fbpx

Russia For Sale – ახალი ქართული NFT პროექტი

Russia For Sale

Russia For Sale – ახალი ქართული NFT პროექტი

Russia For Sale – ასე ჰქვია ახალ ქართულ NFT პროექტს, რომელიც უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით შეიქმნა. მისი მთავარი მიზანი უკრაინელი ხალხის საკუთარი ქვეყნის აღდგენაში დახმარებაა, შესაბამისად, გაყიდვებიდან მიღებული თანხა სრულად ჩაირიცხება უკრაინის ოფიციალურ ციფრულ საფულეში.

,,ჩვენ ვართ ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ღრმად ვართ შეშფოთებულნი უკრაინაში მიმდინარე ტრაგიკული მოვლენებით. ჩვენ ძლიერი კავშირი გვაქვს უკრაინის კულტურასთან და ხალხთან, რომლებიც ამჟამად თავს იცავენ ჩვენი დროის ყველაზე ბოროტი რეჟიმისგან – რუსეთის ფედერაციისგან. უფრო მეტიც, უმეტესობა ჩვენგანს საკუთარ სიცოცხლეში უნახავს რუსეთის სისასტიკე. 1992 და 2008 წლებში განხორციელებულმა სამხედრო აგრესიამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩვენი ქართული გუნდის წევრებზე, რომლებმაც პირადად გამოცადეს, რამდენად დამანგრეველი შეიძლება იყოს რუსეთის შემოჭრა’’, – აცხადებენ პროექტის ავტორები.

პროექტში 2500-ამდე რეგიონი შედის, რომელთაგან თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი რეალური სახელი, ზომა და გერბი. მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ მომცრო, საშუალო, დიდი ან ვეებერთელა მიწები, ასევე სხვადასხვა რუსული ქალაქი. აღსანიშნია, რომ ერთ-ერთი NFT, გროზნო, უკვე გაიყიდა. როგორც პროექტის ავტორები აცხადებენ, შეძენილი ტერიტორიების გადაყიდვაც შესაძლებელია. ხოლო თითოეული ტრანზაქციიდან 5%  უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხება.

პირველი ნაკრების, რუსული მიწების, შემდგომ, პროექტს უკვე ცნობილი შენობების NFT-ები დაემატება. მათ შორის იქნება კრემლი, ოსტანკინოს ტელეანძა, ზამთრის სასახლე, პუტინის პირადი სახლი და ბუნკერიც კი. მესამე ეტაპი კი ,,წითელი რევოლუციის ბაბუის’’ – ლენინის აუქციონზე გამოტანას გულისხმობს.

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post