fbpx

დრო პროდუქტიულობის განმსაზღვრელი არ არის – ანა ლორი ლე კუნფი

დრო და პროდუქტიულობა

დრო პროდუქტიულობის განმსაზღვრელი არ არის – ანა ლორი ლე კუნფი

პანდემიამ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოიტანა – თუკი ადრე ყველა ოფისში იჯდა და მათი რუტინა დილიდან საღამომდე მაგიდასთან ჯდომასა და ერთსაათიან შესვენებას გულისხმობდა, ახლა ეს, ხშირ შემთხვევაში, ასე აღარ არის. თანაც, ოფისიდან მუშაობა, მეტ-ნაკლებად შრომის საათობრივად განსაზღვრასთან იყო კავშირში.

 

თუმცა, საათობრივი მუშაობის პრინციპების გამოყენებამ მუშაობის პროდუქტიულობის განსაზღვრისათვის უაღრესად არაეფექტური შედეგები და არასასურველი სამუშაო პირობები გამოიწვია მრავალი თანამშრომლისთვის. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანებს ხშირად უწევთ თავიანთ სამუშაო მაგიდასთან ჯდომა მაშინაც კი, როდესაც სამუშაო, ფაქტობრივად, არ არის.

ვინაიდან დისტანციური მუშაობა სულ უფრო ხშირი მოვლენაა, მენეჯმენტს ადაპტაცია დასჭირდება. დრო აღარ უნდა იყოს პროდუქტიულობის საზომი და მასზე აქცენტის არგაკეთება სულაც არ გამოიწვევს ნაკლებ შრომას. თუმცა, ეს გამოიწვევს უფრო ხარისხიანად შესრულებულ საქმესა და ბედნიერ სამუშაო პირობებს.

პასიური დაკვირვება

ათი წლის წინ გამოქვეყნებული ცნობილი კვლევის ფარგლებში კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ჩრდილოეთ კაროლინას უნივერსიტეტის მკვლევარებმა გამოკითხეს 39 კორპორატიული მენეჯერი მათი თანამშრომლების შესახებ. მკვლევარებმა კონკრეტულად გამოიკვლიეს ორი თემა:

როგორები არიან ისინი სამუშაო საათებში?
როგორები არიან ისინი სამუშაო საათების მიღმა?

ეს არის პასიური დაკვირვების ორი ფორმა – პასიური იმიტომ, რომ ამ დროს მენეჯერები ზედაპირულად, ყოველგვარი ინტერაქციის გარეშე აკვირდებოდნენ თანამშრომლებს. აკვირდებოდნენ, თუ რამდენ დროს ატარებდნენ ისინი სამსახურში, რას აკეთებდნენ და ა. შ თუმცა, ის, თუ რამდენად კარგად აკეთებდნენ საქმეს, არ ჩანდა.

მკვლევარმა აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც შაბათ-კვირას უფრო მეტ დროს ატარებდნენ სამუშაო მაგიდასთან ან სამუშაოდ, აღიქმებოდნენ, როგორც უფრო ერთგულები, სანდოები და შრომისმოყვარეები.

მათი აღქმები მიანიშნებდა, რომ ბევრი მენეჯერი ეყრდნობოდა თანამშრომლის ადგილზე ყოფნის ხანგრძლივობას მუშაობის გასაზომად. მაგრამ 2020 წელს ეს ყველაფერი, საბედნიეროდ, ნელ-ნელა იცვლება. პანდემიამ ბევრი კომპანია აიძულა, გადასულიყო დისტანციურ მუშაობაზე და ბევრი მათგანი მომავალშიც ასე აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

რეალურად, დრო საშინელი სტიმულია პროდუქტიული მუშაობისთვის: ვინც სამუშაოს უფრო სწრაფად დასრულებას ახერხებს, უწევს, დამატებითი დრო გაატაროს ოფისის მაგიდასთან, რის გამოც, თანამშრომელი საქმის ხარისხიანად და სწრაფად კეთების მოტივაციას კარგავს.

ჩარჩო საიმისოდ, თუ რა უნდა აკეთო – ერონ ჰარისი

ჩარჩო

ერთი წლის წინ, მე დავტოვე YC და ვიგრძენი, რომ არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა ამის შემდეგ, განსხვავებით ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებისგან, რომლებმაც ეს იცოდნენ.

დროის გაზომვიდან დროის მენეჯმენტამდე

მოერიდეთ არასაჭირო შეხვედრებს. ყოველთვის ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რა არის ამ შეხვედრის მიზანი? შეიძლება თუ არა მიზნის მიღწევა უფრო ეფექტური გზით?” ძალიან ხშირად ვხვდებით, რომ შეხვედრას მკაფიო მიზანიც კი არ აქვს. დაუცველობის ან ჩვევის გამო, ადამიანები აწყობენ შეხვედრებს, რათა საჯაროდ აჩვენონ, რომ მუშაობენ – რომ ისინი არიან სანდოები და ერთგულები. თუ შეხვედრას არ აქვს მკაფიო მიზანი, მოითხოვეთ განმარტება ან სთხოვეთ მისი გაუქმება. თუ შეხვედრას აქვს მკაფიო მიზანი, იფიქრეთ იმაზე, არის თუ არა დროის დაკარგვის თავიდან აცილების საშუალება.

განსაზღვრეთ პროდუქტიული მიზნები. ადამიანებს მოსწონთ, როცა დაკავებულები არიან. როდესაც ჩვენ არ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები, ადვილია ბოლომდე შევავსოთ ჩვენი დრო არასწორად დასახული ამოცანებით მხოლოდ იმისთვის, რომ პროდუქტიულობის ილუზია შევინარჩუნოთ. მოკლევადიანი მიზნებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ SMART მიზნების ჩარჩო. გრძელვადიანი პიროვნული ზრდის მიზნებისთვის გამოიყენეთ PACT ჩარჩო. მკაფიოდ განსაზღვრული მიზნების ქონა უზრუნველყოფს ფოკუსირებას ამ მიზნების მიღწევაზე და არა პასიური სახის დროზე.

შეამცირეთ განმეორებადი დავალებები. ჩვენ ბევრ დროს ვკარგავთ სამსახურში ერთი და იგივე ამოცანების ამოხსნაზე, რამაც შეიძლება ზედმეტად დაგვტვირთოს. გადახედეთ ასეთ ამოცანებს და იფიქრეთ, შეგიძლიათ თუ არა ზოგიერთი მათგანის ავტომატიზაცია, გამარტივება ან აუთსორსინგი. ან შეგიძლიათ დაიქირაოთ ვინმე, რომელიც ერთსა და იმავე დავალებებზე იზრუნებს და თქვენ რუტინულ საქმეს თავიდან აგარიდებთ.

ფოკუსირება 20%-ზე. 80/20 წესი, რომელსაც ასევე უწოდებენ პარეტოს პრინციპს ეკონომისტის ვილფრედო პარეტოს სახელით, გულისხმობს, რომ შედეგების 80% მოდის მიზეზების 20%-ზე. სამსახურში თქვენი წარმატების 80% თქვენი ძალისხმევის 20% იქნება. ამიტომაც, შეეცადეთ აირიდოთ რაც შეიძლება მეტი ხმაური 80%-ში და ყურადღება გაამახვილეთ 20%-ზე, რომელიც ნამდვილად მნიშვნელოვანია.

და, რაც მთავარია: თუ დავალებას ვადაზე ადრე დაასრულებთ, დაისვენეთ! თქვენ ამას იმსახურებთ. 

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post