რჩევები ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის ბიზნესის პერსპექტივიდან
“რაც არ უნდა მოხდეს, ჯანდაცვის ორგანიზაციებს ბიზნესის მსგავსად უნდა ჰქონდეთ გამძლეობა და მოქნილობა.” – ამბობს მაიკ გრიზამორი, CDW-ის ჯანდაცვის ვიცე პრეზიდენტი.
COVID პანდემიამ ცხადჰყო ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის რეკომენდაციების საჭიროება სხვა გამოცდილი ინდუსტრიებიდან, რათა შეენარჩუნებინათ მდგრადობა და ემოქმედათ იმ დროისათვის მოცემული რთული სიტუაციის მიხედვით. პროვაიდერებმა წამოიწყეს ტელეჯანმრთელობის სერვისების შექმნა, რასაც სამწუხაროდ, გარკვეული დრო დასჭირდა. ამასობაში კი, უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდებოდა პაციენტისთვის “გაციფრულებული” დახმარების გაწევა. მაგ. ჯანმრთელობის კურსის გავლა ონლაინ კონსულტაციებით, ბაზების შექმნა ციფრულ სივრცეში, ონლაინ ექიმის მხრიდან გაკონტროლება და ა.შ
ორგანიზაციებმა სამომავლო სტრატეგიების შემუშავების პროცესში უნდა განიხილონ ისიც, რომ სწორად შეარჩიონ პარტნიორები, რათა საჭირო დროს, მათ შეძლონ ოპერაციული სერვისების გაუმჯობესება და მისიის შესაბამისად პრობლემის იდენტიფიცირება, რაც მათ ჯანდაცვას ცვალებად ლანდშაფტთან ადაპტირებაში დაეხმარება.
IT პარტნიორობის მნიშვნელობა ჯანდაცვის სფეროში
თანამშრლომლობას, რომელიც რეალურად თავსებადია ჯანდაცვის ორგანიზაციების სპეციფიკასთან, შეუძლია გააძლიეროს მათი სერვისები და ასევე, დაეხმაროს ჯანდაცვას პაციენტის უსაფრთხოებაშიც. როდესაც შეუძლებელია პრობლემის გადაჭრა უშუალოდ ორგანიზაციაში, ასეთ დროს მოგებიანია პარტნიორობა ვენდორებთან ან მეწარმეებთან, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი პრაქტიკისა და სერვისების გაზიარება.
ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ IT პერსონალის ნაკლებობა, შეუძლიათ გამოიყენონ პარტნიორების მიერ მოწოდებული სერვისები, ბაზარზე არსებული მოთხოვნის სწრაფად და ეფექტურად დასაკმაყოფილებლად. ასეთი თანამშრომლობა, დიდი ალბათობით, უფრო ბიუჯეტურიც იქნება და ორგანიზაცია თუ კომპანიაც არ შეფერხდება.
აღნიშნული თანამშრომლობები ასევე, მნიშვნელოვანია ორგანიზაციის სამუშაო პროცესებისთვისაც. მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში DevOps-ი მოიცავს არა მხოლოდ IT დეპარტამენტს, არამედ ფინანსურ, ბიზნეს და სამედიცინო გუნდების არსებობას სისტემაში. DevOps-ი IT ოპერაციებისა და პროგრამული დისციპლინაა, რომელიც ხელს უწყობს პარტნიორული კავშირების გაღრმავებას, ინოვაციების სწრაფ ადაპტირებას და უწყვეტ განვითარებას, რაც თანამედროვე ჯანდაცვის მნიშვნელოვანი პრინციპებია.
რჩევები უკეთესი ანალიტიკური მონაცემების შექმნისათვის ჯანდაცვაში
მონაცემები და თანამედროვე კვლევები ეხმარება ჯანდაცვას მნიშვნელოვანი სამედიცინო გადაწყვეტილებების მიღებაში.
როდესაც ჩაპელ ჰილმა პანდემიის დროს UNC Health დანერგა, მან გამოიყენა ტელეჯანმრთელობის ახალი სერვისები, ციფრული ხელსაწყოები და გააერთიანა ამ ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაცია მისმონაცემთა ბაზაში. ამით კი, ჯანდაცვის ლიდერებს შესაძლებლობა მისცა, ენახათ ჰოსპიტალიზაციის პროგნოზები, რაც მათ სწრაფ რეაგირებაში ეხმარებოდა.
ჯერ კიდევ პანდემიამდე რამდენიმე წლით ადრე, სტოკტონში, კალიფორნიაში დაფუძნებული საზოგადოებრივი სამედიცინო ცენტრები საუბრობდნენ მონაცემთა ბაზების მზარდ მოთხოვნებზე.
არსებობს პლატფორმა Tableau, რომელიც არაკომერციული ორგანიზაციებისთვის ერთგვარი გამოსავალი იყო და ნამდვილად დაეხმარა მათ განსაკუთრებით, პანდემიის დროს მონაცემთა კუთხით. ამის მაგალითია, ერთ-ერთი ცნობილი ორგანიზაცია – „ჩვენ შევძელით მისი განთავსება და ავტომატიზაცია, რათა ყოველდღიურად გადაგვეჭრა გამოწვევები”– თქვა ხავიერ რომომ, CMC-ის ბიზნესასოცირებულმა მენეჯერმა.
ციფრული ტრანსფორმაცია ჯანდაცვაში, პრობლემის გადაჭრისთვის
პანდემიის პერიოდში, როდესაც დონა როუჩი შეუერთდა CIO-ს, ის გაუძღვა ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს იუტას სამედიცინო უნივერსიტეტში და ცდილობდა ისეთი მიდგომების დანერგვას, რომლებიც მომხმარებელზე უკეთ აისახებოდა.
“ჯანდაცვამ უნდა გააგრძელოს განვითარება, მაგრამ არა გადამეტებული პერსპექტივებით. ფაქტობრივად, მან უნდა წაახალისოს სამედიცინო სფერო უკეთესობისკენ”_ ამბობს მაიკგრიზამორი, ჯანმრთელობის ვიცე პრეზიდენტი, CDW