fbpx

რჩევები ამბიციური თინეიჯერებისთვის

ამბიციური

რჩევები ამბიციური თინეიჯერებისთვის

ხართ ამბიციური?

ახალგაზრდების უმეტესობა შესაძლებლობებს სწორად არ იყენებს და ძალიან ბევრი უარს ამბობს საკმაოდ სერიოზული საქმის შესრულებაზე. რეალურად კი, თუ ადრე დაიწყებთ ძალების მოსინჯვას, შანსები თქვენს სასარგებლოდ გაიზრდება.

რა უნდა გააკეთოთ?

მიოიძიეთ ინფორმაცია იმ სფეროებზე, რომლითაც დაინტერესებული ხართ;

შექმენით რაიმე უნიკალური;

ისწავლეთ საკუთარი თავის მართვა.

შეისწავლეთ

საუკეთესო დროა ახლა თქვენს ცხოვრებაში იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ცოდნა დააგროვოთ. ალბათ იკითხავთ “რა სფეროებში”? იპოვეთ ის, რისი კეთებაც გსიამოვნებთ. აღმოაჩინეთ იდეები, რომლებიც იმდენად აღგაფრთოვანებთ, რომ მათზე ფიქრი არ გაძინებთ. თუ ჯერ კიდევ არ იცით, რომელი სფერო გიზიდავთ, გარკვეულწილად, შესაძლოა, ეს ძალიან კარგის ნიშანიც იყოს.

დასვით კითხვები

კემბრიჯის უნივერსიტეტში არსებობს ისააკ ნიუტონის ჩანაწერები, რომელშიც ძალიან სულელური კითხვებია დასმული. 21 წლის ბიჭს, რომელიც კოლეჯის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა, აკვიატებული ჰქონდა მსგავსი შეკითხვები: “რა არის სითბო?” “რატომ ერწყმის საგნები ერთმანეთს?” “რა არის სინათლე?” და ა.შ

თქვენც, არ შეიკავოთ თავი კითხვების დასმისგან, როცა რაღაც გაინტერესებთ – რაც არ უნდა სულელურ კითხვად გეჩვენებოდეთ ის.

განავითარეთ თქვენი ცნობისმოყვარეობა, რაც ხელს შეუწყობს კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებას.

მიეჩვიეთ კრიტიკული აზროვნებას – ეს დაგეხმარებათ ჯანსაღი აზრისა და გადაწყვეტილებების მიღებაში.

გააკეთეთ ჩანაწერები. მოინიშნეთ ყველა თქვენი იდეა, განსაკუთრებით კითხვები!

შექმენით რაღაც უნიკალური

იმუშავეთ პროექტზე, ახლა უფრო მეტი დრო გაქვთ, ვიდრე ოდესმე გექნებათ. გამოიყენეთ დრო მნიშვნელოვანი და რეალური პროგრესის მისაღწევად პროექტების საშუალებით.

თუ თქვენ 40 საათზე მეტ დროს დაუთმობთ ორიგინალური იდეების კვლევასა და შესწავლას, დარწმუნებული იყავით, რომ თავადაც შექმნით თქვენს პროდუქტს.

დასაწყისითვის, იპოვეთ საქმე, რომელსაც ფინანსები არ სჭირდება. მაგალითად როგორიცაა: წერა, მათემატიკა და პროგრამირება.

თუ გსურთ იმუშაოთ ისეთ რამეზე, რომელიც მოითხოვს ბიოლოგიის ან ქიმიის ლაბორატორიაში ვიზიტებს, იყავით დაჟინებული, რადგან იქამდე მისვლას, შესაძლოა, 6 თვე დასჭირდეს. გაუგზავნეთ ელ.წერილი ყველა მეცნიერს მოკლე ჩანაწერით, სადაც აღწერილი იქნება თქვენი ინტერესი მათი კვლევის მიმართ და ამ პროცესში შეძლებთ იპოვოთ ის, ვინც დაგეხმარებათ. გააკეთეთ ყველაფერი, რაც საჭიროა ლაბორატორიაში მისასვლელად.

 ისწავლეთ, როგორ მართოთ საკუთარი თავი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით თავმდაბალი.

ნუ იქნებით განდიდების მანიით შეპყრობილნი. მართლია, მაცდუნებელია სოციალურ ქსელებში საკუთარ მიღწევებზე არ გაავრცელოთ ინფორმაცია, მაგრამ გირჩევთ, ცხოვრება გაატაროთ ახალი გამოწვევების ძიებაში და არა ყველა სამკერდე ნიშნის მიღების სურვილში Linkedin-ის პროფილზე.

საჯარო აღიარება შეიძლება, სასარგებლო იყოს, მაგრამ შეხედეთ მას როგორც “სახიფათო რესურსს”.

სირთულეები

ყველა ადამიანს აქვს რთული პერიოდი ცხოვრებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადამწყვეტია წარმატებისთვის. თუ იგრძნობთ დეპრესიას, შფოთვას ან მარტოობას, პირველ რიგში, იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ და გჯეროდეთ, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წავა.

დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად, თუ არ გყავთ მეგობრები, იპოვეთ ადგილი, სადაც ადამიანები მოძრაობენ; მაგალითად პარკები და გაიცანით ისინი. ოპტიმისტური, მოტივირებული, ინტელექტუალური თანატოლების გვერდით ყოფნა თქვენზე დადებითად იმოქმედებს და გაგზრდით პიროვნულად. წაიკითხეთ იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც თაყვანს სცემთ და ინსპირაციას იღებთ მათგან. მინიმუმ წაიკითხეთ საინტერესო ადამაიანების ბიოგრაფიები, რადგან ეს შესანიშნავი გზაა მათთან ერთად სამოგზაუროდ.

შექმენით სამეგობრო წრე, ვისთან ერთადაც მთელი ცხოვრება იმუშავებთ. წაიკითხეთ X Club-ისა (დარვინი და ჰაქსლი) და PayPal Mafia-ს შესახებ. ოპტიმიზმი, ამბიცია და ჭეშმარიტი სიკეთე შესანიშნავი ატრიბუტებია სამეგობროსთვის. იმისათვის, რომ ურთიერთობა კარგად შეიკრას, ხშირად ისადილეთ ერთად ან გააკეთეთ ჩატი სოციალურ ქსელებში.

მოქმედება მოტივაციაზე წინ დააყენეთ და ისწავლეთ სამუშაოს შესრულება მაშინაც კი, თუ ეს თავიდან თქვენს სურვილს ეწინააღმდეგება.

ეძიეთ სიცოცხლის არსი და გამოსავალი ყველაფერში

თუ მოზრდილი ხართ, რომელიც წინსვლას ცდილობს, შესაძლოა, ბევრი სირთულის გადალახვა მოგიწიოთ. მაგრამ თუ ხართ თინეიჯერი და ინტერნეტი თქვენს ხელთაა, ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რომ რაიმე პრაქტიკული სამუშაო იპოვოთ. ასევე, არასოდეს შეწყვიტოთ პიროვნული ზრდა და იპოვეთ წიგნები, ადამიანები, ნებისმიერი რესურსი, რომელიც შთაგაგონებთ შექმნათ რაღაც უნიკალური.

გახსოვდეთ, არასოდეს ყოფილა უკეთესი დრო ამბიციური მოზარდების რეალიზებისთვის!

„მე არასდროს გამომიყენებია შენი პროდუქტი – ამიყვან სამსახურში?“ – ჯეფ მორისი

მე არ ვმუშაობ ადამიანურ რესურსებში. თუმა, Zaarly-ში გაწევრიანების შემდეგ, გასაუბრებებში ვმონაწილეობდი და ამ პერიოდში რამდენიმე მომხიბვლელ კანდიდატს შევხვდი.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post