პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციების ფასი ეცემა
აშშ-ს ტექნოლოგიური კომპანიების აქციები 2016 წლის შემდეგ წლის ყველაზე ცუდი დასაწყისის წინაშე დგას. ინფლაციის შიში საფრთხეს უქმნის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბაზრის გაუმჯობესებულ მონაცემებს. სულ ცოტა ხნის წინ პროგრამული უზრუნველყოფის და ღრუბლოვანი კომპანიების აქციების ღირებულების კლება შეინიშნა. რიცხვითი თვალსაზრისით, Nasdaq Composite-მა დაკარგა 2.51%, CNBC-ის მონაცემებით. შემდეგ კი Bessemer Cloud Index-ის აქციების ფასის კლებამ რეგულარულ ვაჭრობაში 5,45% შეადგინა. ცხადია, ეს მონაცემები მნიშვნელოვნად აზიანებს ხსენებულ კომპანიებს.
ამ გრაფიკული მონაცემებიდან მთავარი ორი რამაა:
1. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციებს 2020 წლის ბოლოდან ყველა ის მოგება გაუუქმდათ, რაც მანამდე ჰქონდათ და მეტიც – ბოლო მაჩვენებლებიდან აქციების ღირებულების 30%-იანი ზრდაც უკან წავიდა.
2. პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიების აქციების ფასი 2020 წლის დასაწყისში დაფიქსირებულ ფასთან მიმართებით მაინც გაზრდილია, რაც ცალსახად პოზიტიური ფაქტია.
ასე რომ, ყველაფერი არც ძალიან კარგადაა, მაგრამ – არც ძალიან ცუდად.
ისეთი კომპანიების, როგორებიც არიან Apple და Microsoft, მსხვილ ტექნოლოგიურ აქციებს აქვთ ძლიერი ბალანსი და შეუძლიათ კარგად გაუძლონ მსგავს რყევებს. მაგრამ ეს არც ისე სავარაუდოა მიკრო კაპიტალის აქციებისთვის, რომლებიც, როგორც წესი, უფრო არასტაბილური და ნაკლებად ლიკვიდურები არიან, ვიდრე დიდი კომპანიების აქციები.
უოლ სტრიტი ყურადღებით ადევნებს თვალყურს ინფლაციის ზრდას, რათა შეაფასოს გავლენა ბიზნესებსა და მომხმარებლებზე. ცენტრალური ბანკი ამცირებს ობლიგაციების შესყიდვებს, რამაც ხელი შეუწყო საპროცენტო განაკვეთების დაბალ შენარჩუნებას COVID-19 პანდემიის განმავლობაში. ამ კვირაში, ფედერალური ბანკის თავმჯდომარემ ჯერომ ჰ. პაუელმა კონგრესს განუცხადა, რომ ცენტრალური ბანკი მზადაა გაზარდოს განაკვეთები ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.