რჩევები შემდგარ სტარტაპებს – სემ ალტმანი
რჩევები, რომლებზეც საუბარი იქნება სტატიაში, გამოადგებათ შემდგარ და წარმატებულ სტარტაპებს.
პირველ რიგში, ვისაუბრებთ მენეჯმენტზე. მენეჯმენტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს კომპანიის წარმატებაში. პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს ის, რომ რაც კარგად მუშაობს 20 თანამშრომელზე, ის ვერ იქნება ეფექტური მეტ რაოდენობაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორი სტრუქტურის შერჩევა. რა თქმა უნდა, აუცილებელია კომპანიას ჰყავდეს მენეჯერი, რომელიც გუნდს ორიენტაციას მისცემს სამუშაო პროცესებში.
მნიშვნელოვანია სიცხადე და სიმარტივე ასევე, რაც უფრო მკაფიოდ განსაზღვრავთ მისიას და მიზნებს, მით უფრო მარტივდება მენეჯმენტის სტრუქტურა.
სტრუქტურის მიღმა, არის ასევე შეცდომები, რომლებსაც უშვებენ დამფუძნებლები. მაგალითად, ადრეულ ხანებში უფროსი ადამიანების დაქირავება მიუღებლად მიაჩნდათ. სინამდვილეში, როდესაც კომპანიაში ამატებ ადამიანს, რომელიც ასაკობრივად უფროსია, მაგრამ გამოცდილია, ბევრად სასარგებლოა გუნდისთვის და საქმისთვის. გარდა ამისა, საქმის სწორად გადანაწილებაა მთავარი ფაქტორი და ზოგადად, სწორი დელეგირება.
კომუნიკაციაც ერთ-ერთი საჭირო ბერკეტია, რითაც რეალურად ყველასთან კონტაქტს მოახერხებთ. შესაძლოა, პირისპირ ვერა, მაგრამ წერილობითი ფორმით ყველას გაუზიარებთ თქვენს სათქმელს. ასევე, ეფექტური იქნება თანამშრომლებთან შეხვედრები თვეში ერთხელ მაინც.
შემდეგი მთავარი საკითხია ადამიანური რესურსების სპეციალისტის არსებობა გუნდში. ვინაიდან, კარგი HR-ი ეხმარება კომპანიას, ბევრად უფრო სწრაფად გაიზარდოს. თუმცა, დამფუძნებლების უმეტესობა სტარტაპის საწყისს ეტაპზე უგულებელყოფს ამ მიმართულებით განვითარებას.
კარგი HR კი, სამ რამეს ნიშნავს:
• ნათელ და მკაფიო მენეჯმენტის სტრუქტურას;
• შესაძლებლობას, სამსახურებრივი საკითხების განსახილველად და მარტივ ფორმას პრობლემების მოგვარებლად;
• გზას, რომლითაც ადამიანებს შეუძლიათ განვითარება თავიანთ კარიერაში;
წარმატებული სტარტაპის შესანარჩუნებლად მთავარი კომპონენტია ასევე უკუკავშირზე მუშაობა. სასურველია, ხშირად იყოს კომპანიაში ისეთი მომენტები როდესაც მენეჯერი ისმენს თანამშრომლებისგან უკუკავშირს. რას როგორ ართმევენ თავს, რაიმეში მხარდაჭერა ხომ არ სჭირდებათ და ა.შ
რაღა თქმა უნდა, ბევრი რამის განმსაზღვრელია ღირსეული კომპენსაცია. კომპანიამ სამართლიანად და ბალანსირებულად უნდა გასცეს ჰონორარი.
ასევე, მხარი დაუჭირეთ ყველა ახალ თანამშრომელს, განსაკუთრებით პირველ კვირაში, როცა მათ ადაპტაციის გავლა უწევთ.
მესამე მთავარი საკითხი პროდუქტიულობაზე კონცენტრირებაა. სტარტაპ დამფუძნებლები ორიენტირებულნი უნდა იყვნენ შედეგებზე. თანამშრომლებს გარკვევით უნდა წარუდგინონ უახლოესი რამდენიმე თვის მიზანი.
იმისათვის, რომ თანამშრომლები მაქსიმალურად ჩართულნი იყვნენ პროცესებში მათ უნდა შეუქმნან მეგობრული ატმოსფერო. მაგალითად, ხშირად უნდა წაიყვანონ გუნდი არაფორმალურ გარემოში. კარგი დასვენება და გუნდური აქტივობები აახლოებს თანამშრომლებს და მეტად აერთიანებს მათ საერთო მიზნისკენ.
სტარტაპის შესანარჩუნებლად სხვა სასარგებლო რჩევებია იურიდიული დოკუმენტების მუდმივად წესრიგში ქონა. ფინანსური დაგეგმვისა და ანალიზის კეთება (FP&A), იმისათვის, რომ ოპტიმიზაცია სწორად განისაზღვროს.
მომდევნო რჩევა ფსიქოლოგიურია. უბრალოდ, არ უნდა უსმინოთ მოწინააღმდეგეებს, ან იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სჯერათ ან შურთ თქვენი ბიზნეს იდეის.
ასევე, კარგი იქნებოდა, რომ ფიქრი დაგეწყოთ სტარტაპის გრძელვადიან სტრატეგიაზე. ბიზნესის მდგრადობაც ბევრად ხანგრძლივი და განვითარებადიც იქნებოდა.
თანამედროვე სამყაროში ყველაფერი ხომ კარგ პიარსა და მარკეტინგულ აქტივობებზე გადის, ამიტომ ჩვენი შემდეგი რჩევაც ამას უკავშირდება. სწორად გათვლილი პიარ კამპანია პირდაპირ კავშირშია პროდუქტიულობაზე. თუმცა, არ არის საჭირო სტარტაპის დასაწყისშივე დიდი აქცენტი გაკეთდეს მარკეტინგულ მიმართულებაზე. როდესაც უკვე ბიზნესი მოძლიერებული და გამართულია, სწორედ მაშინ უნდა გააქტიუროთ პიარის საკითხიც.
ბოლო რჩევა შეეხება თანამშრომლობას. როდესაც ბიზნესი 1 წელია ოპერირებს ანუ, წარმატებულია. წარმატებულ პროდუქტს სჭირდება განვითარება, განვითარებისთვის კი, საჭიროა სწორი მოლაპარაკებები და თანამშრომლობა მათთან, ვისთანაც სეგმენტურად იკვეთებით. მოლაპარაკებებში, არასოდეს შეიკავოთ თავი იმის აღნიშვნისგან რაც რეალურად გსურთ.
აშკარად ბევრი რჩევაა, მაგრამ მათი გათვალისწინება ნამდვილად ღირს სტარტაპის შენარჩუნების და განვითარებისთვის.
და კიდევ ერთი რჩევა: არ ინერვიულოთ გამოწვევებზე და როდესაც სტარტაპს ქმნით, ორიენტირებულნი იყავით უნიკალური პროდუქტის შექმნაზე.