fbpx

რა არის საფონდო ბირჟა და როგორ უნდა ვივაჭროთ

საფონდო ბირჟა

რა არის საფონდო ბირჟა და როგორ უნდა ვივაჭროთ

ინვესტიცია განიმარტება, როგორც დამატებითი შემოსავლის ან მოგების მიზნით, ფულის ან კაპიტალის ჩადება. საფონდო ბირჟა დამწყებთათვის საინვესტიციო გამოცდილების მიღების ყველაზე გავრცელებული გზაა.

საფონდო ბირჟა ბროკერებს, მოვაჭრეებს, მყიდველებსა და გამყიდველებს აერთიანებს. მასში აქციების, ბონდებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების შეძენაა შესაძლებელი.

ვაჭრობისთვის მთავარი მოთხოვნა კონკრეტულ საფონდო ბირჟაზე დარეგისტრირებაა. ხოლო იმისათვის, რომ სასურველი კომპანიის აქციები შევიძინოთ, ის საფონდო ბაზარზე უნდა იყოს განთავსებული.

საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის სულაც არაა აუცილებელი, ოფიციალური ,,ინვესტორები’’ გავხდეთ. აქციების ონლაინ საფონდო ბირჟის საშუალებით ყიდვა ჩვეულებრივ შეგვიძლია.

უდიდესი საფონდო ბირჟები

ნიუ-იორკის სააქციო ბირჟა (NYSE) მსოფლიოში უდიდესია. მასში განთავსებული კომპანიების ჯამური საბაზრო კაპიტალიზაცია $26 ტრილიონს აჭარბებს. მეორე ადგილზეა ნასდაქი (NASDAQ), რომელიც ასევე ნიუ-იორკში მდებარეობს.

სიდიდით მესამე შანხაის საფონდო ბირჟაა. ხოლო მეოთხე ადგილს 1602 წელს დაარსებული ამსტერდამის სააქციო ბირჟა იკავებს, რომელიც ამასთანავე უძველესადაც მოიაზრება. 2000 წლის 22 სექტემბერს ის ბრიუსელისა და პარიზის საფონდო ბირჟებთან შეირწყა და მას შემდეგ ,,Euronext Stock Market” ეწოდება.

ათეულში გვხვდება ლონდონის საფონდო ბირჟაც, რომელშიც დღესდღეობით 3 ქართული კომპანიაა წარმოდგენილი: საქართველოს ბანკის ჯგუფი (BGEO), თიბისი ბანკის ჯგუფი (TBCG) და საქართველოს კაპიტალი (CGEO).

ოგორ მუშაობს საფონდო ბირჟა

 საფონდო ბირჟის მუშაობის კონცეფცია საკმაოდ მარტივია. საფონდო ბაზარი მყიდველებსა და გამყიდველებს ფასებზე მოლაპარაკებისა და ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

საფონდო ბაზარი ბირჟების ქსელის მეშვეობით მუშაობს (შესაძლოა გსმენიათ ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ან ნასდაქის შესახებ). კომპანიები საკუთარ აქციებს საფონდო ბირჟაზე საწყისი საჯარო შეთავაზების, იგივე IPO პროცესის მიხედვით ათავსებენ. ინვესტორები კი ამ აქციებს ყიდულობენ, რაც კომპანიას ბიზნესის გასაძლიერებლად ფულის მოზიდვის საშუალებას აძლევს.

ინვესტორებს აქციების ერთმანეთში ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობაც აქვთ და ბირჟა  ჩამოთვლილი აქციების მოთხოვნა-მიწოდებას აკონტროლებს. უკანასკნელი პროცესი ხელს უწყობს თითოეული ფასიანი ქაღალდის ღირებულების ან იმ დონეების დადგენას, რომლებზეც საფონდო ბაზრის მონაწილეები (ინვესტორები და მოვაჭრეები) მზად არიან, იყიდონ ან გაყიდონ.

მყიდველები სთავაზობენ ფასს, ან უმაღლეს თანხას, რომლის გადახდაც სურთ. ის, ჩვეულებრივ, უფრო დაბალია ხოლმე, ვიდრე გამყიდველები ითხოვენ სანაცვლოდ. აღნიშნულ განსხვავებას ,,სპრედი” ეწოდება. იმისათვის, რომ ვაჭრობა განხორციელდეს, ან მყიდველმა უნდა გაზარდოს ან გამყიდველმა უნდა შეამციროს თავისი ფასი. ეს ყველაფერი შეიძლება რთულად ჟღერდეს, მაგრამ კომპიუტერული ალგორითმები ამას წამის მეათასედებში აკეთებენ.

ისტორიულად, საფონდო ვაჭრობა პირისპირ კონტაქტს მოიაზრებდა. ახლა კი, საფონდო ბაზარი ელექტრონულად, ინტერნეტისა და ონლაინ საფონდო ბროკერების მეშვეობით მუშაობს.

თითოეული ვაჭრობა აქციების მიხედვით ხორციელდება, მაგრამ მათი ფასები ხშირად იცვლება ახალი ამბების, პოლიტიკური მოვლენების, ეკონომიკური ანგარიშებისა და სხვა ფაქტორების გამო.

ოგორ ვივაჭროთ საქართველოდან

Mvp.ge-ის ინფორმაციით, საქართველოში და მათ შორის, რეგიონშიც, ერთერთი უმსხვილესი საბროკერო კომპანია არის Galt & Taggart. ის საშუალებას გვაძლევს, ვივაჭროთ ყველა გლობალურ ბირჟაზე, ასევე რეგიონულ ბაზრებზე, რომლებიც ხშირად ძნელად ხელმისაწვდომია.

მათ პლატფორმაზე – Trader.ge ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის შესაძლებელია დარეგისტრირება და აქციების შეძენა.

 

NDAQ 
$81.14  $0.11  0.14%  
$27.72  $0.09  0.33%  
LMND 
$47.03  $1.02  2.22%  
SHOP 
$118.37  $4.28  3.75%  
SQ 
$98.25  $2.38  2.48%  

შენიშვნა: ინვესტირების ნებისმიერი სტრატეგია და ინვესტიციები ზარალის რისკს შეიცავენ. სტატიაში მოცემული ინფორმაცია არ არის საინვესტიციო რჩევა. 

რუბრიკის წარმდგენია
Investo

Share this post