fbpx

სემ ალტმენი სტარტაპის დაწყებაზე

sam-altman-ycombinator-mvp.ge

სემ ალტმენი სტარტაპის დაწყებაზე

სემ ალტმენი არის CEO და თანადამფუძნებელი OpenAI-ს – კომპანიის, რომელმაც შექმნა ხელოვნური ინტელექტის პოპულარული პლატფორმა, ChatGPT. ChatGPT წინა წლის ნოემბერში გაეშვა, როგორც კვლევითი პროტოტიპი და მას შემდეგ დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგრამ ექსპერტები შიშობენ, რომ ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია უპასუხოს მომხმარებელთა დახმარების კითხვებს, დაწეროს სამოტივაციო წერილები და შექმნას სასწავლო დოკუმენტები, ჩაანაცვლებს სამუშაო ადგილებს შემდეგ ინდუსტრიებში: ტექნოლოგიები, მედია, სამართალი და ფინანსები. 

ცნობილი მეწარმეები და ინვესტორები რეიდ ჰოფმანი, პიტერ ტიელი და ელონ მასკი, რომელიც ასევე თანადამფუძნებელია, მხარს უჭერენ OpenAI-ს. 

ალტმენმა მისი შეხედულებები სტარტაპის კეთებასთან დაკავშირებით გააზიარა 2014 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ლექციების სერიის დროს სახელწოდებით “როგორ დავიწყოთ სტარტაპი”. იმ დროს ის იყო სტარტაპ აქსელერატორი, Y Combinator-ის პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპ გარემო მას შემდეგ განვითარდა, მისი რჩევების დიდი ნაწილი დღესაც რელევანტურია სწრაფად მზარდი სტარტაპერებისთვის. თუმცა ეს რჩევები არც მაშინ და არც ახლა არაა დიდად რელევანტური ტრადიციული კომპანიებისთვის. თითქმის ათი წლის შემდეგ, მისი ლექციების ეს ხუთი პუნქტი კვლავ ღირებულია ახალბედა დამფუძნებლებისათვის.  

დიდი კომპანიების უმეტესობა დიდი იდეით იწყება

თავის ლექციაზე ალტმანმა გააფრთხილა დამწყები მეწარმეები, რომ სტარტაპის შექმნა 10 წლიანი ვალდებულებაა, ამიტომ ისინი დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ სწორ იდეას მისდევენ. „თუ რამდენიმე იდეა გაქვთ, იმუშავეთ იმაზე, რომელზეც ყველაზე ხშირად გეფიქრებათ, როდესაც არ ცდილობთ იფიქროთ სამუშაოზე“, – თქვა მან. უპირველეს ყოვლისა, დამფუძნებელს სჭირდება რწმენა საკუთარ თავში და შესაძლებლობებში. საუკეთესო კომპანიები ასევე ორიენტირებულები არიან მისიაზე – იმ დიად მიზანზე და პრობლემაზე, რამაც შთააგონა დამფუძნებლები საქმის დაწყებაში. ეს პირდაპირ გავლენას ახდენს არამარტო დამფუძნებელზე, არამედ გავლენას ახდენს ადამიანთა ჯგუფზე, რომლებზეც ისინი ზრუნავენ. „თუ არ გიყვართ და არ გჯერათ იმის, რასაც აშენებთ, სავარაუდოდ, გზაში რაღაც მომენტში დანებდებით“, – თქვა მან.

საუკეთესო იდეები ხშირად ცუდ იდეებად გვეჩვენება

ალტმენმა ასევე უთხრა დამფუძნებლებს, რომ კარგი სტარტაპის იდეები ხშირად განიხილება, როგორც ცუდი იდეები, გარკვეული პერიოდის განმავლობაში. დადებითი ის არის, რომ სხვა ადამიანები იშვიათად მოიპარავენ ამ იდეებს, რადგან ფართო საზოგადოება ვერ ცნობს მათ პოტენციალს, სანამ სტარტაპი არ ჩამოყალიბდება. “საუკეთესო იდეები ხშირად საშინლად გამოიყურება დასაწყისში”, – თქვა მან. ”თუ ისინი თავიდანვე ნამდვილად კარგად ჟღერდნენ, ძალიან ბევრი ადამიანი იმუშავებდა მათზე.”

იპოვეთ პატარა ბაზარი, სადაც შეგიძლიათ სწრაფად გაიზარდოთ

როდესაც განიხილავთ ვისთვის არის თქვენი სტარტაპი, მნიშვნელოვანია ფოკუსირება მოახდინოთ პატარა ბაზარზე, სადაც თქვენი მომხმარებლები სასოწარკვეთილნი არიან და ეძებენ იმ პრობლემის მოგვარევის გზებს, რომლის გადაჭრასაც თქვენ ცდილობთ.” – თქვა ალტმანმა. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თითქმის ყველაფერი თქვენი სტარტაპის შესახებ, ბაზრის გარდა. ”მე მირჩევნია ინვესტიცია ჩავდო კომპანიაში, რომელიც მიდის პატარა, მაგრამ სწრაფად მზარდ ბაზარზე, ვიდრე დიდ, მაგრამ ნელა მზარდ ბაზარზე,” – თქვა მან. ახალგაზრდები და სტუდენტები განსაკუთრებით კარგად ახდენენ სწრაფად მზარდი ბაზრების იდენტიფიცირებას, დასძინა ალტმანმა, რადგან ისინი ყველაზე მეტად ემთხვევა მიმდინარე ტენდენციებს. „ხანდაზმულებმა ძირითადად უნდა გამოიცნონ ტექნოლოგიების შესახებ, რომლებსაც ახალგაზრდები იყენებენ“, – თქვა მან. ”მაგრამ თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ უყუროთ რას აკეთებთ და რას აკეთებენ თქვენი მეგობრები და თითქმის ნამდვილად გექნებათ უკეთესი ინსტინქტები, ვიდრე ვინმე თქვენზე უფროსს.”

გააკეთეთ პროდუქტი, რომელიც ხალხს უყვარს

როდესაც თქვენ გაქვთ იდეა, იმისათვის, რომ წარმატებული კომპანია გახდეთ, გჭირდებათ შესანიშნავი პროდუქტი, რომელიც ბევრ ადამიანს შეუყვარდება. მაგრამ როცა იწყებთ, უფრო ადვილია პროდუქტის გაზრდა, რომელიც მომხმარებელთა მცირე რაოდენობას უყვარს, ვიდრე პროდუქტი, რომელიც მომხმარებელთა დიდ რაოდენობას მოსწონს. ალტმენის თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენ მხოლოდ რამდენიმე გულშემატკივარი გჭირდებათ, რათა ორგანულად გაზარდოთ თქვენი მომხმარებელთა ბაზა. „ძალიან ცოტა სტარტაპი იღუპება კონკურენციის გამო. “უმეტესობა იღუპება იმიტომ, რომ თავად ვერ ახერხებენ მომხმარებელთა შეყვარებას; ისინი დროს ხარჯავენ სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვან რამეებზე.”

მომხმარებლები გეტყვიან, რაში გადაიხდიან

როდესაც თქვენ მუშაობთ თქვენი სტარტაპის პროდუქტის მომხმარებლების ზრდაზე, ალტმანმა რეკომენდაცია გაუწია დამფუძნებლებს უკუკავშირის შეგროვებას “ხელით”, ვიდრე რეკლამებით. მან მაგალითისთვის გამოიყენა ბენ სილბერმანი, Pinterest-ის თანადამფუძნებელი, რომელმაც თავისი პირველი მომხმარებლები ყავის მაღაზიებში ყოფნისას მოიძია. ის უცხო ხალხთან მიდიოდა და სთხოვდა მისი აპლიკაციის გატესტვას. „მიიღეთ მომხმარებლები სათითაოდ, მანუალურად და დაიმახსოვრე, რომ მიზანია შეგიყვარონ მათმა მცირე ჯგუფმა“, – თქვა Sam Altman-მა. “გააკეთე ყველაფერი, რაც გჭირდება, რათა მათ შეგიყვარონ და გააცნობიერონ, რას აკეთებ. ამ შემთხვევაში ისინი გახდებიან ადვოკატები, რომლებიც დაგეხმარებიან შემდეგი მომხმარებლების მოძიებაში. ” როგორც კი მოიპოვებთ ამ მომხმარებლებს, მნიშვნელოვანია მოუსმინოთ და გაიგოთ მათ შესახებ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ. მაშინაც კი, თუ თქვენ თავად ქმნით პროდუქტს, ყოველთვის მოუსმინეთ პოტენციურ მომხმარებლებს და ისინი გეტყვიან, თუ როგორ უნდა გააკეთოთ პროდუქტი, რომელშიც ფულს გადაიხდიან“, – თქვა მან.

2014 წლის Y Combinator-ის ლექციების ყურება ამ ლინკზე შეგიძლიათ.

რუბრიკის წარმდგენია
Alte

Share this post