შაან პატელის ბიზნესში ჩადებული სტიპენდიის ამბავი
შაან პატელი ექიმი და მეწარმეა, რომელმაც წლების წინ SAT-ის გამოცდაში უმაღლესი ქულა მიიღო. სწორედ მისმა ქულამ გადაწყვიტა მისი ბედი, ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებს $500 000-იანი სტიპენდიით მიეწვიათ შაანი. ასეც მოხდა, თუმცა, გარდა ამ სტიპენდიისა, პატელი ბაკალავრზე ასევე ფინანსდებოდა ფინანსური დახმარების ოფისიდან ყოველი სემესტრის ბოლოს საიმისოდ, რომ საყოფაცხოვრებო ხარჯები დაეფარა და წიგნები ეყიდა.
სწორედ ამ “ექსტრა” დაფინანსებით მოახერხა შაანმა, საწყის ეტაპზე $3000 თავის იდეაში ჩაედო. ეს იდეა შემდეგ სტარტაპად “Prep Expert” იქცა და მისი მისია SAT და ACT გამოცდებში სტუდენტების ციფრულად მომზადება იყო. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში Prep Expert 50 000-მდე სტუდენტს დაეხმარა სტიპენდიის მოპოვებაში და მათ მიერ ჯამურად აღებულმა დაფინანსებამ $100 მილიონამდე შეადგინა.
სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ 3 გაკვეთილს, რომელიც შაან პატელისგან შეგვიძლია, ვისწავლოთ:
შაანმა საქმე იმით დაიწყო, რაც კარგად ესმოდა
მას შემდეგ, რაც საათები გაატარა შაანმა კურსის კურიკულუმის სრულყოფისთვის, მან დახარჯა $900 Prep Expert-ის ვებსაიტის შესაქმნელად, $1000 – საკლასო ოთახის დასაქირავებლად მშობლიურ ქალაქ ლას – ვეგასში და დაახლოებით $1000 – მარკეტინგზე. მისი პირველი გაკვეთილი ჩატარდა ზაფხულში, სასკოლო სემესტრებს შორის და მოიცავდა 18 საშუალო სკოლის მოსწავლეს, რომლებსაც თავიანთი ქულების გაუმჯობესება სურდათ.
„ჩვენი სტუდენტების ქულების საშუალო ზრდა 376 ქულა იყო, რაც სტუდენტისთვის 50%-დან 90%-მდე აყვანას უდრის,” – განმარტავს პატელი. როგორც კი მშობლებმა შედეგების დანახვა დაიწყეს, პატელმა დაამატა სხვა სერვისებიც, როგორიცაა: მათემატიკისა და მეცნიერების სწავლება.
როდესაც ინსაიდერმა ჰკითხა პატელს, რა რჩევას აძლევს სხვებს, რომლებიც ცდილობენ, ჰქონდეთ მუდმივი პასიური შემოსავალი, პატელმა თქვა: „დაიწყე იმით, რაც იცი“.
ის გამოცდილების მქონე ადამიანისგან სწავლობდა
პატელს ჰქონდა შესაძლებლობა გაეტანა, თავისი კომპანია Shark Tank-ზე და მოიგო $250,000 ინვესტიცია მარკ კუბანისგან 20%-იანი წილის სანაცვლოდ.
პატელმა ეს თანხა გამოიყენა მეტი თანამშრომლის დასაქირავებლად, რომლებსაც შეეძლოთ ციფრული კურსების შექმნა და სწავლება საშუალო სკოლის ბავშვებისთვის, რომლებსაც დახმარება სჭირდებოდათ სხვა საგნებში. თავდაპირველად, პატელს და კუბანს ჰქონდათ გეგმები, გაეხსნათ ფიზიკური ლოკაციები მთელი ქვეყნის მასშტაბით და წარმატებით მოახერხეს ეს აშშ-ს 20 სხვადასხვა ქალაქში.
როდესაც ჰკითხეს, როგორია სინამდვილეში კუბანი, პატელი ამბობს: “ის არის ყველაზე მიწიერი მილიარდერი, რომელსაც ოდესმე შეხვედრიხარ მთელი ცხოვრების განმავლობაში, კუბანი ძალიან თავმდაბალია. ნებისმიერ დროს შემიძლია მას ელ.წერილი მივწერო და ის ჩვეულებრივ, 5 წუთში გიპასუხებს.”
მან პირველ რიგში თავისი მომხმარებლების მოთხოვნილებები გაითვალისწინა
იმის გამო, რომ პანდემიამ სტუდენტების სწავლის ფორმა შეცვალა, პატელს და მის გუნდს მოუწიათ პერსონალური სწავლებიდან გადასულიყვნენ თვითგანვითარებული, ციფრული კურსების შექმნაზე, რომლებზეც სტუდენტებს შეეძლებოდათ წვდომა ნებისმიერ დროს.
თუმცა, აქვე უნდა ვთქვათ, რომ Prep Expert-მა მომხმარებლებს SAT და ACT მოსამზადებელი გაკვეთილების გარკვეული ფორმა ონლაინ 2016 წელს უკვე შესთავაზა, „ხალხი ჯერ არ იყო მიჩვეული ონლაინ სწავლას, მაგრამ COVID-19-მა ნამდვილად დააჩქარა ადამიანების კომფორტის დონე ონლაინ სწავლით“, – ამბობს პატელი. ციფრული კურსების გაყიდვები მის ბიზნესს უფრო სწრაფად მასშტაბირებაში დაეხმარა.