fbpx

,,შარქ თენქ საქართველოს’’ მეორე სეზონი იწყება

შარქ თენქ

,,შარქ თენქ საქართველოს’’ მეორე სეზონი იწყება

სტენლი შოუსა და პირველი არხის თანამშრომლობის ფარგლებში, SONY Pictures-ის რეალითი შოუ „შარქ თენქ საქართველო“ გრძელდება. ამჯერად სატელევიზიო სივრცე გადაცემის მეორე სეზონს უმასპინძლებს.

შოუში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ სრულწლოვან თუ არასრულწლოვან პირს, რომელსაც საკუთარი იდეების განსახორციელებლად ინვესტიციის მოპოვება სურს. მათ აპლიკაციის შევსება 5 თებერვლამდე შეეძლოთ.

აღსანიშნია, რომ ბიზნესიდეებზე ინდუსტრიის ან სიდიდის მიხედვით რაიმე შეზღუდვა არ არის დაწესებული. ამასთანავე, მოთხოვნილი საინვესტიციო თანხის ან სანაცვლოდ შეთავაზებული წილის ოდენობაზე პროექტით დადგენილი რაიმე ზღვარი არ არსებობს. შარქები და მონაწილეები გადაწყვეტილებებს კამერების წინ მოლაპარაკების საფუძველზე იღებენ.

უფრო მეტი შარქ თენქ საქართველოს შესახებ

შაქრ თენქ საქართველოს

საქართველოში, ისევე როგორც სხვა მრავალ განვითარებად ქვეყნაში ფულადი კაპიტალის ნაკლებობა საშუალებას არ აძლევს საშუალო და მცირე მეწარმეებსა და სტარტაპერებს ხორცი შეასხან თავიანთ იდეებს ან განავითარონ არსებული.

გავრცელებული ინფორმაციით, გადაცემის გადაღებები მარტის მეორე ნახევარში იგეგმება. აქედან გამომდინარე, შოუში მონაწილეობის მსურველებმა რამდენიმე დღით (შესაძლოა, სამუშაო დღეებშიც) თბილისში ყოფნის აუცილებლობა უნდა გაითვალისწინონ.

მონაწილეობის მსურველებს აპლიკაციის შევსება მითითებულ ბმულზე შეუძლიათ. 

პირველი სეზონის შეჯამება

განხორციელებული ინვესტიციები

ცნობისთვის ,,შარქ თენქ საქართველოს’’ პირველი სეზონში 14-მა მონაწილემ ჯამში 1 600 000 ლარზე მეტი ღირებულების ინვესტიცია მოიზიდა. გამარჯვებული სტარტაპების ჩამონათვალი, მათში ჩადებული ინვესტიციის სიდიდის მიხედვით შემდეგნაირია:

,,ონიქსი’’ – 250,000 – მენი ბენიში, სოსო ფხაკაძე, დაჩი ჭოლაძე.
,,VidooFood’’ – 250,000 – მენი ბენიში, ქეთევან ქვარცხავა.
,,autoElement’’ – 230,000 – მენი ბენიში, დაჩი ჭოლაძე, პავლე მგელაძე.
,,შოკოტელა’’ – 150,000 – სოსო ფხაკაძე
,,Taste it’’ – 100,000 – პავლე მგელაძე, ქეთევან ქვარცხავა.
,,საპონერია’’ – 80,000 – სოსო ფხაკაძე, მენი ბენიში.
,,ბისიეი’’ – 90, 000 – მენი ბენიში.
,,winestory’’ – 70,000 – მენი ბენიში, ნუცა აბრამიშვილი.
,,სხივი’’ – 70,000 – პავლე მგელაძე.
,,ბაგანა’’ – 50,000 – მენი ბენიში, ქეთევან ქვარცხავა.
,,ენცეფალოგრამა’’ – 50,000 – სოსო ფხაკაძე, მენი ბენიში, ქეთევან ქვარცხავა, პავლე მგელაძე, დაჩი ჭოლაძე.
,,კოკორინა’’ – 50,000 – მენი ბენიში.
,,დაჯე’’ – 30,000 – პავლე მგელაძე.
,,ფრანი’’ – 30,000 – დაჩი ჭოლაძე.

ინდუსტრიები

ინვესტიციები, ინდუსტრიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა:

შარქ თენქ

შარქების ინვესტიცია I სეზონზე

გადაცემაში თითოეულმა შარქმა განსხვავებული რაოდენობის ინვესტიცია სხვადასხვა რაოდენობის სტარტაპში ჩადო:

შარქ თენქ საქართველო

რუბრიკის წარმდგენია

Share this post