fbpx

რა არის პროდუქტის სტრატეგია

რა არის პროდუქტის სტრატეგია

ნებისმიერ სტარტაპში პროდუქტის მენეჯერის როლი, მარტივად რომ ავხსნათ, არის მეცნიერებისა და ხელოვნების კომბინაცია. კი, არ მოგეჩვენა. ახლა კი, ორივე მათგანი ავხსნათ – მეცნიერებაში იგულისხმება ბაზრის, მომხმარებლის, გუნდისა და ტექნოლოგიის შესწავლა, ხოლო ხელოვნებაში – ინტუიცია, გამოცდილება და შემოქმედებითობა.

პროდუქტის მენეჯერის საქმიანობაში ორი ძირითადი ნაწილი შეიძლება გამოვყოთ:

1.დეტალებზე ფიქრი, რათა პროდუქტი ისე შექმნა, რომ მომხმარებლის მოთხოვნას ერგებოდეს.

2.ხარისხიანი პროდუქტის მომხმარებლამდე სწრაფად მიტანა.

ეს ყველაფერი შეგვიძლია, PM 101-ად, ანუ იმ საბაზისო უნარებად მივიჩნიოთ, რომლებიც პროდუქტის ყველა მენეჯერმა უნდა გამოიმუშავოს. თუმცა, წარმატებისთვის მხოლოდ ეს არაა საკმარისი. მოდი, პირველ რიგში განვსაზღვროთ რა არის სტრატეგია და სტატიის შემდეგ ნაწილში პროდუქტის სტრატეგიის ძირითად სტრუქტურას გაგაცნობ.

სტრატეგია ეს არის წინასწარ განსაზღვრული გეგმა და პრიორიტეტები, რომლებსაც დასახულ მიზნამდე მივყავართ. ზოგადად, სტრატეგიის შემუშავებისას შემდეგ სამ კითხვას უნდა უპასუხო:

1.რა არის ის კონკრეტული მიზანი/შედეგი, რომლის მიღწევაც გვინდა?

2.მიზნების გათვალისწინებით, რატომ ვქმნით იმ პროდუქტს, რომელსაც ვქმნით? რას არ ვაკეთებთ და რატომ?

3.რა არის საუკეთესო გზა ჩვენი მიზნების მისაღწევად?

ყურადღება მიაქციე, რომ კითხვებს – რა? რატომ? და როგორ? ხშირად ვსვამთ.

ახლა, პროდუქტის სტრატეგიის შექმნის პროცესზე და გასავლელ საფეხურებზე უფრო დეტალურად ვისაუბროთ.

საფეხური 1: სამუშაოს შესრულება

არსებობს ასეთი მითი, რომ კარგი სტრატეგია ოთახში ჩაკეტვითა და დაფაზე გაკეთებული ნაჯღაპნებით წარმოიშვება. თუმცა, რეალურად, ეს მეტად შრომატევადი და ბევრი მონაცემების შეგროვებასთან დაკავშირებული პროცესია.

არსებობს რამდენიმე ძირითადი კითხვა, რომლებსად ამ ეტაპზე უნდა უპასუხო:

– რას მეუბნება მონაცემები? Usage Number-ში რაიმე ტენდენცია ან სტრუქტურა ხომ არ ჩანს?

ტრენდების დასადგენად, Usage შეგიძლია, დაყო მომხმარებლის ტიპების, ქვეყნების, პლატფორმებისა და ინდუსტრიების მიხედვით.

– რას ამბობენ მომხმარებლები? როდესაც უკვე გაანალიზებულ რიცხვებში ანომალიებს  აღმოაჩენ, მომხმარებლებს უნდა ჰკითხო, თუ რატომ იქცევიან ისე, როგორც იქცევიან. შეგიძლია, კითხვები მათი ცხოვრების, საქმიანობის ან პრობლემების შესახებ დაუსვა, ასევე გაარკვიო, თუ რა სურთ, რომ შექმნა.

ხშირად, საკუთარი პროდუქტის მომხმარებლები თავადაც ვართ, ამიტომ შენი გამოცდილებაც გაითვალისწინე. სწორედ ამ ნაწილში განივითარებ ინტუიციასა და ემპათიას.

– რა ხდება ბაზარზე? რომლებია ზრდადი ინდუსტრიები და რომელ მათგანში ღირს ინვესტიციის ჩადება? რა ახალი ტექნოლოგიები გამოჩნდა ბაზარზე? შემიძლია ისინი მომხმარებლის პრობლემის გადაჭრის პროცესში გამოვიყენო?

– რა გამოგვდის როგორც კომპანიას/გუნდს კარგად? როგორ შეგვიძლია ამ უპირატესობების მიზნის მისაღწევად გამოყენება? რა გამოგვდის ცუდად? არის თუ არა რაიმე ისეთი, რისი შეცვლაც გვინდა ან ვაპირებთ?

საფეხური 2: წარმატების ცნების განსაზღვრა

აქ მთავარი კითხვაა: რა არის წარმატება და როგორ გავზომოთ ის?

ჩვეულებისამებრ, ყველა შემოსავლისა (increase revenue)  და ჩართულობის (increase engagement ) ზრდით იწყებს ხოლმე.  მართალია, ეს მეტრიკები მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მიზანი ნამდვილად ვერ იქნება.

მიზნის განსაზღვრის პროცესი რომ გაგიმარტივდეს, შემდეგ სამ კითხვას უნდა გასცე პასუხი:

– რა არის ვენი გუნდის mission statement? რატომაა ის მნიშვნელოვანი და როგორ დაუკავშირდებოდა უფრო დიდ mission statement-ს, თუ უფრო დიდი კომპანიის/გუნდის ნაწილი ვიქნებოდით?

ამ ნაწილში კარგი იქნება, თუ შემდეგ ფრაზას შეავსებ: ,,როგორი იქნებოდა მსოფლიო თუ ……. (აქ mission statement უნდა ჩასვა) რეალური იქნებოდა?’’.  თუ ამ კითხვაზე პასუხი ამბივალენტურია, მაშინ განსაზღვრული მისია ზედმეტად ბუნდოვანი ან არასაკმარისად სასურველია.

– რომელი ადამიანური საჭიროების დაკმაყოფილებას ვცდილობთ?

– რას ნიშნავს ჩვენთვის წარმატების 6 თვეში მიღწევა? 3 წელში? დროის ეს განსხვავებული პერიოდები განსხვავებულ კითხვებისთვის პასუხის გაცემაში დაგეხმარებათ.

საფეხური 3. დახარისხება/გადარჩევა

წარმატების ცნებაზე უკვე ნათელი წარმოდგენა გაქვს და საკმარისი მონაცემებიც გააანალიზე. ახლა დროა გადარჩევაზე იფიქრო, ჩამოაყალიბო Opinion და პირველი Proposal. ეს ნაწილი, შესაძლოა, რთულად გეჩვენოს, რადგანაც ბევრი კარგი იდეა არსებობს. თუმცა მათი თაიმლაინზე უბრალოდ ჩამოყრა, სტრატეგია ნამდვილად არაა.

ამ პროცესში, შესაძლებელია, რამდენიმე საკმაოდ გავრცელებულ  საფრთხეს წააწყდე:

– გააკეთე ზუსტად ის, რასაც მომხმარებელი/გუნდი/აღმასრულებელი მოითხოვს

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ უსაფრთხო გზა ჩანს. ისინი დაინტერესებული მხარეები არიან და უკეთესია, თუ მათი მოთხოვნები ერთმანეთს ნაწილობრივ ემთხვევა, არა?

ზოგადად, განვითარების გზის ამ მოთხოვნებზე აგება მარტივია და ის ადამიანებს გააბედნიერებს კიდეც, ოღონდ ხანმოკლედ. რეალურად, ეს ის სახიფათო სტრატეგიაა, რომელიც ,,არასტრატეგიულ/არაშორსმჭვრეტ” ტიპის უკუკავშირამდე მიგიყვანს.

აქ ერთი პრობლემა არის შემდეგი – პროდუქტის ევოლუციის პროცესში ადამიანები მის არა მკვეთრ, ნახტომისებრ ცვლილებას, არამედ ნაწილობრივ, საფეხურებრივ გაუმჯობესებას/სრულყოფას მოითხოვენ. ანუ, არსებული მომხმარებლების კმაყოფილების შესანარჩუნებლად, პროდუქტის საფეხურებრივ ზრდაზე მივდივართ.

– ოცნებების მდევარი, ანუ ყველაფერი ერთ დიდ ქაოტურ იდეაში

შესაძლოა, იდეა იმდენად მოგწონდეს, რომ მიუხედავად გააზრებული რისკებისა, მაინც ბოლომდე მიყოლა გინდოდეს. პატარა კომპანიის მიერ ამგვარი სტრატეგიის გამოყენება, შესაძლოა, სწორიც კი იყოს. მაგრამ, უმეტეს შემთხვევებში, ეს არასწორი სტრატეგიაა, რადგან მონაცემების გაანალიზებისა და იდეის ვალიდაციის გარეშე, მას ბევრი რისკი მოსდევს.

– მოდი, ყველაფერი თავიდან ავაწყოთ.

ეს ნაწილი, ხშირად, tech debt-სა და დიდი code base-ის გასუფთავების საჭიროებას უკავშირდება. პროდუქტის შემთხვევაში, აქ რედიზაინი იგულისხმება. თავიდან დაწყება მომხიბვლელია, რადგანაც ეს ერთგვარი ახალი, სუფთა ფურცელია ყველაფრის ,,სწორად გაკეთებისთვის’’.

ზოგადად, პროდუქტისა და Codebase-ის რედიზაინი საჭიროა. თუმცა, კარგად განსაზღვრული მიზნებისა და შედეგების გარეშე ყველაფრის ერთად გაკეთება, სახიფათო, შრომატევადი და დიდ დროსთან დაკავშირებული პროცესია. ბევრ რედიზაინს მომხმარებლების, ხოლო Code Base-ის გაწმენდას  გუნდის უკმაყოფილებაც გამოუწვევია.

რადგანაც რა არ უნდა გააკეთო უკვე იცი, სტატიის ამ ნაწილში კარგი სტრატეგიისთვის რამდენიმე მოდელის სტრუქტურას გაგაცნობ.

1.70/20/10

ეს ძველი მოდელი სწავლისა და განვითარებისთვის არაერთ სფეროში გამოიყენება. მისი მთავარი იდეა კი არის ის, რომ  განსაზღვრო დროისა და ენერგიის რა პროცენტს დაუთმობ:

– არსებული პროდუქტის/ბიზნესის გაუმჯობესებას (70)

– საშუალო რაოდენობის (medium size), კარგი ვალიდაციის მქონე პროდუქტი შექმნა(20)

– გრძელვადიანი/სარისკო ინვესტიციას (10) 

აღნიშნული პროცენტები, შესაძლოა, გუნდის ამბიციის ან არსებული ბიზნესის მდგომარეობის მიხედვით შეიცვალოს.

2.ROI (return on investment)-ზე დაფუძნებული

ესეც ერთერთი კლასიკური მოდელია. რომ განვმარტოთ, ROI  ჩადებული ინვესტიციის ეფექტურობის/მომგებიანობის შესაფასებლად, ან სხვადასხვა ინვესტიციის ეფექტურობის შესადარებლად გამოიყნება.

ამ მეთოდით კონკრეტული ჩადებული ინვესტიციის უკან, სარგებლის სახით, დაბრუნებულ რაოდენობას ინვესტიციის ღირებულებასთან ვადარებთ. გამოთვლაც მარტივია: სარგებელი (return) იყოფა ინვესტიციის ღირებულებაზე.

ამ სავარჯიშოს დახმარებით დაადგენ, თუ რაში ღირს ინვესტიციის ჩადება.

3.ბაზარზე დაფუძნებული (Market based)

პირველი ორი მეთოდი ერთგვარი შიდა პერსპექტივაა. ამ მეთოდით კი გარე პერსპექტივას დაინახავ, რითიც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენასა და შეცდომების აღმოფხვრას შეძლებ.

ამ შემთხვევაში, შენთვის მთავარი კითხვაა: რა სჭირდება/სურს ბაზარს და სად არის ზრდის საშუალება?

 ნაბიჯი 4: ფურცელზე გადატანა

Google docs და Slides პროდუქტის სტრატეგიის შესაჯამებლად და გასაზიარებლად კარგი საშუალებებია. მათი დახმარებით, გაწეულ სამუშაოს მკაფიოდ, დამატებითი ყურადღების გამფანტველი ვიზუალური მასალის გარეშე წარადგენ.

ნაბიჯი 5: იტერაცია

დოკუმენტის შექმნამდე ბევრი სამუშაოს შესრულება მოგიხდა და უკუკავშირის მისაღებად, შესაძლოა, გეშინოდეს მისი გაზიარება. თუმცა, დაიმახსოვრე, რომ ფიდბექითა და რთული შეკითხვების საწყის ეტაპზევე დასმით სტრატეგია ბევრად დახვეწილი  ხდება.

ამ ეტაპზე მხოლოდ ორი რჩევა შეიძლება გვქონდეს: 1) როგორც ავტორმა მკითხველებს მადლობა გადაუხადე, მოისმინე და იფიქრე, რომ ეს ზრდისთვისაა საჭირო 2) როგორც მკითხველმა, ეცადე, კონსტრუქციული უკუკავშირი დააბრუნო.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post