fbpx

Rakuten Viber თბილისში ოფისს ხსნის

Rakuten Viber

Rakuten Viber თბილისში ოფისს ხსნის

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ იაპონური ელექტრონული კომერციისა და ონლაინ საცალო ვაჭრობის კომპანია Rakuten Viber თბილისში ოფისს ხსნის.

„ვაიბერს აქვს მნიშვნელოვანი მომხმარებელთა ბაზა საქართველოში, ყოველთვიურად 1.7 მილიონი აქტიური მომხმარებელი ქვეყნის მთლიან 3.7 მილიონ მოსახლეობას შორის. საქართველოში ყოფნით, Viber გეგმავს გააფართოვოს მომხმარებელთა საზოგადოება და შექმნას ახალი სამუშაო ადგილები რეგიონში“, – აცხადებენ კომპანიაში.

სხვა სფეროებთან ერთად, Viber-ის თბილისის ოპერაციების გუნდი იმუშავებს iOS და Android სისტემებთან თავსებადი პროგრამული უზრუნველყოფის დახვეწასა და განვითარებაზე და მათი ხარისხის გაუმჯობესებაზე. კომპანია აწარმოებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიის იურიდიული სტატუსის მისაღებად, აცხადებენ სამინისტროში.

„მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ ეს ინვესტიცია საქართველოში. ქართველი ერი აცნობიერებს მის პოტენციალს, როგორც საერთაშორისო ბიზნესის ცენტრს რეგიონში,“ – თქვა ოფირ ეიალმა, Rakuten Viber-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიის ინდუსტრიის პროფილი საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილისა და Rakuten Viber-ის აღმასრულებელი დირექტორის, ოფირ ეიალის შეხვედრაზე იქნა განხილული.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post