როგორ შევარჩიოთ შესაფერისი პირადი ინვესტორი?
იდეიდან სტარტაპამდე და სტარტაპიდან კომპანიამდე გასავლელი გზა მრავალ ეტაპს მოიცავს და ამ ეტაპების განმავლობაში ხშირად უწევთ მეწარმეებს რთული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ბევრი და სხვადასხვაგვარი რესურსის ჩადება კი ამ ადამიანებისთვის თავიანთ წამოწყებას სულ უფრო ძვირფასს ხდის. თუმცა, საბოლოო ჯამში, ყველა წარმატებული სტარტაპერი თუ მეწარმე დგება იმ დიდი გადაწყვეტილების წინაშე, რასაც ჰქვია მოიძიო შესაფერისი ინვესტორი და საკუთარი სტარტაპი სხვასაც გაუწილადო.
სტარტაპში ჩადებული უამრავი რესურსის გამო, ინვესტორის მოძიება საკმაოდ სენსიტიური და დამაფიქრებელი პროცესია. ამ პროცესის განმავლობაში კი ძალიან დიდი სიფრთხილე და მრავალი ასპექტის გათვალისწინებაა საჭირო. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მეწარმისთვის ეს საკითხი ძალიან აქტუალურია, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ რამდენიმე რჩევა, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ რათა თქვენი სტარტაპისთვის შესაფერისი ინვესტორი შეარჩიოთ.
1) იყავით გულწრფელი
პირველ რიგში, აუცილებელია, ინვესტორებთან იყოთ გულწრფელები. საჭიროა, მან იცოდეს, ვინ ხართ, რა პრივილეგიებით სარგებლობთ, ვისთან აქვს თქვენს სტარტაპს კომუნიკაცია და რას აკეთებს ზუსტად. გულწრფელობა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, აუცილებელია, ინვესტორს თქვენზე სწორი შთაბეჭდილება შეექმნას, რათა თქვენთვის შესაფერისი უკუკავშირი დაგიბრუნოთ. ინვესტორთან გულწრფელი ინტერაქციის ფარგლებში კი ყოველთვის ჩანს ხოლმე, რამდენად რელევანტურია ის თქვენი სტარტაპისთვის.
2) შეაფასეთ მათი ინდუსტრიული ფონი
ინვესტორის შერჩევის პროცესში, აუცილებელია იცოდეთ, თუ რომელი ინდუსტრიიდან მოდის თქვენი საინვესტიციო პარტნიორი. როგორც წესი, უმჯობესია, იპოვოთ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ესმით თქვენი ინდუსტრიის შინაარსი, იდეალურ შემთხვევაში კი – ამ ინდუსტრიაში პრაქტიკული გამოცდილება აქვთ. სასურველია, ამ ინვესტორებს ჰქონდეთ ღრმა ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა ეს კონკრეტული ინდუსტრია დროთა განმავლობაში; ასევე, ფლობდნენ ინფორმაციას საბაზრო ძალების შესახებ, რომლებიც გავლენას ახდენენ მასზე ამჟამად და ჰქონდეთ დაახლოებითი წარმოდგენა, თუ საით მიდის ახლა ეს ინდუსტრია. როდესაც თქვენი ინვესტორები იცნობენ თქვენს ინდუსტრიას, მათ შეუძლიათ მოგაწოდონ ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მრავალ პრობლემას აგარიდებთ თავიდან.
3) შეაფასეთ პოტენციური ინვესტორის სანაცნობო ქსელი
ამისთვის ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს პოტენციური ინვესტორების პორტფოლიოების მოძიება. ის, თუ რომელ კომპანიებთან არიან ეს ადამიანები დაკავშირებულები, შეიძლება დაგეხმაროთ, ახალი პარტნიორების, მრჩევლებისა და სხვა ინვესტორების მოძიებაში. ასე რომ, დააკვირდით ინვესტორის ქსელის ზომას, ასევე ინდუსტრიასა და გამოცდილებას. ინვესტორის ურთიერთობა სხვადასხვა მეწარმეებთან, ან მათი ნაკლებობა ასევე შეიძლება იყოს მათი რეპუტაციის მაჩვენებელი როგორც მეწარმეების, ისე ინვესტორების საზოგადოებაში.
4) აირჩიეთ პარტნიორი ძლიერი ფინანსური ზურგით
მნიშვნელოვანია, გააცნობიეროთ რომ ინვესტორთან საინვესტიციო ურთიერთობა მაშინვე არ სრულდება, ისევე როგორც სტარტაპის ფინანსური მოთხოვნილებები. გარკვეული ეტაპის მიღწევის შემდეგ, შემდგომ ეტაპზე გადასვლელად სტარტაპების უმეტესობა დამატებით ინვესტიციას საჭიროებს. ასეთი შემთხვევებისთვის კი ყველაზე ადვილად და სწრაფად ხელმისაწვდომი, ხშირ შემთხვევაში, არსებული პარტნიორების ფინანსური სასხსრებია.
5) შეაფასეთ ინვესტორი იმ ხარვეზების მიხედვით, რაც თქვენს სტარტაპს აქვს
გარდა ფულისა, რა არის ის ხარვეზები, რომლებიც თქვენს სტარტაპსს წარმატებაში უშლის ხელს? სანამ ინვესტორის ძიებას დაიწყებთ, აუცილებლად დააკვირდით, სად ულხინს და სად უჭირს თქვენს სტარტაპს. შემდეგ უკვე, ძიების პროცესში შეაფასეთ პოტენციური პარტნიორები იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ მათ ამ ხარვეზების გამოსწორება. სასურველია იპოვოთ ისეთი ინვესტორი, რომელიც დაგეხმარებათ სირთულეების აღმოფხვრაში და შეეცდება, თქვენს სტარტაპს მოდელს სრულყოფილად მოერგოს. ასე რომ, ვინც ან რაც არ უნდა დაგჭირდეთ თქვენი სტარტაპისთვის მეწარმეებმა ფუნდამენტურად უნდა განიხილონ, იღებენ თუ არა ისინი ახალ გამოცდილებას ახალი ინვესტორით, თუ უბრალოდ ფორმალურად ამყარებენ თანამშრომლობას პარტნიორთან.
6) დააკვირდით, რამდენად ეცლება თქვენთვის თქვენს ინვესტორს
სანამ ინვესტორს შეარჩევდეთ, აუცილებლად გაიარეთ მასთან რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ჰკითხეთ მას, რამდენ სხვა კომპანიის საბჭოშია გაწევრიანებული, რას მოელის ის კომუნიკაციის პროტოკოლიდან და რამდენად ხშირია თქვენსა და მათ შორის ურთიერთქმედების დონე. როცა ინვესტორს ვეძებთ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ისინი ფულის გარდა სხვადასხვა ტიპის რესურსსაც ჩადებენ ჩვენს სტარტაპში, მაგალითად: დროს. ამიტომაც, შეთანხმების ეტაპზე აუცილებლად გადაწყვიტეთ, რა დრო გჭირდებათ თქვენ ინვესტორისგან და გაუზიარეთ ეს პოტენციურ პარტნიორს.
7) გაითვალისწინეთ, რა პერიოდის განმავლობაში იქნება ინვესტორი თქვენი პარტნიორი
როგორც წესი, სტარტაპისთვის ყოველთვის უმჯობესია, ჰყავდეს გრძელვადიანი ინვესტორი. ხშირად, საინვესტიციო ფირმებს არც თუ ისე ხანგრძლივი დაფინანსება აქვთ ხოლმე. ამიტომაც, მეტი სანდოობისთვის, აუცილებელია, გაითვალისწინოთ, ის ინვესტიციის თავიდანვე ჩადებას გპირდებათ, თუ ამის გაკეთებას დროის რაღაც პერიოდის შემდეგ აპირებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა სრული გამჭვირვალობა იყოს მეწარმესა და ინვესტორს შორის.
და ბოლოს.. ურთიერთობა, რომელსაც თქვენ აყალიბებთ ინვესტორთან, დიდ გავლენას მოახდენს თქვენი სტარტაპის მომავალზე. თუკი მრავალი ვარიანტის შემდეგაც კი ვერ იპოვეთ თქვენი სტარტაპისთვის შესაფერისი ინვესტორი, განაგრძეთ ძებნა. არასწორი ინვესტორის პოვნის შემთხვევაში, აუცილებლად დაიკარგება თქვენი ხედვა მასთან აზრობრივი შეუთავსებლობის გამო.