fbpx

რეგტექი და ტრანსფორმაცია ჯანდაცვის სფეროში

რეგტექი და ტრანსფორმაცია ჯანდაცვის სფეროში

მას შემდეგ რაც რეგტექი (მარეგულირებელი მონიტორინგი ტექნოლოგიებით) შეიქმნა, არაერთი ცვლილება განხორციელდა სხვადასხვა სფეროში. თუმცა, არსებობს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო, რომელიც აქამდე რეგტექს არ იყენებდა. რა თქმა უნდა, საუბარია ჯანდაცვაზე, რომელზეც ბოლო დროს ყველაზე დიდი აქცენტი პანდემიის დროს გაკეთდა. აღსანიშნავია, რომ პოსტ-კოვიდურ პერიოდშიც ჯანდაცვა დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და ცდილობდა, ფეხი აეწყო ისეთი ტენდენციებისთვის, როგორიცაა: ტელემედიცინა, ციფრული მზრუნველობის პროგრამები, სარეკომენდაციო აპლიკაციები და ა.

 

ცვლილებების ფონზე ჯანდაცვას მიაჩნია, რეგტექის გამოყენება სისტემაში მოიტანს მეტ სტაბილურობას, უკუაგდებს არაეფექტურ მენეჯმენტს და დანერგავს ახალ მიდგომებს.

ჯანდაცვაზე კიბერშეტევების სიხშირე მიუთითებს უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე

ჯანდაცვის სფერო ჰაკერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი სამიზნეა. ამიტომაც, კიბერშეტევების რიცხვი დღითიდღე მატულობს. ფაქტობრივად, 55%-ით გაიზარდა ჯანდაცვაზე კიბერთავდასხმები და დაახლოებით 26 მლნ ამერიკელია დაზარალებული. სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს აშშ-ში დარღვევების შემთხვევები 599-ჯერ დაფიქსირდა. ეს იმიტომ ხდება, რომ ჯანდაცვის ჩანაწერები ღირებული რესურსია ვინაიდან, კონფიდენციალურ ინფორმაციას ინახავს – მათ შორის, პერსონალურ და ფინანსურ მონაცემებს.

პანდემიის დროს ეს პრობლემა კიდევ უფრო გამწვავდა და დღემდე გადაუჭრელ საკითხად რჩება, რადგან სამედიცინო პერსონალის ნაწილი სტაბილურად მუშაობს დისტანციურად და უწევთ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან შეხება ტექნოლოგიების საშუალებით. როგორც იცით, სამედიცინო სფეროა სწორედ ერთ-ერთი, რომელიც ციფრულ ტრანსფორმაციას განიცდის და სამწუხაროდ, თანამშრომლები დიდად ვერ ეწევიან სიახლეებს. ისინი არ ფლობენ ინფორმაციას ამჟამინდელი კიბერუსაფრთხოების რისკების შესახებ.

რეგტექს შეუძლია მათი ცნობიერების ამაღლებაც და ასევე, უსაფრთხოების წესების დანერგვა, პროგრამული უზრუნველყოფა კიბერშეტევების თავიდან ასარიდებლად.

Regtech-ი, როგორც მთავარი გამოსავალი კიბერ უსაფრთხოებისთვის

ჯერ კიდევ პანდემიამდე, მონაცემების გარდა, ფულის გათეთრების რისკიც დიდ პრობლემას წარმოადგენდა. ცოტა ხნის წინ SEC-მ ასეთი ფაქტისას, ბრალი წაუყენა Premier Healthecrae Solutions-ს 4 მლნ აშშ დოლარის თაღლითურად მოზიდვის გამო 130 ინვესტორისგან.

რეგტექ სტარტაპები ბევრ დამცველობით სქემას თუ ალგორითმს სთავაზობენ ორგანიზაციებს. მაგალითად, როგორიცაა “Identity Mind” და “Medigap” – სადაზვევო სერვისებით სარგებლობის შემთხვევაში და ა.შ

ტელემედიცინაზე გადასვლა და კონფიდენციალურობის დილემა

Accenture’s Digital Health Technology Vision 2021 ანგარიშში ჯანდაცვის აღმასრულებელთა 81%-მა განაცხადა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის ტემპი აჩქარდა. მათივე თქმით, ციფრული ტექნოლოგია და მათი ბიზნეს სტრატეგიები განუყოფელი გახდა. ვარაუდობენ, რომ კონკურენციის მატებასთან ერთად,  ჯანდაცვის წარმომადგენლები ინვესტირებას  ისეთ ტექნოლოგიებში განახორციელებენ, როგორიცაა: cloud-ი, SAAS და ბლოკჩეინი.

საქმე იმაშია, რომ რაც უფრო მეტი გააკეთებს ინვესტირებას ჯანდაცვაში  კიბერ რისკების შესამცირებლად, უფრო დომინანტური გახდება უშუალოდ კონფიდენციალურობის საკითხი და ასევე, ციფრული პლატფორმების ათვისება მედტექში.

Regtech-ის გამოყენება ჯანდაცვის რევოლუციაში ამით არ მთავრდება. ის არა მხოლოდ აძლევს შესაძლებლობას ჯანდაცვას განაახლოს მათი მზარდი მონაცემები, არამედ გთავაზობთ ძალიან კარგ გამოსავალს ხარჯების ანგარიშგებისთვის. როდესაც ეს და მრავალი სხვა სარგებელი აშკარა ხდება, ეჭვგარეშეა, რომ ამ სფეროში უფრო მეტი დაიწყებს რეგტექთან თანამშრომლობას მომავალში.

ქალთა ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ტექნოლოგია

მედიცინა ნამდვილად ნიშნავს მზრუნველობასა და პრიორიტეტად დაყენებას. პროფესიული საქმიანობის გარდა, პატივისცემამ და თანაგრძნობამ უნდა განსაზღვროს ყოველი შეხვედრა სამედიცინო პერსონალსა და პაციენტებს შორის.

რუბრიკის წარმდგენია
EKIMO

Share this post