fbpx

Sequoia Capital-ის გაფრთხილება კომპანიებს

Sequoia Capital-ის

Sequoia Capital-ის გაფრთხილება კომპანიებს

არ მივიჩნევთ, რომ ეს კიდევ ერთი ციცაბო, ისეთივე სწრაფი აღდგენა იქნება, როგორიც პანდემიის დასაწყისში ვიხილეთ, რადგან მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ინსტრუმენტები, რომლებიც აღდგენას ხელს უწყობს, ამოწურულია – აღნიშნულია Sequoia Capital-ის ახალ, 52-სლაიდიან პრეზენტაციაში, რომელიც მან კომპანიებს მიმდინარე ეკონომიკური ვარდნის შესახებ გაფრთხილების სახით გაუგზავნა.

სარისკო კაპიტალის ფირმა აღნიშნავს, რომ ბაზრების ამჟამინდელი არასტაბილური მდგომარეობის, მზარდი ინფლაციისა და ევროპაში არსებული გეოპოლიტიკური კრიზისის ერთობლიობა გაურკვევლობისა და ცვლილებების გადამწყვეტ/გარდამავალ მომენტს ქმნის.

„მოველით, რომ ბაზრებზე ფასების ვარდნას გავლენა ექნება მომხმარებელთა ქცევაზე, შრომით ბაზრებზე, მიწოდების ჯაჭვებსა და ა.შ. აღდგენის პროცესი უფრო ხანგრძლივი იქნება და მართალია, ჩვენ ვერ გავაკეთებთ პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში გაგრძელდება, შეგვიძლია გირჩიოთ, როგორ მოემზადოთ და გადალახოთ ის’’, – ვკითხულობთ Sequoia Capital-ის პრეზენტაციაში.

Sequoia Capital დამფუძნებლებს ურჩევს, რომ Runway [დრო, რომელიც კომპანიას აქვს ბიუჯეტის ამოწურვამდე] გააფართოონ, დაფინანსების დამატებითი რაუნდები განიხილონ და ფინანსების უფრო დისციპლინირებულად ხარჯვის გზები მოძებნონ.

 „[არსებულ მდგომარეობას] უარყოფით მოვლენად ნუ განიხილავთ, არამედ ეს ყველაფერი ფულის დაზოგვისა და უფრო სწრაფად მუშაობის შესაძლებლობად მიიღეთ’’, – წერს ფირმა და აღნიშნავს, რომ კომპანიებს, რომლებიც ყველაზე სწრაფად მოძრაობენ, ყველაზე დიდი Runway და გადარჩენის შანსი აქვთ.

Y Combinator-ის წერილი სტარტაპებს

Y combinator-ის

,,…გახსოვდეთრომ წარმატების შანსი ძალიან მცირეა იმ შემთხვევაშიც კითუ თქვენი კომპანია კარგად მუშაობსჩვენ გეგმის შეცვლას გირჩევთ… ყველაზე უსაფრთხო მიდგომა გეგმის ყველაზე უარესი შემთხვევისთვის შემუშავებაა…’’, – ნათქვამია Y Combinator-ის მიერ თავისი პორტფელის სტარტაპების დამფუძნებლებისთვის გასულ კვირას გაგზავნილ წერილში.

საინტერესოა, რომ გასულ კვირას Y Combinator-მაც გაუგზავნა დამფუძნებლებს წერილი სახელწოდებით „ეკონომიკური ვარდნა“.

,,ამ კვირის განმავლობაში YC კომპანიებთან ერთად ვმუშაობდით. ისინი დაგვიკავშირდნენ, რათა ეკითხათ, უნდა შეცვალონ თუ არა თავიანთი გეგმები ხარჯვის, Runway-ის, დაქირავებისა და დაფინანსების რაუნდების საკითხებთან დაკავშირებით საჯარო ბაზრების ამჟამინდელ მდგომარეობიდან გამომდინარე. ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ეკონომიკური ვარდნა ხშირად უზარმაზარ შესაძლებლობებად იქცევა იმ დამფუძნებლებისთვის, რომლებიც თავიანთ დამოკიდებულებებს სწრაფად ცვლიან, წინსწრებით გეგმავენ და კომპანიის გადარჩენას უზრუნველყოფენ’’, – ვკითხულობთ Techcrunch-ის მიერ მოპოვებულ Y Combinator-ის წერილში.

აქსელერატორი აღნიშნავს, რომ ვერავინ გააკეთებს პროგნოზს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ცუდ მდგომარეობაში იქნება ეკონომიკა. თუმცა, მისი თქმით,  მდგომარეობა არც ისე კარგად გამოიყურება. სწორედ ამიტომ, ის დამფუძნებლებს ურჩევს, რომ გეგმა ყველაზე უარესი შემთხვევისთვის შეიმუშაონ, ხარჯები შეამცირონ, Runway გააფართოონ და Default Alive მდგომარეობამდე მივიდნენ. ხოლო თუკი არ აქვთ იმისთვის საკმარისი Runway, რომ Default Alive მდგომარეობამდე მიაღწიონ, დამატებითი ფინანსების მიღებაზე სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ.

რუბრიკის წარმდგენია

Share this post