუცილებელი. მათი დანერგვის შემთხვევაში, მომხმარებლის გამოცდილება გაუმჯობესდებოდა. თუმცა, მათი არარსებობა ადამიანებს არ აიძულებს პროდუქტის მოხმარების შეწყვეტას.
• არის თუ არა ეს მთავარი ფუნქციის განსახორციელებლად აუცილებელი?
• რა მოხდება, თუ მათ არ დავნერგავთ?

Won’t Have – ფუნქციები, რომელთა შექმნაც არ შეუძლია კომპანიას თუნდაც იმის გამო, რომ საკმარისი შესაძლებლობები არ აქვს.
• ნულოვანი ან მცირე მნიშვნელობა აქვთ ახლა მათ პროექტისთვის?
• არის თუ არა შანსი, რომ ის პრიორიტეტული გახდეს მომავალში?

 

და ბოლოს, მართალია პრიორიტეტების განსაზღვრის ჩარჩოები ქმედითია, თუმცა თქვენთვის უნიკალური სტრუქტურის აგებაც შეგიძლიათ ინდუსტრიის, მომხმარებლების ან/და დემოგრაფიის გათვალისწინებით.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post