რუსეთის მარეგულირებელი, Roskomnadzor, აცხადებს, რომ ის Google-ს დააჯარიმებს
რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი, Roskomnadzor, Google-ს დაჯარიმებით დაემუქრა. მიზეზი, რის გამოც მან ეს გააკეთა, არის ის, რომ Google-მა არ შეასრულა ქვეყნის ბრძანებები YouTube-ის გარკვეული „არალეგალური“ ვიდეოების წაშლის შესახებ. Telegram-ზე გამოქვეყნებული პოსტით Roskomnadzor კომპანიას აფრთხილებს, რომ 8 მილიონ რუბლამდე (დაახლოებით $94,675 აშშ დოლარი) მას. განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში კი, ეს თანხა Google-ის წლიური შემოსავლის 20 პროცენტამდე გაიზრდება.
Roskomnadzor ამტკიცებს, რომ YouTube “ხელს უწყობს ყალბი კონტენტის გავრცელებას” იმის შესახებ, რასაც ის უწოდებს ქვეყნის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უკრაინაში და ადანაშაულებს პლატფორმას რუსული არმიის “დისკრედიტაციაში”. ასევე ნათქვამია, რომ YouTube შეიცავს „ექსტრემისტულ“ კონტენტს „რუსი სამხედროების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განხორციელების მოწოდებით“.
ზუსტად არ არის ნათელი, რომელ ვიდეოებს გულისხმობს Roskomnadzor, მაგრამ ეს სავარაუდოდ დაკავშირებულია კომუნიკაციების მარეგულირებლის მიერ ამ თვის დასაწყისში გამოტანილ საჩივართან. 18 მარტს, როსკომნადზორმა YouTube-ის რეკლამების წაშლა მოითხოვა. „YouTube-ის ადმინისტრაციის ქმედებები ტერორისტული ხასიათისაა და საფრთხეს უქმნის რუსეთის მოქალაქეების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“, – ნათქვამია პრესრელიზში. „როსკომნადზორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსგავს სარეკლამო კამპანიებს და მოითხოვს Google-მა, რაც შეიძლება მალე შეწყვიტოს ანტირუსული ვიდეოების მაუწყებლობა“.
YouTube-მა უკვე განახორციელა რიგი ქმედებები რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ქვეყნის შეჭრის შემდეგ. პლატფორმამ შეცვალა თავისი პოლიტიკა RT-ს და სხვა რუსული სახელმწიფო მედია საშუალებების დემონეტიზაციისთვის და აკრძალა წვდომა ამ არხების მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოებზე. Bloomberg-ის ანგარიშის თანახმად, YouTube-მა დაბლოკა რუსეთის სამხედრო ექაუნთი მას შემდეგ, რაც მან გამოაქვეყნა ორი ვიდეო (რომლებიც მოგვიანებით ამოიღეს), რომლებშიც უკრაინის ომი გასულ კვირას „განმათავისუფლებელ მისიას“ უწოდებდა. Bloomberg-მა განაცხადა, რომ მან ასევე აკრძალა YouTube არხი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
Facebook-მა და Instagram-მა მსგავსი ქმედებები რუსეთის მთავრობის მიერ მართულ მედიასაშუალებების დეპლატფორმაციისთვის განახორციელეს. ორივე სოციალურმა სერვისმა გარკვეულ ქვეყნებში მომხმარებლებს ნება დართოთ რუსი ჯარისკაცების წინააღმდეგ ძალადობის ენით ესაუბრათ პლატფორმებზე, რის მერეც რუსეთი იძულებული გახდა, ეს ორი საიტი მთლიანად აეკრძალა „ექსტრემისტული საქმიანობისთვის“.
ჯერჯერობით გაურკვეველია, უპასუხა თუ არა Google-მა Roskomnadzor-ის მუქარებს.